top of page

იაჰუ კრიპტო ბაზარს მხარს უჭერს


პოპულარობით მეექვსე ადგილზე მყოფმა ვებ-გვერდმა გაუშვა სერვისი, რომელიც საშუალებას მისცემს მკითხველებს ივაჭრონ ბიტკოინით, ეთერიუმით და სხვა კრიპტოვალუტებით ამ პლატფორმის დახმარებით.

Yahoo.com-მა, რომელიც, Alexa-ს რეიტინგის მიხედვით, პოპულარულ ექვსეულშია, გამოაცხადა, რომ იგი გახდა API-ის დეველოპერის TradeIt-ის პარტნიორი, რათა საშუალება მისცენ მომხმარებლებს ივაჭრონ სხვადასხვა კრიპტოვალუტით.


Yahoo Finance-ის პლატფორმაზე, რომელიც წინა წელს გაიშვა, მომხმარებლები დაინახავენ ყიდვისა და გაყიდვის ღილაკებს თითოეული კრიპტოვალუტის გვერდზე. ვაჭრობის დაწყების შემთხვევაში ისინი შეძლებენ შევიდნენ საბროკერო ანგარიშზე და განახორციელონ ყიდვა-გაყიდვის შეკვეთა - და ეს ყველაფრი იაჰუს გვერდის დატოვების გარეშე.


„როგროც ფინანსური მონაცემების წამყვანი პროვაიდერები, ჩვენ ყოველთვის ახალ გზებს ვეძებეთ, რათა უკეთ მოვემსახუროთ ჩვენს მომხმარებლებს“ - განაცხადა ჯოანა ლამბერტმა, Oath-ის, იაჰუს მშობელი კომპანიის, ფინანსურმა და ტექნიკურმა მენეჯერმა - „ჩვენ ჯერ გავუშვით TradeIt-თან ინტეგრაციის პროგრამა, რაც საშუალებას აძლევდა ხალხს ევაჭრა იაჰუს საშუალებით. მოხარული ვართ, რომ მივაღწიეთ კრიპტოვალუტის შემოტანას ბაზარზე, ეს კიდევ უფრო მოიზიდავს ინვესტორებს ჩვენს სანდო პლატფორმაზე“.


ამ მომენტისთვის მობილური აპლიკაციის დონეზე ვაჭრობა შესაძლებელია მხოლოდ iOS ვერსიაზე.


რამდენიმე მომხმარებელმა შენიშნა Yahoo Finance-ს დესკტოპ და მობილური ვერსია, რომელიც მეორე დღესვე გაქრა. ამასთან დაკავშირებით Oath-მა CCN-ს უთხრა, რომ ისინი უშვებდნენ სატესტო ვერსიებს, სანამ ნამდვილს გაუშვედნენ ქსელში.


Yahoo Japan-მა - რომელიც გაშვებულ იქნა Yahoo-სა და Softbank-ის ერთიანი ძალისხმევით - გამოაცხადა, რომ ის ივაჭრებს ადგილობრივი ბაზრის 40%-ს.


წყარო: ccn.com

bottom of page