top of page

Mt.Gox-ის გაქურდვის შედეგად დაზარალებულებს მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების ბიტკოინები გადაეცე


2014 წელს Mt.Gox-ის ქსელი გატეხეს და 850 000 ბიტკოინი მოიპარეს. ახლახანს მათ განაცხადეს, რომ ისინი თავიანთი კრედიტორებისთვის რეაბილიტაციის პროცესს იწყებენ. Mt.Gox-ის ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, დაზარალებულებს ახლა უკვე თავიანთი დანაკარგის უკან მოთხოვნა შეუძლიათ. განაცხადის შეტანა შესაძლებელია როგორც ფოსტის, ასევე ნობუაკი კობაიაშის, Mt.Gox-ის ქონების განმგებლის, მიერ გამოშვებული „online claiming tool”-ის მეშვეობითაც, რომელიც განაცხადის ონლაინ რეჟიმში შეტანის შესაძლებლობას იძლევა. ეს პროცესი არც თუ ისე მარტივია, რადგან კრედიტორებს კუთვნილის მისაღებად რიგი სამართლებრივი დოკუმენტების წარდგენა დასჭირდებათ.


მოსარჩელეებს დრო 22 ოქტომბრამდე აქვთ. ვადებში ჩაუტევლობის შემთხვევაში ისინი სამუდამოდ დაკარგავენ თავიანთ დაკარგულ ფულს.


კობაიაშის თქმით:


„სარჩელის შეტანის ბოლო ვადა 2018 წლის 22 ოქტომბერია. თუ განცხადება ამ დრომდე არ იქნება შეტანილი კრედიტორებს გასაჩივრების უფლება ჩამოერთმევათ. ამიტომ, გთხოვთ იყოთ ყურადღებით.“


აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი მხოლოდ ინდივიდუალურ კრედიტორებს ეხებათ. არ არის დაზუსტებული, თუ როდის დაიწყება კორპორაციებისა და იურიდიულ პირთა რეაბილიტაციის პროცესი. კობაიაშის ჯერ კიდევ 170 000 ბიტკოინსა და ბიტკოინ ქეშზე მიუწვდება ხელი, რაც მილიარდი ამერიკული დოლარის ექვივალენტურია.


22 ოქტომბრის შემდეგ შეტანილი საჩივრები იაპონიის სასამართლოებს გადაეცემათ, დამტკიცების შემდგომ კი ზემოთ ხსენებული თანხა მესაკუთრეებს დაურიგდებათ.


გამოიწვევს თუ არა კრედიტორების რეაბილიტაციის პროცესი ბიტკოინის ფასის დაცემას?


ზემოთ ხსენებულმა დოკუმენტმა გამოააშკარავა, რომ კომპანია გაკოტრებიდან საჯარო რეაბილიტაციისკენ მიიწევს. ბევრმა ინვესტორმა შვებით ამოისუნთქა, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ნობუაკი კობაიაში ბიტკოინების დაბალ ფასად გაყიდვას შეწყვეტს.


მათთვის ვინც არ იცის, კობაიაში ათი ათასობით ბიტკოინს ნაღდ ფულში ყიდდა, რამაც ფასები დაბლა დაწია.


თუმცა, რეაბილიტაციის პროცესი ბოტკოინის ნაღდ ფულში იაფად გაყიდვას მხოლოდ დროებით შეაჩერებს, რადგან მას შემდეგ, რაც მფლობელებს ბიტკოინები დაუბრუნდებათ, მათ ამ მონეტების რეალიზება მოუნდებათ. ამისდა მიუხედავად, ზოგიერთი იმედოვნებს, რომ რეაბილიტაციის პროცესი 8-9 თვით მაინც შეაჩერებს ფასის რადიკალურ ცვალებადობას.


წყარო: ethereumworldnears.com

bottom of page