111 000 ბიტკოინის შემცველი საფულე ისევ გააქტიურდა
საფულე, რომელიც 111, 114 ბიტკოინს შეიცავს, რაც დაახლოებით 800$ მილიონის ექვივალენტურია, 2014 წლიდან მოყოლებული დღემდე გამოუყენებელი იყო, თუმცა რედიტის მომხმარებლის ანალიზის მიხედვით საფულე ისევ გააქტიურდა.
უამრავი ვარაუდი არსებობს იმის შესახებ, თუ ვის ეკუთვნის ეს საფულე. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ის სატოშის ეკუთვნის, დანარჩენები კი ამბობენ რომ ეს საფულე აბრეშუმის გზასთანაა დაკავშირებული. შესაძლებელია ის Mt Gox-თანაც იყოს დაკავშირებული, ან უბრალოდ მსხვილ ანონიმურ ინვესტორს ეკუთვნოდეს.
ამ მეგა საფულიდან, კრიპტო ბირჟებს მთლიანობაში 115$ მილიონი გადაეგზავნათ. აშკარაა, რომ ვინც არ უნდა განკარგავდეს ამ საფულეს, აქტიურ ვაჭრობას იწყებს. მაშინ, როდესაც ეს საფულე გაიხსნა, მასში არსებული ბიტკოინების ღირებულება მხოლოდ 71.5$ მილიონი იყო.
სპეკულირებენ, რომ 4 მილიონი ბიტკოინი სამუდამოდ დაიკარგა, ასეთი ანალიზი ყოველთვის უმოქმედო საფულეებს უყურებს. ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დაკარგული ბიტკოინების რაოდენობას, რადგან მსხვილი უმოქმედო საფულეების უკან შესაძლოა უბრალოდ ის ადამიანები იყვნენ, ვინც თავიანთი ბიტკოინების გასაყიდად შესაფერის დროს ელიან.
ფიქრობენ, რომ ამ საფულის უეცარმა გააქტიურებამ შესაძლოა ბაზარზე ვარდნის ტენდენცია წარმოშვას. თუმცა, ეს ნაკლებად მოსალოდნელია. ბაზარზე ბიტკოინებით ყოველდღიურად მილიარდობით დოლარის ვაჭრობა მიმდინარეობს. შესაბამისად, ამ საფულეში არსებული ბიტკოინები ერთ დღეშიც რომ გაიყიდოს, ამას ბაზარზე შესამჩნევი გავლენა არ ექნება.
ეს კარგი მაგალითია იმის დასანახად, თუ როგორი მყარია ბიტკოინის ბაზარი.
წყარო: bitcoinnews.com