რა არის Revain?
დღესდღეისობით ხშირად ვაწყდებით ყალბ მიმოხილვებს. მიმოხილვების ინდუსტრიამ უნდა შეცვალოს მუშაობის სპეციფიკა, რომ ხალხის ნდობა არ დაკარგოს, Revain-ი კი ზუსტად ამ ცვლილებას გვთავაზობს. Revain-ი ბლოკჩეინზე დაფუძნებული ახალი თაობის უკუკავშირის პლატფორმაა. კომპანია მიზნად ისახავს უკუკავშირის ინდუსტრიის გამოსწორებას. ამას კი მხოლოდ ლეგიტიმური რეცენზენტების ლეგიტიმური მიმოხილვების უზრუნველყოფით მიაღწევს და არავის მისცემს უკუკავშირის შეცვლის ან წაშლის საშუალებას.
როგორ მუშაობს Revain-ი?
RVN მონეტა ეთერიუმ კრიპტო პლატფორმის მეშვეობითაა შემუშავებული, რაც უზრუნველყოფს პლატფორმაზე განთავსებული ყველა მონაცემის უცვლელობას. დეველოპერები თავიანთი მიმოხილვის პლატფორმას აღწერენ, როგორც „გამჭვირვალე სისტემას, რომელიც უცვლელობისა და მოუსყიდველობის გარანტიას იძლევა“ და მიმოხილვის შეცვლა, რედაქტირება ან წაშლა არავის შეეძლება.
RVN იყენებს მაღალ ხელოვნურ ინტელექტს და სერვისი IBM-თან მჭიდრო თანამშრომლობითაა განვითარებული. კერძოდ, Revain-ი იყენებს IBM Watson-ის ტონის ანალიზატორს და ბუნებრივი ენის გამგებ სისტემებს, რომლებიც კონტენტის ფილტრაციას უზრუნველყოფს და მიმოხილვებს გარკვეული ხარისხისა და შემოწმების ტესტების ქვეშ ატარებს.
Revain-ს ჯილდოს სისტემა აქვს ინტეგრირებული, რომლის მეშვეობით ფილტრაციის ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მომხმარებელი თითოეული მიმოხილვისთვის მონეტას მიიღებს. RVN სისტემის დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციის (DAO) და გონიერი კონტრაქტების ფუნქციები იცავს მას ყველა სახის ყალბი მიმოხილვის წინააღმდეგ.
ვის შეუძლია Revain-ის გამოყენება?
კომპანიას ცუდი რეიტინგითა და შეფასებებით ნაკლები მომხმარებელი ჰყავს, რის გამოც მათ სერვისების ან პროდუქტების გაუმჯობესება უწევთ მეტი კლიენტის მოსაზიდად. ბიზნესებმა ინვესტიცია უნდა ჩადონ სისტემაში, რომელიც მათ მომხმარებელთა უკუკავშირის დროულად შესწავლაში დაეხმარებათ, რაც საშუალებას მისცემთ გამოასწორონ თავიანთი პროცესები და დააკმაყოფილონ კლიენტები.
Revain-ის გუნდი თვლის, რომ Internet of Things (IOT) და ბლოკჩეინ ტექნოლოგია უზრუნველყოფს იმ ხელსაწყოებს, რომლებიც საჭიროა უფრო საიმედო მიმოხილვების ფორუმის შესაქმნელად. Revain-ის სისტემა კი უკუკავშირის სამუშაოს დელეგირებას მანქანებზე აკეთებს.
როგორ უნდა შეიძინო Revain?
Revain-ის საყიდლად ჯერ BTC-ის ან ETH-ის შეძენა დაგჭირდება ზოგიერთი ბირჟისგან, რომლებიც დეპოზიტების ბარათს ან საბანკო ანგარიშს იღებს, ხოლო შემდეგ ახლად შეძენილ კრიპტოს ტრანსფერი უნდა გაუკეთო ბაზარზე, რომელიც Revain-ს ბიტკოინში ან ეთერში გადაცვლის. Revain-ი შემდეგ ბირჟებზეა ხელმისაწვდომი: Okex, HitBTC, Cryptopia, Mercatox, EtherDelta.
დასკვნა
ყალბი მიმოხილვები რეალური პრობლემაა, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს როგორც მომხმარებლებზე, ასევე კომპანიებზე. Revain-ის უნიკალური მიდგომა ბლოკჩეინზე დაფუძნებული შეფასებების პროცესისადმი მიმოხილვების სანდოობას უზრუნველყოფს. მას შემდეგ, რაც Revain მობილური აპლიკაციის სახით გახდება ხელმისაწვდომი, მას დიდი პოპულარობის მოპოვების პოტენციალი ექნება, განსაკუთრებით რეცენზენტებისთვის არსებული სტიმულების გამო.
წყარო: Revain.org