top of page

ეთერიუმ კლასიკი - “ფარული ალმასი”

შენიშვნა: სტატია არ წარმოადგენს საინვესტიციო რჩევას, ინვესტირებასთან დკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღეთ მხოლოდ საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით.


ეთერიუმ კლასიკს დიდი ხნის განმავლობაში კრიპტო ციკლების ფარულ ალმასს უწოდებდენ. ამჯერად კი, კრიპტო საზოგადოებას მისი რეალური სახის დანახვის საშუალება მიეცა.

მოცემულ დიაგრამაზე, რომელზეც ეთერიუმის დოლართან მიმართებაა ასახული, მკაფიოდ ჩანს, თუ რაზე გვაქვს საუბარი. ამას ზრდის ტენდენციის მქონე ალმასი, ტექნიკურ ანალიზში არსებული განგრძობითი სქემა, ეწოდება. ეს ნიშნავს, რომ თუ ალმასში შესვლამდე ვალუტის ფასი იზრდებოდა, ალმასიდან გამოსვლის შემდეგ ის კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდება და პირიქით, თუ ფასი მცირდებოდა, მაშინ გამოსვლისთანავე ის უფრო სწრაფად დაიწყებს ვარდნას.


ეთერიუმ კლასიკის შემთხვევაში, ალმასში შესვლამდე ფასი იზრდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ, დიდი ალბათობით, გამოსვლის შემდეგ მისი ფასი დიდი სისწრაფით აიწევს. დიაგრამაზე ჩანს, რომ სტრუქტურა ერთხელაც კი არ დარღვეულა და, რომ ალმასი 2017 წლამდე ხელუხლებელი შემორჩა. ამას გარდა, ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ალმასიდან გამოსაღწევად რამდენიმე კვირაღა დარჩა. ეს სექტემბრის დასაწყისს ემთხვევა, როდესაც ბიტკოინის ფასის და მთლიანად ბაზრის ზრდის შეჩერებაა პროგნოზირებული.


როგორც ETH/USD დიაგრამის VPCI ინდიკატორზე ვხედავთ, ლურჯსა და ნარინჯისფერ ხაზებს შორის მანძილი მცირდება. ვარაუდობენ, რომ ნარინჯისფერი ხაზი ლურჯს სექტემბრის დასაწყისში გადაკვეთს. დღევანდელი VPCI ინდიკატორი 2017 წელს არსებულის ანალოგიურია, როდესაც ფასის ზრდის ტემპმა იმატა.

ეს დიაგრამა კი ეთერიუმ კლასიკსა და ბიტკოინს შორის მიმართებას ასახავს. მის მიხედვით, ეთერიუმ კლასიკი ბიტკოინის მიმართ სრულიად ახალ ციკლს იწყებს. ბაზრის მანიპულირება ადვილია, როდესაც მისი მოცულობა ასეთი მცირეა. თუმცა, გრძელვადიანი ტენდენციები უფრო ზუსტად ასახავს მომავალს. როგორც დიაგრამაზე მოცემულ სამკუთხედზე ვხედავთ ETC-მ ბიტკოინის მიმართ მოძრაობის ლიმიტს მიაღწია. 2017 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, ეთერიუმ კლასიკის გაყიდვები ეცემა. თუმცა, ახლა, როგორც TTF ინდიკატორი აჩვენებს, ზრდის ტენდენცია განახლდა.


ეთერიუმ კლასიკი დღიური გაყიდვებით ჯერ კიდევ ტოპ ათეულში შედის. მას შემდეგ, რაც ის კოინბეისზე, რობინჰუდსა და სხვა პოპულარულ ბირჟებზე მიიღეს, გაჩნდა მოლოდინი, რომ ბაზრის გამოკეთების შემდეგ ინტერესი ETC-ს მიმართ სწრაფად გაიზრდება.


წყარო: cyptodaily.co.uk


bottom of page