top of page

“ციფრული აქტივები არსად წასვლას აპირებენ„



SIX-ის ჯგუფის, შვედეთის საფონდო ბირჟის დამაარსებლის, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის თავმჯდომარემ, თომას ზებმის თქმით, მას სჯერა, რომ ციფრული აქტივები არსად წარსვლას არ აპირებენ. ბიზნეს ინსაიდერთან ინტერვიუში მან კრიპტოვალუტების მდგომარეობასა და კრიპტო სივრცის რეგულირებაზე ისაუბრა.


Six-ის მიერ შემოთავაზებული ციფრული ბირჟა ფინანსური ბაზრის ზედამხედველი ორგანოს მეთყვალყურეობის ქვეშ იფუნქციონირებს. მისი მიზანი ციფრული აქტივების მსხვილი რეგულირებული პლატფორმის შექმნა და დიდი კაპიტალის მქონე ობიექტებისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფაა.


ზებმა ასევე თქვა, რომ პლატფორმა არ უზრუნველყოფს კრიპტოვალუტების ვაჭრობის ფუნქციონალურობას:


„კრიპტოვალუტები მოდიან და მოდიან. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ჩვენთვის პრიორიტეტული არაა. უამრავი ბირჟა არსებობს, რომელიც ბიტკოინით ვაჭრობას უზრუნველყოფს.“


პლოტფორმის მთავარი სამიზნე მონეტის თავდაპირველი შეთავაზებებია. ამით ის ქრაუდფანდიგსა და IPO-ს შორის არსებულ დაფინანსების სიცარიელეს შეავსებს. მას შემდეგ, რაც ზებმა კრიპტო სივრცეებისა და ინსტიტუციური ინვესტორების განზრახვებზე ისაუბრა, თქვა, რომ მათი საქმე, კომპანიებისთვის კაპიტალის მოზიდვა, ცვლილებას განიცდის:


„ინსტიტუციური კლიენტები აქტივების ლეგიტიმაციასა და მათ ამოქმედებას ითხოვენ.“


იმის დასასბუთებლად, რომ კრიპტოვალუტები ჯერ ფართოდ მიღებული არაა, მან დღევანდელი კრიპტო ბაზარი 1990-იანი წლების დერივატივების ბაზარს შეადარა:


„ადრეულ 90-იანებში მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ესმოდა, თუ რა იყო დერივატივი, ამიტომ ბევრმა ფული დაკარგა. დროთა განმავლობაში ის რეგულაციას დაექვემდებარა, ახლა კი ყოველ აქტივების მენეჯერს თავისი მომსახურების კომპლექტში აქვს დერივატივები.“


ზებმა ციფრული აქტივების მომავალი იწინასწარმეტყველა. მან თქვა, რომ ხუთ წელიწადში, იმაზე ბევრად სწრაფად, ვიდრე ეს სხვა ფინანსურმა პროდუქტებმა მოახერხეს, ციფრული აქტივები საჯაროდ მიღებული იქნება:


„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ციფრულ აქტივებს დერივატივებზე ნაკლები დრო დასჭირდება იმისთვის, რომ ყველგან იყვნენ. ალბათ, დაახლოებით, ხუთი წელი.


ინტერვიუში თომასმა მსოფლიოში არსებული რეგულატორული ატმოსფეროების შესახებაც ისაუბრა და გაკვრით საკონტინენტთაშორისო ბირჟას, ბაკკტსაც შეეხო:


„ჩვენ ავანგარდში ვდგავართ თუ აივანზე გადაყუდებულები გადავარდნას ველით? არ მჯერა, რომ ამაშია საქმე. მე მჯერა, რომ ციფრული ვალუტები არსად წავლენ.“


წყარო: ambcrypto.com

bottom of page