top of page

მონეტების თავდაპირველი შეთავაზების პრობლემები (ნაწილი მეორე)


რა ბედი ეწეოდათ ICO-ებს მხოლოდ მდიდარი ინვესტორებისგან მოგებას რომ ვერ ნახულობდნენ?


ის ადგილობრივი მცირე ბიზნესებისთვის უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამ მცირე ბიზნესის მომხმარებლებს კი მისი წილის ყიდვის საშუალება უნდა ჰქონდეთ. მაგალითად, თქვენ იცით, რომ თქვენი უბნის პიცერია სავარაუდოდ არ გახდება მონოპოლისტი, მაგრამ ის მაინც კარგი ბიზნესია და თქვენ მასში ინვესტირება გსურთ.


პრობლემა ისაა, რომ გრანდიოზული წარმატების მიღწევა ყველას დროის მოკლე მონაკვეთში სურს. თუ თქვენ ადგილობრივ ბიზნესში ინვესტიციას ჩადებთ და განვითარებაში დაეხმარებით, მაშინ ეს ტექნოლოგია მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილისთვის დიდად სასარგებლო იქნება.


თეორიულად, შეუძლია თუ არა ადგილობრივ დალაქს, რომელიც ტექნოლოგიაში საკმარისად ერკვევა, გამართოს ICO?


არ ვფიქრობ, რომ შეუძლია. ისევ ვუბრუნდებით პრობლემას - "რა არის მონეტა?". ზუსტად ამიტომაა ფრაზა "მონეტის თავდაპირველი შეთავაზება" ცუდი. თუ დალაქი თავისი ბიზნესის წილების მონეტიზირებას მოახდენს და შემდეგ გაყიდის ამ წილებს, ამას დადებითი შედეგი ექნება, თუ შემდეგი ფაქტორები დაკმაყოფილებული იქნება: რეგულაციები ამ წილების საზოგადოებისთვის შეთავაზებას არ ზღუდავს; დადგენილია, ამ წილების საყიდლად რა სახის აკრედიტაციაა საჭირო და მყიდველი აანალიზებს იმ ფაქტს, რომ ისინი ამ ბიზნესის წილს ყიდულობენ და ეს ბიზნესი ასჯერ არ გაიზრდება. თუ ეს ყველაფერი დაკმაყოფილებულია, მაშინ დალაქის ეს ინიციატივა წარმატებული იქნება. მაგრამ თუ მყიდველი შემდეგი მოტივით აკეთებს, ამას - "აი ჩემი მონეტა, ახლა მე წავალ და დიდ მოგებას ამოვტუმბავ" - მაშინ ამ ყველაფერს დადებითი შედეგი არ მოჰყვება.


ჩვენ ისევ ICO-ების კონცეფციაზე ვსაუბრობთ. სიტყვა "მონეტა" პრობლემატურია, იმიტომ, რომ ის ფულთან ასოცირდება. ICO-ს კონცეფცია ნაკლოვანია და სავარაუდოდ ეს ფრაზა უნდა შეიცვალოს. მხოლოდ იმიტომ, რომ ის ორი შეუთავსებელი მოვლენის გაერთიანებას ცდილობს.

თქვენ რას დაარქმევდით მას?


მე ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ შეიძლება სისტემის ამ ტექნოლოგიის მეშვეობით გაუმჯობესება, მე წილებზე ვფიქრობ. ამიტომ, IPO კარგად ჟღერს. მაგრამ, დღესდღეობით, თავდაპირველი საჯარო შეთავაზებები მხოლოდ მსხვილი კომპანიებისთვისაა. IPO-ების ამ ბარიერმა ბევრად დაბლა უნდა დაიწიოს.


ჩემს ქვეყანაში წილების საზოგადოებისთვის მიყიდვა მიღებულია. მონაცემთა ბაზები, თუ რასაც იყენებენ სააქციო კაპიტალის ამონაწერის შესანახად, თავისუფლად შეიძლება ბლოკჩეინითა და მონეტებით ჩანაცვლდეს. იქნება კი ეს მომგებიანი და გახდის თუ არა ის ბაზარს უფრო მოქნილს? დიახ, ეს შესაძლებელია. მაგრამ, ახლა უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უნდა შეიცვალოს რეგულაციები, რომ ამ ინოვაციას ხელი არ შეეშალოს. ეს ადგილობრივ ბირჟებთან გვაბრუნებს. ვფიქრობ, რომ ეს ის სამყაროა, რომლის შექმნასაც უნდა ვცდილობდეთ. საუკეთესო შემთხვევაში ICO მხოლოდ კატალიზატორია, ყველაზე უარეს შემთხვევაში კი უიმედოდ დამაბნეველი კონცეფცია და ფრაზა.


როგორ უნდა მიხვდნენ ადამიანები, თუ რომელი ICO-ა იმ ადამიანების მიერ გამართული, რომლებიც კარგი საქმის გაკეთებას ცდილობენ?


თუ ისინი SAFT-ს (მარტივი შეთანხმება მომავალი მონეტებზე) იყენებენ, ეს სავარაუდოდ კარგის ნიშანია. ეს მონეტებით ვაჭრობის გარშემო კანონის შექმნის მცდელობაა. მაგრამ, თუ ისინი მას იყენებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ აკრედიტირებულ ინვესტორებთან ვაჭრობენ. ამიტომ, თუ თქვენ საზოგადოების წევრი ბრძანდებით და არა აკრედიტირებული ინვესტორი, ეს ყოველ ვარიანტში დიდი რისკის მატარებელი იქნება.


წყარო: medium.com

bottom of page