top of page

IBM ბანკებს კრიპტოზე დაფუძნებულ გადახდის სისტემას სთავაზობს


ტექნიკურმა გიგანტმა, IBM-მა, წარადგინა Blockchain World Wire (BWW), საზღვრებს შორის გადახდის სისტემა, რომლის მიზანია ბანკინგის შუამავლების აღმოფხვრა, ტრადიციული საერთაშორისო გადახდებისთვის ტრანზაქციული დროისა და ხარჯების შემცირება.


World Wire-თან დაკავშირებით IBM-ის განცხადების თანახმად, „ახალი საფინანსო რელსს“ შეუძლია ერთდროულად გაარკვიოს და მოაგვაროს საზღვრებს შორის გადახდები.


World Wire იყენებს Stellar პროტოკოლს და შუალედურ კრიპტოვალუტას, როგორიცაა Stronghold USD სტაბილური მონეტა, რათა საფინანსო ინსტიტუტებს საშუალება მისცეს საზღვრებს შორის გადახდები წამებში განახორციელონ.


„სისტემა იყენებს ციფრულ აქტივებს როგორც ტრანზაქციების განსხორციელებლად, ასევე გადახდის ინსტრუქციის შეტყობინებების ინტეგრირებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ახლა უკვე შესაძლებელია ტრადიციული ბანკებისგან განსხვავებით ფინანსური სახსრების ძალიან მცირე თანხაში და დროში გადარიცხვა.”


McKinsey & Company იუწყება, რომ გადახდების ბაზარი 2020 წლისთვის 2 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.


BWW გთავაზობს თვისებების ფართო ჩამონათვალს:

  • ყველა ვალუტისთვის ერთი გაცვლითი საფასური

  • გამჭვირვალობა

  • გამარტივებული, კონფიგურაციისთვის მზა საშუალება ნებისმიერ სისტემასთან ინტეგრირდება

  • იღებს გადახდებს ნებისმიერი ოდენობით, ნებისმიერ დანიშნულების ადგილზე, ნებისმიერი სახის აქტივში.

  • უსაფრთხო ქსელი გაძლიერებული წვდომის კონტროლით

„ინსტიტუტები იყენებენ არსებულ გადახდის სისტემებს პირველი მყარი ვალუტის ციფრულ აქტივში გადასაყვანად.


World Wire შემდეგ ერთდროულად გარდაქმნის ციფრულ აქტივს მეორე მყარ ვალუტაში, რითაც ასრულებს გარიგებას. ყველა ტრანზაქციის დეტალები იწერება შეუცვლელ ბლოკჩეინზე.“


ბლოკჩეინის გამოყენების ზრდა ხელს უწყობს სხვადასხვა ბლოკჩეინისა და მყარი ვალუტების ურთიერთთავსებადობას. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება, რომლითაც შესაძლებელია კრიპტოვალუტების გამოყენება ქსელის შესაქმნელად, რომელიც ბიზნესებსა და მსოფლიოს გარშემო არსებულ ერთეულებს შორის ღირებულებას გაცვლის.


IBM ასევე აღნიშნავს, რომ ეს სისტემა ალტერნატიულ მეთოდებსაც სთავაზობს მომხმარებელს, ვინც ამჯობინებს არ გამოიყენოს ციფრული ვალუტა.


წყარო: dailyhodl.com

bottom of page