top of page

"ბლოკჩეინის მეშვეობით მტკიცებულების დადასტურება შეიძლება"


შვიდ სექტემბერს, ჩინეთის უზენაესმა სასამართლომ გამოსცა წესდება, რომლის მიხედვითაც ბლოკჩეინ ტექნოლოგია შესაძლოა სამართლებრივი დავების გადასაწყვეტად იქნეს გამოყენებული.


ახალი წესდების თანახმად:


"ინტერნეტ სასამართლოები ციფრულ მონაცემებს მტკიცებულების სახით მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ წარმოდგენილმა მხარეებმა მიიღეს და ციფრული ხელმოწერების მეშვეობით ბლოკჩეინზე ინახავდნენ ამ მონაცემებს."


პირველად მსოფლიოში ასეთი პრეცედენტი, 2017 წლის აგვისტოს, ჩინეთის პროვინცია ჯეძიანის ქალაქ ჰანჟოუში დაიშვა. რეგიონში გაიხსნა სასამართლო, რომელიც "netcourt"-ის პლატფორმაზე ინტერნეტთან დაკავშირებულ დავებს მოაგვარებდა. ამ სასამართლომ თავისი პირველი საქმე ბლოკჩეინის მეშვეობით მოპოვებული მტკიცებულებით გახსნა.


როგორც დღევანდელი განცხადება ამბობს, ჩინეთის ინტერნეტ სასამართლოები საქმეებს ონლაინ რეჟიმში წარმართავენ. ზემოთ ხსენებული ინტერნეტ სასამართლოს გარდა, ჩინეთში კიდევ ორი ასეთი დაწესებულება არსებობს, პეკინსა და გუანჯოუში.


კოინტელეგრაფის ექსპერტის თანახმად, ბლოკჩეინ ინოვაციებს უფრო დიდი პოტენციალი აქვთ, ვიდრე მხოლოდ მტკიცებულების დასადასტურებელ მექანიზმად ყოფნა. მისი თქმით, გონიერ კონტრაქტებს მთელი სამართლებრივი სფეროს დანგრევის პოტენციალი აქვს.


წყარო: cointelegraph.com

bottom of page