კალიფორნიის ფედერალურმა სასამართლომ ბიტკოინი გირაოს გადახდის საშუალებად მიიღო
ამერიკის შეერთებულ შტატების ფედერალურმა სასამართლომ ბიტკოინი ბრალდებულისთვის გირაოს გადახდის საშუალებად მიიღო. მედია წყაროების მიხედვით, ასეთი შემთხვევა პირველადაა. ბრალდებული, მარტინ მესიჩი, სათამაშო კომპანიაში ჰაკერობის ბრალდებით იყო დაკავებული. კალიფორნიის სასამართლომ მას საშუალება მისცა 750,000 აშშ დოლარის ოდენობის გირაო ბიტკოინებში ან სხვა კრიპტოვალუტაში გადაეხადა.
სასამართლოს მთავარი მიზანი
ინციდენტის ახსნისას აბრაამ სიმონსმა, რაიონული ადვოკატის ასისტენტმა, განაცხადა, რომ ტექნიკურად, ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ სანდო ფორმატში ან მოსამართლის მიერ დადგენილი წესის მიხედვით გადაიხადოს გირაო და ეს მოიცავს მესამე მხარის უძრავ ქონებასაც. მისი თქმით, მთავარი მიზანი იყო, რომ ბრალდებულისგან სასამართლოს ბრძანებების შესრულების გარანტია არსებობდეს, რათა სამართალწარმოებისთვის მოგვიანებით წარდგეს.
სიმონსის მტკიცებით, გირაოს გადასახდელად კრიპტოს გამოყენებადობა, სავარაუდოდ, მერყევ ფასებსა და სავალუტო კურსებთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე არ აღმოჩნდება. მისი განცხადებით, სასამართლოს ნამდვილად არ აინტერესებს ფასების გაუფასურებისა თუ გამყარების საკითხები, ვინაიდან მისი მთავარი მიზანია ბრალდებული იძულებული გახადოს სასამართლოში გამოცხადდეს და არა კრიპტოვალუტის ღირებულება შეინარჩუნოს.
დეპუტატებს არ სურთ ეს, აგენტებს კი პირიქით
კალიფორნიის სასამართლოს მიერ კრიპტო გირაოს მიღებამ გარკვეულწილად გააოცა ზოგიერთი, თუმცა ეს სრულიად მოულოდნელიც არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, დეპუტატები ჯერ კიდევ საეჭვოდ უყურებენ კრიპტოვალუტებს, რადგან მათ ძირითადად უკანონო საქმიანობებთან აკავშირებენ კრიპტო ტრანზაქციების უმეტესობის ანონიმური ბუნების გამო.
ამერიკის შეერთებული შტატების DEA-ში არსებული მოსაზრებები მიუთითებს იმაზე, რომ როგორც კი სამართალდამცავი ორგანოები მეტს იგებენ კრიპტოს გამოყენებადობაზე, მით უფრო იზრდება ციფრული აქტივების ზოგადი მიღება. აგენტის, ლილია ინფანტის თანახმად, ბლოკჩეინ ტექნოლოგია ადამიანთა იდენტობებზე სათვალთვალოდ სამართალდამცავ უწყებებს ბევრ გზას სთავაზობს, რაც რეალურად ამსუბუქებს სააგენტოების სამუშაოს. სინამდვილეში, აგენტ ლილიას სურს, რომ ადამიანებმა გააგრძელონ კრიპტოვალუტების გამოყენება.
წყარო: ethereumworldnews.com