top of page

ეთერიუმი დამწყებთათვის


ეთერიუმი დეცენტრალიზებული პლატფორმაა, რომელზეც გონიერი კონტრაქტები ყველანაირი ხარვეზის, ცენზურისა და გარე ძალების ჩარევის გარეშე ფუნქციონირებენ.


მართალია, ვიტალიკ ბუტერინმა ეთერიუმი 2014 წლის ბოლოს შექმნა, მისი ჩახლართული სისტემის აღმწერი სტატიების რიცხვი დღემდე იზრდება.


ამ სტატიის მიზანი დამწყებთათვის ეთერიუმის კონცეფციის მარტივ ენაზე ახსნაა.


დავიწყოთ კომპიუტერით


ეთერიუმის უფროსი ტექნიკური ოფიცერი, გევინ ვუდი, მას აღწერს, როგორც "გლობალურ კომპიუტერს."


კომპიუტერი, მარტივად რომ ვთქვათ, გამომთვლელი მექანიზმია: ის იღებს მოცემულ ინფორმაციას, განსაზღვრული ინსტრუქციების მიხედვით გადაამუშავებს და შემდეგ უშვებს მას.

წარმოვიდგინოთ, რომ კომპიუტერში სიმღერის ჩაწერა გვსურს. ამისთვის ჩამწერი აპლიკაციის გამოყენება დაგვჭირდება. პროცესის ბოლოს ჩვენ ამ სიმღერას კომპიუტერში ფაილის სახით შევინახავთ. ამის შემდეგ, ჩვენ ამ სიმღერას მთლიანად ვფლობთ.


მეორე მხრივ, ჩვენ საუნდქლაუდის გამოყენება შეგვიძლია, რომელიც ჩაწერილ სიმღერას პირდაპირ ქსელში ატვირთავს. ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვფლობთ ამ სიმღერას. თუმცა, საუნდქლაუდმა შესაძლოა თავისი "საკუთრების პოლიტიკასი" შეცვალოს, რაც გავლენას იქონიებს ჩვენს საკუთრების უფლებაზე. ეს ქსელი მომხმარებელს თავისი რესურსების, როგორიცაა გამომთვლელი, ძალა და მეხსიერება, იმ კომპანიებისთვის გადაცემის საშუალებას იძლევა, რომლებიც ამ რესურსებს შეინახავენ. სისტემურად ეს ცერნტრალიზებული კონტროლია.


ახლა წარმოვიდგინოთ, რომ საუნდქლაუდზე ატვირთვის მაგივრად, ჩვენ ჩვენი სიმღერის შენახვა ათასობით კომპიუტერში შეგვიძლია. თუ თქვენ ტორენტი გამოგიყენებიათ, მიხვდებით თუ რაზეა საუბარი. ეს დეცენტრალიზებული სისტემაა.


ეთერიუმი ბლოკჩეინ ტექნოლოგიას იყენებს. მარტივ ენაზე ეს ნიშნავს, რომ ეთერიუმის გლობალური კომპიუტერი, ნოდების მიერ მიწოდებული გამომთვლელი ძალისა და მეხსიერების მეშვეობით, ინფორმაციას დეცენტრალიზებულად გადაამუშავებს. ამის გააზრების შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია გევინ ვუდის მიერ შემოთავაზებული განმარტება უფრო სრულყოფილი გავხადოთ და ვთქვათ: "ეთერიუმი გლობალური დეცენტრალიზებული კომპიუტერია."


რა სახის ინსტრუქციებს იყენებს ეითერიუმი ინფორმაციის გადასამუშავებლად?


გევინ ვუდი სხვაგვარადაც აღწერს ეთერიუმს: "თუ ბიტკოინი კრიპტო-ფინანსებია, მაშინ ეთერიუმი კრიპტო-სამართალია."


ვალუტის დეცენტრალიზებული სისტემის გამოყენების გზებისა და სარგებლის გასავრცელებლად, ეთერიუმმა სამართალს მიმართა, უფრო კონკრეტულად, კონტრაქტებს. ვალუტებისა და ტრანზაქციების სამყაროში, ნდობის ყველაზე დიდ წყაროს კონტრაქტები წარმოადგენენ.


ბლოკჩეინის გამომთვლელი და პროგრამული საშუალებების მეშვეობით, ეთერიუმმა გადაწყვიტა, კონტრაქტები უფრო გონიერი გაეხადა. მის თანახმად, ყველაფერი, რისი წარმოდგენაც მათემატიკურად შეიძლება, შეიძლება დაპროგრამირდეს და გონიერ კონტრაქტად ჩამოყალიბდეს. მოდით ამჯერადაც უფრო სრულყოფილი გავხადოთ პირველ ნაწილში მოცემული აღწერა და ვთქვათ: "ეთერიუმი გლობალური დეცენტრალიზებული კომპიუტერია, რომელზეც გონიერი კონტრაქტები ფუნქციონირებენ."


როგორ მუშაობს გონიერ კონტრაქტი?


დავუბრუნდეთ კომპიუტერის ანალოგიას. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ამ გლობალურ კომპიუტერს ინსტრუქციების მიღება შეუძლია. ეთერიუმს ამ ინსტრუქციების კონტრაქტის, სახით პროგრამირება სურს, ანუ ორ ან მეტ ადამიანს/ჯგუფს შორის დადებული შეთანხმების სახითა, რომლის შედეგადაც ხორციელდება ტრანზაქცია, სახით პროგრამირება სურს.


უკეთესად რომ გავიგოთ ეს პროცესი, წარმოვიდგინოთ, რომ იმ სიმღერის გაყიდვა გვსურს, რომელიც წინა თავში უკვე ჩავწერეთ (ამჯერად არ გავითვალისწინოთ, სად და როგორც ჩავწერეთ ეს სიმღერა.).


უპირველესად, კონტრაქტში ვწერთ, რომ მსურველებს სიმღერის გადმოწერა მხოლოდ გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ შეეძლებათ., მოდით ეს თანხა იყოს 1$ იყოს (თუმცა, ტექნიკურად, რეალური ვალუტების პირდაპირ ეთერიუმის ქსელზე გადატანა შეუძლებელია.).


შემდეგ, იმისათვის, რომ ეს კონტრაქტი ბლოკჩეინზე ავტვირთოთ, ჩვენ ის კოდად უნდა ვაქციოთ, რომელიც შეასრულებს შემდეგ ბრძანებას: "1$-ის გადახდა -> ფაილის გადმოწერა."


ამ ინსტრუქციის დაპროგრამირება ეთერიუმის ენის, სოლიდითის, მეშვეობითაა შესაძლებელი. როდესაც ინსტრუქციები კოდირებული და ბლოკჩეინზე ატვირთულია, კონტრაქტს ეძლევა მისამართი, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:


"0xdaa24d02bad7e9d6a80106db164bad9399a0423e".


ეს მისამართი ბლოკჩეინზე მდებარეობს და ყოველი შემდგომი ტრანზაქციის ბაზისი ხდება.

ჩვენს შეთხვევაში, თუ ვინმე ალისას ჩვენი სიმღერის გადმოწერა სურს, ის ამ მისამართის ასლს თავის კრიპტო საფულეში გადაიტანს და რამდენიმე წამის შემდეგ, როდესაც ბლოკჩეინი ამ ტრანზაქციას დაადასტურებს, ალისას 1$ ჩვენს კრიპტო საფულეში აღმოჩნდება. ალისას კი სიმღერის გადმოწერის უფლება მიეცემა.


რადგანაც ბოკჩეინის ეკოსისტემა ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამს, მასზე განხორციელებული ტრანზაქციები ჩვეულებრივი ონლაინ ტრანზაქციების მსგავსად პირდაპირი არაა. თუმცა, მომსახურების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ახალი აპლიკაციების მეშვეობით ეს სწრაფად იცვლება.


რატომ ფუნქციონირებენ გონიერი კონტრაქტები ასე?


იმისათვის, რომ ეთერიუმის გონიერი კონტრაქტების კონცეფცია სიღრმისეულად გავიგოთ, ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ, თუ როგორ ფუნქციონირებენ ეს კონტრაქტები. ვნახოთ თუ რა ხდება, როდესაც iTunes-ზე სიმღერას ვიძენთ:


*როდესაც ალისა iTunes-ზე საკრედიტო ბარათს გამოიყენებს, ბანკი, რომელიც ამ ტრანზაქციას ახორციელებს, ჩეიზს გადახდის დადასტურების მოთხოვნას უგზავნის.


*იმ შემთხვევაში, თუ ალისას ანგარიშზე საკმარისი თანხა აღმოჩნდება, ჩეიზი ავტორიზაციის კოდს უკან გადააგზავნის - ჯერ გადახდა არ განხორციელებულა.


*ალისას ტრანზაქცია შეინახება და მომდევნო შემდეგ გადაეგზავნება მასტერკარდს, რომ გადახდა განხორციელდეს.


*მასტერკარდი ალისას ანგარიშიდან მცირეოდენ თანხას თავისთვის იტოვებს, ტრანზაქციის ამონაწერს ჩეიზს , ხოლო დანარჩენ თანხას ეფლს უგზავნის.


*საბოლოოდ ეფლი თავის წილს იღებს.


როგორც ხედავთ, ორ მხარეს შორის ტიპიური შეთანხმება მესამე პირის გავლის მეშვეობით ხორციელდება. მოცემულ მაგალითში, მესამე პირი ადასტურებს გადახდას (ჩეიზი) და აკონტროლებს ფულს (ბანკი). ეთერიუმი მათ, ორივეს, აგდებს.ორივე მათგანის საჭიროებას აქრობს.


უპირველესად, ბლოკჩეინ ტექნოლოგია გადახდის განმახორციელებელ პირებს თავისი გარდაუვალი და უსაფრთხო ვერიფიკაციის პროცესის მეშვეობით არასაჭიროს ხდის. ბლოკჩეინის თვისება, უსაფრთხოდ შეინახოს ინფორმაცია, ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, თუ რატომ მუშაობენ ფინანსური ინსტიტუციები ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე.


და მეორე, ბანკები ციფრული საფულეებით ნაცვლდებიან. ეს საფულეები პირდაპირ მათი მფლობელების ხელთაა და რთული მათემატიკური კრიპტოოგრაფული ფუნქციებითაა არიან დაცული.


თავდაპირველ კითხვას რომ ვუპასუხოთ, ეთერიუმმა ამ კონტრაქტების პროგრამულად განხორციელება და ბლოკჩეინის მეშვეობით მათი ნდობით აღჭურვა შეძლო.


წყარო: hackernoon.com

bottom of page