top of page

გუგლი თავის მომხმარებლებს ეთერიუმის ბლოკჩეინის გამოკვლევის საშუალებას აძლევს


გუგლის მიერ წარმართული მონაცემთა კვლევის პროექტი, BigQuery მომხმარებლებს ეთერიუმის ბლოკჩეინზე არსებული ინფორმაციის გამოკვლევის საშუალებას აძლევს. მათ ეს ახალი პლატფორმა ეთერიუმის ბლოკჩეინ ტექნოლოგიისა და ფინანსური ენთუზიასტების წასახალისებლად შექმნეს. BigQuery არც თუ ისე ინოვაციური პროექტია, თუმცა ის მეტ ხალხს ეთერიუმის ბლოკჩეინის გაგებაში ცალსახად შეუწყობს ხელს.

რა არის BigQuery?

ფინანსური მაგნატების თანახმად:

"BigQuery დიდი ზომის ინფორმაციის გადამამუშავებელი პროგრამაა. ის 2011 წელს გამოუშვეს. პროგრამა გუგლის ქლაუდ მეხსიერებასთანაა დაკავშირებული."

2018 წლის თებერვალში BigQuery-მ მსგავსი ბიტკოინის მონაცემთა გამოსაკვლევადაც მსგავსი პლატფორმა შექმნა.

რატომ ეთერიუმი?

გუგლის თანახმად:

"ეთერიუმი ბიტკოინს ჰგავს. ორივე უპირველესად OLTP მონაცემთა ბაზებია. თუმცა, ეთერიუმის სტრუქტურა ბიტკოინისგან დიდად განსხვავდება. ახლა BigQuery-ს მეშვეობით, ეთერიუმის ბლოკჩეინზე არსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია.

BigQuery, როგორც ანალიტიკური პლატფორმა

გუგლმა თავისი პლატფორმის მეშვეობით ეთერიუმის ბლოკჩეინზე უკვე რამდენიმე კვლევა ჩაატარა. მათ შორის იყო კვლევა იმის შესახებ, თუ რა სახის ტრანზაქციები ტარდებოდა ბლოკჩეინზე. კვლევის შედეგად გუგლის ზოგიერთი მონაპოვარი:

"ყველაზე პოპულარული ERC-721 გონიერი კონტრაქტი CryptoKitties თამაშის მთავარი გონიერი კონტრაქტია - 0x06012c8cf97bead5deae237070f9587f8e7a266d. ეთერიუმის ბლოკჩეინზე მრავალი მონეტა არსებობს. მათი დისტრიბუციის დრო და სახე განსხვავებულია."

"ეთერიუმის ბლოკჩეინზე არსებულ გონიერ კონტრაქტებს შორის მრავალი ERC-20 კონტრაქტია. რას ნიშნავს ეს? ERC-20 ეს პროგრამის ინტერფეისია, რომლის იმპლიმენტაციაც გონიერ კონტრაქტებს შეუძლიათ."


წყარო: cryptodaily.co.uk

bottom of page