top of page

ჩინეთის მთავრობამ ყველანაირი კრიპტო აქტივობა აკრძალა



მას შემდეგ, რაც ადგილობრივ ფინანსურ დაწესებულებებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის შემუშავების დაჩქარებისკენ უბიძგა, ჩინეთის მთავრობამ ყველანაირი კომერციული კრიპტო და ბლოკჩეინთან დაკავშირებული აქტივობა აკრძალა.


რედ ლიმ, 8BTC-ის დამაარსებელმა და კრიპტოვალუტების მკვლევარმა, საზოგადოებას ჩაოიანის რაიონის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი გაუზიარა. დოკუმენტი ადგილობრივ ფინანსურ დაწესებულებებსა და პოლიციას კრიპოვალუტებთან დაკავშირებული აქტივობების აღკვეთისკენ მოუწოდებდა.



რატომ აიკრძალა მსგავსი აქტივობები?


წინათ, როდესაც მსგავსი აკრძალვა შევიდა ძალაში, ხელისუფლება კრიპტო ბაზრის რეგულაციის ახალ გზებზე მუშაობდა.


იმისდა მიუხედავად, რომ მთავრობა გახსნილად აცხადებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის განვითარების მიმართ მხარდაჭერას, ის ასევე ხაზს უსვამს, რომ კრიპტო ბირჟებზე ციფრული აქტივების გაყიდვას მკაცრად ეწინააღმდეგება.


ანალიტიკოსების აზრით, შემოღებული აკრძალვა უფრო მსხვილი და მკაცრი კონტროლის შემოღების მომასწავებელია, რომელიც ადგილობრივ ინვესტორებს კრიპტოვალუტების, როგორც ჩინეთის გარეთ ფულის გატანის საშუალების, გამოყენებას აუკრძალავს.


ამავდროულად, ჩინეთის მთავრობამ შექმნა ჯგუფი, რომელიც გადასახადების არიდების მიზნით საზღვარგარეთის ბაზრებზე კაპიტალის შენახვას აღკვეთს. მეტიც, ფინანსურ დაწესებულებებს მილიონერი ინვესტორების მარაგებისა და აქტივების შემოწმება დაევალათ.


ადგილობრივმა ექსპერტებმა და ანალიტიკოსებმა ვერ მოახერხეს მსგავსი აკრძალვების შემოღების წინასწარ დანახვა. ამის მიზეზად შესაძლოა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის განვითარების მიმართ ხელისუფლების ოპტიმისტური განწყობა ჩაითვალოს.


ამ წლის დასაწყისში, CCTV-მ, ხელისუფლების მფლობელობაში მყოფმა ტელევიზიამ, გამოაცხადა, რომ ბლოკჩეინს გლობალურ ეკონომიკასა და საზოგადოებაზე 12-ჯერ უფრო დიდი გავლენა ექნება, ვიდრე ინტერნეტს ჰქონდა:


„ბლოკჩეინი ინტერნეტის მეორე ეპოქაა. ის 10-ჯერ უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ინტერნეტი და ხალხში ნდობას აღძრავს.“


CCTV-ს მიერ გაკეთებულ ამ პოზიტიურ განცხადებას ხელისუფლების მიერ ბლოკჩეინ სტარტაპებისა და პროექტების დასაფინანსებლად 3$ მილიარდის გამოყოფა მოჰყვა.


24 მაისს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ ფინანსურ ორგანოებსა და ტექნოლოგიურ ცენტრებს ბლოკჩეინის განვითარებისთვის ხელშეწყობისკენ მოუწოდა:


„ჩვენ დაუზარელად ვმუშაობთ ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე და დაჩქარებულად ვიკვლევთ მისი გამოყენების გზებს.“


უჩვეულო დამოკიდებულება


2018 წლის დასაწყისიდან, ჩინეთის ხელისუფლება ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მიმართ დადებით დამოკიდებულებას ავლენდა, ახლა კი ის ბლოკჩეინ და კრიპტო აქტივობები, სადაც ბლოკჩეინ სტარტაპებისა და ინვესტორების უმეტესობა სტრატეგიულ პარტნიორებსა და კავშირებს იძენს, აკრძალა. ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან სრულ კონტრასტრშია.


წყარო: www.newsbtc.com

bottom of page