ამერიკის სენატმა SEC-ის ახალი, პრო-კრიპტო, წევრი აირჩია
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმ ელად როისმანი ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის წევრად დაამტკიცა.
ივნისში, ბატონი როისმანის კანდიდატურა თავად თეთრმა სახლმა წამოაყენა. 23 აგვისტოს სენატის საბანკო კომიტეტმა მისი კანდიდატურა დაამტკიცა. გუშინ კი ის თანამდებობაზე დაამტკიცეს.
როგორ გავლენას იქონიებს ეს SEC-ზე?
როისმანს რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა ელის. მათ შორის ორი ძალზედ მნიშვნელოვანია. პირველი ბროკერებსა და მათ კლიენტებს შორის ახალი წესების და რეგულაციების შემოღებას ეხება, მეორე კი კრიპტოვალუტების მიმართ კომისიის ხედვის შეცვლასა და ETF-ების მიღებას.
ელად როისმანი კრიპტოვალუტების მიმართ დადებითადაა განწყობილი. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის კომ ესტერ პეირსის ინოვაციას, მსოფლიო ფინანსური კრიპტო ბაზრების შექმნას, დაუჭერს მხარს.
ივლისში, სენატის საბანკო კომისიის ყრილობაზე საუბრისას, ბატონ რაისმანს ბლოკჩეინ ტექნოლოგიისა და ICO-ების მიმართ თავისი დამოკიდებულება არ დაუმალავს:
"ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტალის ბაზრების მთელ მსოფლიოს შურს და არავინ არ უარყოფს მათი ამ სახით ჩამოყალიბებაში SEC-ის დიდ წვლილს. ამ კომისიის თავდადებული წევრები ყოველთვის ინარჩუნებდნენ თავდაჯერებულობას, როდესაც ჩვენი ბაზრები იზრდებოდა და ვითარდებოდა.
ამ ტრადიციის გასაგრძელებლად ის ამ ახალ გამოწვევებს სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა მიუდგეს, ბაზარზე, რომელიც წინ მიიწევს, ახალი სტანდარტების მისაღებად მან თავის წესებს, რეგულაციებსა და მითითებებს უნდა გადახედოს.
ეს ყველაზე ცხადად ჩანს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მონაცემთა დაცვა, კიბერუსაფრთხოება და ისეთი ახალი ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების აღმოცენება, როგორებიცაა ICO-ები და ბლოკჩეინი."
წყარო: ethereumworldnews.com