top of page

ვიჩეინის დახმარებით PICC-ი ბლოკჩეინ ტექნოლოგიას იღებს


პირველ სექტემბერს, PICC-მა, ჩინეთის სადაზღვეო კომპანიამ, განაცხადა, რომ ის, ვიჩეინის (Vechain) დახმარებით, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მიღებას აპირებს.

ვიჩეინი 2015 წლიდან არსებობს და მისი მიზანი საყოველთაო მმართველობის, ძლიერი ეკონომიკური მოდელისა და IoT-ის ინტეგრაციის მეშვეობით, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის რეალურ სამყაროსთან დაკავშირებაა. ვიჩეინი საჯარო ბლოკჩეინია. ვიჩეინტორი კომპანიებს კომპანიებს უსაფრთხოების ზომების დაცვასა და აქტივების ეფექტურ მართვაში ეხმარება.

ვიჩეინი პირველი ბლოკჩეინ კომპანია იყო, რომელმაც ჩინეთის ხელისუფლებასთან დაიწყო თანამშრომლობა (2016 წელს). მას სხვა მნიშვნელოვანი პარტნიორები ჰყავს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი PricewaterhouseCoopers-ის (PwC).

რაც შეეხება PICC-ს, ის იმედოვნებს, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მეშვეობით ის ცვლილებების განხორციელების დროსა შეამცირებს, უკეთესად დაიცავს თავს ქურდობისგან, დაიცავს მომხმარებელთა მონაცემებს, გააუმჯობესებს უკვე არსებულ თავის ხელოვნურ ინტელექტს, გახდება უფრო მოქნილი და ა.შ.

ვიჩეინის თანადამაარსებელი, სანი ლუ, ამბობს:

"PICC-თან თანამშრომლობა სადაზღვეო ინდუსტრიაში ჩვენს ბიზნესს ზრდის. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ DNV GL-თან ერთად PICC-ს კარგა სამსახურს გავუწევთ."

PICC-ის თქმით, მათ ვიჩეინი იმიტომ აირჩიეს, რომ მას, DVN GL-თან ერთად უკვე ჰქონდა შესაფერისი გამოცდილება.

DNV GL-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯორჯ კანგი, ამბობს:

"DNV GL-ის როლი, ბიზნესის ფუნქციონირების პერსპექტივიდან, ინფორმაციის სამართლიანობის უზრუნველყოფაა. ვიჩეინტორთან ერთად ჩვენ ინფორმაციის მენეჯმენტისა და დამუშავების ძლიერ და ეფექტურ პლატფორმას შევქმნით."


წყარო: cryptoglobe.com

bottom of page