გუგლის ჩარევა მნიშვნელოვანი სიახლეა ბლოკჩეინისთვის
კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, გუგლი პრო ბლოკჩეინია. ეს ისედაც ცხადია, რადგან როგორც ტექ-ფირმა, კომპანია ტექნოლოგიების მომხმრე უნდა იყოს არა?
ლონდონის ეკომიკურმა სკოლამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც განიხილება თუ რატოა მნიშვნელოვანი გუგლის ჩართვა ბლოკჩეინში - იმ განცხადების შემდეგ, რომელიც გვირჩევს, რომ Google Cloud უნდა იყოს ინტეგრირებული ბლოკჩეინის ორ სხვადასხვა პროექტთან.
ერთ-ერთი ამ პროექტთაგანი არის Digital Asset, ამერიკული კომპანია, რომელიც უმკლავდება DLT პრობლემებს. ადამიანთა ნაწილი ხედავს Google Cloud-ს Digital Asset-ის ბეტა პროგრამის გვერდზე, რომელიც შექმნილი იყო გონიერი კონტრაქტების გასამარტივებლად. ეს იმის მაგალითია, თუ როგორ იკვლევს გუგლი ამ სივრცეს. ამ პარტნიორობის დამყარებით გუგლი აგროვებს უფლებას მყისიერი ექსპერტიზისთვის, რომელსაც მხოლოდ პოზიტიური გავლენა ექნება მომავალში.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი სიახლე?
პირველ რიგში, ეს დაეხმარება ბლოკჩეინის ტექნოლოგიას წინა პლანზე წამოიწიოს. აღიარება რთული რამაა, რაც უნდა გაძლიერდეს გუგლის ბრენდის სახელით. ეს მარტივია, ხალხი ენდობა გუგლს, თუ გუგლი მიიღებს ამას, შესაბამისად ხალხის ნდობასაც მიიღებს.
LSE-ს ცნობით: „ეს ხელს შეუწყობს ხარვეზების თავიდან აცილებას, რომლებიც ხელს უშლიდა ბლოკჩეინთან დაკავშირებულ პოტენციურ გადაწყვეტილებებს და მნიშველოვნად ააჩქარებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის აღიარებას. გონიერი კონტრაქტებისთვის სტანდარტიზირებული “backbone“-ისა და “sandbox”-ის წარმოებით, რომლითაც DLT აპლიკაციების ალფა ვერსიები შეიძლება გამოიყენონ მათ გასაშვებად, Digital Asset და გუგლი თავიანთ ბლოკჩეინის დეველოპერებს ყველაფერს აძლევენ, რაც მათ სულ სჭირდებოდათ, თუმცა რთულად შოულობდნენ“.
დაგეგმილია იმ პროცესის აჩქარება, რომელიც საჭიროა ჩატარდეს, სანამ ჩვენ საბოლოოდ მომუშავე ბლოკჩეინის მოდელს ვნახავთ.
ამ ყველაფერს ასევე ზეგავლენა აქვს ინტერნეტზე, როგორ პროდუქტზე: „მომავალ წლებში მნიშვნელოვან განვითარებებს მოჰყვება ინტერნეტის ისეთ პროდუქტად აღიარება, რომელიც მორგებული იქნება დიდი რაოდენობით მომხმარებელზე და მის მოხმარებას გაამარტივებს. მაგალითად, დიდმა კომპანიებმა დაიწყეს ვერ-გვერდების გაკეთება, ასევე მაიკროსოფტმა გამოუშვა Internet Explorer ვებ-ბრაუზერი ვინდოუს 95-თან ერთად, როგორც ინტერნეტის გამოყენების მარტივი გზა. გუგლის ლტოლვას ბლოკჩეინისკენ აქვს ორმაგი ეფექტი - როგორც მათი ასევე მათი ტექნოლოგიების მხარდაჭერა. ეს ამარტივებს ბლოკჩეინის გამოყენებას Digital Asset-თან პარტნიორობით. საბოლოოდ, გუგლის ინტერვენცია ბლოკჩეინში დიდი ნაბიჯი იქნება ტექნოლოგიების განაწილებისკენ“.
ბლოკჩეინი არის მოძრაობა, რომლის გაჩერებაც შეუძლებელია. გუგლმა უნდა გადაწყვიტოს მიჰყვება ამ მოძრაობას თუ არა. თანხმობის შეთხვევაში დიდი შესაძლებლობები არსებობს არა მარტო გუგლისთვის ბლოკჩეინში, არამედ ბლოკჩეინისთვის მთელს მსოფლიოში.
წყარო: cryptodaily.co.uk