top of page

“ბიტკოინის ფასი 60 000$-მდე აიწევს”


ამ წლის განმავლობაში ბაზარზე კლების და ზრდის ტენდენციები ბევრჯერ შეენაცვლნენ ერთმანეთს. ბობი ლი, BTCC ბირჟის თანადამფუძნებელი და ჩარლი ლის ძმა, განუწყვეტლივ აქვეყნებს პოსტებს, რომლებშიც ის ბიტკოინის ზრდის ტენდენციაზე საუბრობს.




პარასკევ საღამოს მან განაცხადა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ის ბიტკოინის, უპირველესი კრიპტოვალუტის, ფასის 60 000$-მდე გაზრდას მოელის. ამას გარდა, მისი თქმით, ბიტკოინის ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს.


ის ამბობს:


“ეს ბიტკოინის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპი იქნება. ის ფასის სტაბილურობას და უფრო მაღალ გლობალურ ლიკვიდურობას მიაღწევს, რის შედეგადაც ის უფრო სწრაფად გახდება საყოველთაოდ მიღებული.“


ამ განაცხადის თანახმად, ტრილიონი დოლარი ბიტკოინისთვის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ბარიერი იქნება, თუმცა, როდესაც ის მას გადალახავს, ყველა დაინახავს, რომ ის რეალურად ღირებული აქტივია.


იმისდა მიუხედავად, რომ მსგავსი პროგნოზები ხშირად უბრალოდ საფუძვლიანი ვარაუდებია, ლიმ თავისი აზრი უბრალო ვარაუდზე უფრო დასაბუთებულად წარმოაჩინა.


მაინინგი, ლიკვიდურობა და ჯილდოს განახევრება


ლი ბევრმა გააკრიტიკა იმ მიზეზით, რომ მისი ბუნდოვანი ვარაუდი არაარგუმენტირებული იყო. ამაზე საპასუხოდ BTCC-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რიგი პოსტები გამოაქვეყნა.


ლიმ მაინინგსა და ბიტკოინის მორიგ განახევრებასთან დაკავშირებით თავის შვიდწლიან გამოცდილებაზე დაფუძნებით ისაუბრა:


„2011 წელს, როდესაც მე დავიწყე, დღიური გლობალური წარმოება 36 000$-ს შეადგენდა. 2015 წელს, ამ რიცხვმა 1.8$ მილიონამდე აიწია. დღეს კი 12$ მილიონია. ეს ნიშნავს, რომ გლობალური ჰაშ სიმძლავრე იზრდება.“


BTCC-ის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ბიტკოინის ქსელის ჰაშ სიმძლავრე არასწორხაზოვნად იზრდება, 2020-იანი წლების ბლოკის ჯილდოს განახევრების გათვალისწინებით კი, აქტივის ფასი ახალ სიმაღლეებს მიაღწევს. მისი თქმით, მარტივი მათემატიკური გამოთვლების მეშვეობით, თუ ბიტკოინ მაინერები ყოველდღიურად 54$ მილიონის ელექტრო ენერგიას მოიხმარენ, მაშინ ადვილი დასანახია, თუ რატომ აიწევს ბიტკოინის ფასი 60 000$-მდე.


ლის თქმით, ეს ყველაფერი ბაზრის ლიკვიდურობის საჭიროებას უკავშირდება და მის მიერ გაკეთებული პროგნოზი კი მეტი არაფერია, თუ არა მარტივი მათემატიკა.




წყარო: ethereumworldnews.com

bottom of page