რიპლი არ არის კრიპტოვალუტა
რიპლი კრიპტოვალუტა არაა. რიპლი კომპანიაა.
კრიპტოვალუტა კი XRP-ია.
ისინი დაკავშირებულნი არიან, თუმცა განსხვავებულ რაღაცებს წარმოადგენენ.
რიპლის შესახებ უკეთესი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, მის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს გთავაზობთ:
· რიპლი ბანკებისთვის გადახდის პროგრამებს ქმნის. მათი წამყვანი პროდუქტი, xCurrent-ი, არც კი იყენებს XRP-ს.
· მათი ახალი პროდუქტი, რომელზეც ისინი ახლა მუშაობენ, xRapid-ი, XRP-ს ლიკვიდურობის წყაროდ გამოიყენებს - ეს მომხმარებლებს ყველანაირი წინასწარი დაგროვების გარეშე, ქაღალდის ფულზე მისცემს წვდომას.
· რიპლი დიდი რაოდენობით XRP-ს ფლობს. ეს მონეტები შენახულია და მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში მთლიანად გამოვა ბაზარზე. რიპლი ყოველთვიურად მილიარდ XRP-ს ყიდის. თუმცა, ბოლო ექვსი თვის მანძილზე, მათ ამ რაოდენობის 90%-ის უკან, საცავში დაბრუნება გადაწყვიტეს.
· თუ რიპლი (კომპანია) ჩაიძირება, ამას არც XRP-ზე ექნება დიდი გავლენა და არც მის ქსელზე - თუმცა, XRP-ს ფასი დაეცემა და ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხი რიპლსა და XRP-ს ერთი მნიშვნელობით ხმარობს.
· რიპლნეთი ინტერლეჯერის პროტოკოლს იყენებს. ეს პროტოკოლი W3C-ის ზედამხედველობის ქვეშ შემუშავდა. xCurrent-ში ის მხოლოდ ბანკების ქსელის გასაერთიანებლად გამოიყენება, თუმცა მისი მეშვეობით XRP-ის თუ ნებისმიერი სხვა კრიპტოვალუტის დავთრებში გაწევრიანებაც შეიძლება.
· უფროსმა ტექნიკურმა ოფიცერმა, სტეფანემ, რიპლი დატოვა და კოილს შეუერთდა. ეს კომპანია ინტერლეჯერს იმისათვის გამოიყენებს, რომ მომხმარებლებმა შეძლონ პირდაპირ კონტენტის შემქმნელებს გადაუხადონ, რაც რეკლამებს საერთოდ ამოაგდებს.
· რიპლმა განაცხადა: „ჩვენ გვსურს XRP -ის ბლოკჩეინი ბიტკოინსა და ეთერიუმზე მეტად დეცენტრალიზებული გავხადოთ.“
რიპლი სხვა კრიპტო კომპანიებისგან დიდად განსხვავდება. მათ თითქმის 300 თანამშრომელი ჰყავთ და ძალიან დიდი რაოდენობით ფულს ფლობენ. ამას გარდა, რიპლი ბანკებთან დაუფარავად თანამშრომლობს. ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი, რომ ის მუდმივად კრიტიკის ქარბუქშია გახვეული.
ინტერლეჯერი არაა ერთადერთი ღია წყარო, თუმცა ის “ვებ სტანტარტად“ გახდომისკენ მიისწრაფვის. თუ მან ამ მიზანს მართლაც მიაღწია, ბრაუზერებს მისი გამოყენების საშუალება მიეცემათ
დეზინფორმაცია რიპლსა და XRP-ს შესახებ
იანვარში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ხუთი საგანგაშო მიზეზი იმისა, თუ რატომ არაა რიპლი ის, რაც გგონიათ.“ საინტერესოა, რომ ამ სტატიაში არასწორი ინფორმაცია იდეალურადაა თავმოყრილი. განვიხილოთ თითოეული მათგანი:
1. „XRP რიპლი არაა“ - ეს სწორია. ეს რიპლის ოფიციალურ საიტზეც წერია. აღმასრულებელი დირექტორი, ბრედ გარლნგჰაუსი, კი ყოველ ინტერვიუში იმეორებს „XRP რიპლი არაა და არც რიპლია XRP.”
2. „XRP მომავლის ფული არაა“ - ეს მხოლოდ მოსაზრებაა.
3. „XRP მავნებელი ტექნოლოგია არაა“ - როგორც ჩანს, ავტორს თავისი პირველი მიზეზი დაავიწყდა და XRP რიპლის პროტუქტ xCurrent-ში აურია. ის ამბობს, რომ xCurrent-ი (რომელიც არ იყენებს XRP-ის) არაა მავნებელი - გაურკვეველია, თუ როგორ ემსახურება ეს ფაქტი თავდაპირველი განაცხადის დადასტურებას.
4. „XRP დეცენტრალიზებული არაა“ - ეს არაა სიმართლე. თუ რიპლი (კომპანია) გაქრება, ეს XRP-ის ქსელზე არანაირ გავლენას არ იქონიებს. XRP რიპლის გარეშეც შესანიშნავად იფუნქციონირებს, რადგან XRP რიპლი არაა და რიპლი არაა XRP.
5. „XRP-ის ათვისება ≠ ფასის ზრდას“ - თუ ეს სწორია, მასინ შემდეგი მოცემულობებიც სწორი უნდა იყოს “ბიტკოინის ათვისება ≠ ფასის ზრდას”, “XLM-ის ათვისება ≠ ფასის ზრდას”, “ADA-ის ათვისება ≠ ფასის ზრდას” და ა.შ. ეს მოცემულობები, რა თქმა უნდა, არასწორია. როგორც ჩანს, ავტორს კვლავ დაავიწყდა, რომ XRP რიპლი არაა და მიიჩნია, რომ XRP-ის ერთადერთი გამოყენება რიპლის ახალი პროდუქტი, xRapid-ი იქნება.
XRP-ის გამოყენება ნებისმიერს შეუძლია, ისევე, როგორც ბიტკოინისა. შესაბამისად, ამ ხუთ „საგანგაშო“ მიზეზში სულაც არაფერია შემაშფოთებელი.
XRP როგორც ინვესტიცია
ტექნიკურად, რიპლი და XRP ერთმანეთისგან გამოყოფილნი არიან, თუმცა რეალობაში რიპლის წარმატებასა და XRP-ის ფასს შორის მნიშვნელოვანი კავშირია.
საკითხავია, თუ როგორ შენარჩუნდება ეს ურთიერთდამოკიდებულება წლების განმავლობაში.
რიპლი xRapid-ის გამოშვებას ამ წლის ბოლოს აპირებს. ეს XRP-ის ფასზე დადებითად იმოქმედებს, რადგან, როგორც ზემოთ ვთქვით, xRapid-ი პირველი პროდუქტია, რომელიც XRP-ის გამოიყენებს.
ინტერლეჯერსაც საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. მართალია, მისი ფუნქციონირება XRP-ზე არაა დამოკიდებული, მაგრამ რიპლის აზრით, ხალხი XRP-ის აირჩევს, რადგან ის სწრაფი და იაფია.
წყარო: hackernoon.com