top of page

ტრონი თავის პლატფორმაზე ინსტაგრამის, ტელეგრამისა და ვენმოს მსგავსი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს


ტრონჩათი, ეს ტრონის პლატფორმაზე შექმნილი და TRX-ზე მომუშავე ახალი დეცენტრალიზებული აპლიკაციაა, რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.


ის სხვადასხვა მსგავსი აპლიკაციების მახასიათებლებს აერთიანებს. ამის გამო, ტრონჩათი თავის თავს ინსტაგრამის, ვენმოსა და ტელეგრამის „ბლოკჩეინ შვილს“ უწოდებს.


აპლიკაცია თავის მომხმარებლებს სოციალური ქსელისთვის დამახასიათებელი უბრალო ქმედებებით TRX-ის გამომუშავების შესაძლებლობას აძლევს.


განცხადების თანახმად:


„ჩვენ, როგორც გამოცდილ დეველოპერებს, გვსურდა ბლოკჩეინ სამყაროსთვის პირველი დეცენტრალიზებული აპლიკაცია შეგვექმნა. ტრონჩათის მეშვეობით ყველას ექნება ტრონის ადვილად გამომუშავების საშუალება. ამისთვის მხოლოდ იმ ქმედებების განხორციელება იქნება საჭირო, რომელთა კეთებაც სოციალურ ქსელზე ყველას უყვარს. ეს ჩვენი კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინ ტექონოლოგიის რეალური გამოყენების გზაა.“


მახასიათებლები და ფუნქციები:


· ფოტოების, ვიდეოებისა და პოსტების გამოქვეყნება - ინსტაგრამის მსგავსად.

· ჩატი - ტელეგრამის მსგავსად.

· ჩატ ოთახების შექმნისა და შემქმნელთათვის ფულის გადარიცხვის საშუალება.

· მესიჯის გაგზავნა და ტრონის მიბმა - ვენმოს მსგავსად.

· ტრონის დამატება და მიმღების რეაქციის ნახვა.

· სხვა მომხმარებლებისთვის ტრონის გადარიცხვა.

· სერვისის შექმნა, რომლის სანახავადაც მომხმარებელი ტრონს გადაიხდის.

· გამოწერაზე დაფუძნებული სერვისის შექმნა, რომელიც თვიურ თუ თითო პოსტზე გადასახადის დაწესებას გულისხმობს.


წყარო: dailyhodl.com

bottom of page