რა არის Golem?

Golem-ის ქსელი შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დეცენტრალიზებული აპლიკაციაა ეთერიუმის ბლოკჩეინზე. პლატფორმა (რომელიც ბეტა ვერსიად, სახელად Brass, ეთერიუმის მთავარ ქსელში 14 პროგრამული უზრუნველყოფის იმპლემენტაციის შემდეგ 2018 წლის აპრილში გაეშვა), საშუალებას აძლევს ადამიანებს გააქირაონ თავიანთი კომპიუტერული სიმძლავრე კლასტერულ კომპიუტერულ ქსელებთან დასაკავშირებლად.
თუ გსმენია DDoS თავდასხმის შესახებ, გეცოდინება რამდენად ძლიერია ამ კომპიუტერის კლასტერი. მოკლედ, რომ განვმარტოთ, DdoS თავდასხმის დროს, ონლაინ სერვისთან წვდომა წყდება, რაც მისი სხვადასხვა წყაროებიდან შემოსული ტრეფიკის გადატვირთვით ხორციელდება.
ეს თავდასხმა ადასტურებს, რომ პერსონალური კომპიუტერების ჯგუფებს შეუძლიათ დიდი საწარმო სერვერების ხელთ ჩაგდება. მაინინგ აუზები, როგორიცაა Antpool, კრიპტოვალუტის მაინინგის კონცეფციას ნერგავს და Golem-ის ქსელი იმედოვნებს კლასტერული კომპიუტინგის გამოყენებას, რათა შექმნას Airbnb სუპერკომპიუტერებისთვის.
Golem Network იყენებს Golem Network Token-ს (GNT). GNT არის ERC20 მონეტა, რომელიც კომპიუტერული სიმძლავრის გაქირავებისას უნდა გამოიყენო. როგორც პროვაიდერს, შეგიძლია შენთვის შესაფერისი ფასი დააწესო. დამატებით, GNT-ის დეპოზიტების წარმოდგენა მოგიწევს და განაცხადის რეესტრში მონაწილეობის მიღებაც.
2018 წლის 22 აგვისტოსთვის Golem-ის საბაზრო კაპიტალი 150,691,896 აშშ დოლარის ოდენობისაა. ICO 2016 წლის ნოემბერში ჩატარდა და 820 000 000 GNT გამოვიდა. Golem-მა 20 წუთში 820,000 ეთერის შეგროვება შეძლო.
დანარჩენი 120,000,000 GNT (საერთო მიწოდების 12%) GOLEM Project-ის მფლობელობაშია, 60,000,000 (მთლიანი მიწოდების 6%) გუნდის წევრებზე და ადრეულ ინვესტორებზე გადანაწილდა.
ამჟამად, GNT ივაჭრება Huobi-ზე, Bithumb-ზე, Upbit-ზე, Binance-სა და Bittrex-ზე.
GNT-ის მაინინგი შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ მისი გამომუშავება შესაძლებელია კომპიუტერული სიმძლავრის შეწირვით რთული ალგორითმების ამოსახსნელად. მაინერების თვალსაზრისით, ეს, როგორც ნებისმიერი მაინინგის მქონე კრიპტოვალუტა.
Golem შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა კრიპტოვალუტებისა და მონეტების მაინინგისთვის. ამ შემთხვევაში, არსებითად მოგიწევს GNT-ს გადახდა სხვა ადამიანების CPU-ების ან GPU-ების (ფუნქციონალის გათვალისწინებით) გამოსაყენებლად შენი არჩეული კრიპტოს მაინინგისთვის. Golem-ის ფასები რამდენად კონკურენტუნარიანია სხვა ქლაუდ მაინინგის სერვისებთან შედარებით ჯერ კიდევ გასარკვევია.
როგორ მუშაობს Golem?
Golem შვეიცარიაში დაფუძნებული ორგანიზაციის, Golem Factory-ის მიერ შეიქმნა, რომლის დამფუძნებლები იყვნენ ჯულიან ზავისტოვსკი (CEO), პიოტრ იანიუკისა (CTO) და ანდრეი რეგულსკი (COO). Uber და Airbnb-ის მსგავსად, ეს ორმხრივი ბაზარია, რაც ნიშნავს, რომ Golem Factory-ს ესაჭიროება როგორც კომპიუტერული სიმძლავრის მომხმარებლები, ასევე პროვაიდერები. სინამდვილეში, Golem სამ მხრივი ბაზარია, მაგრამ ამას ქვემოთ განვიხილავთ.
Golem-ის ქსელში ორი სისტემაა, რომელიც პროცესებისა და ტრანზაქციების მთლიანობასა და უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს - კონცენტები და Intel Software Guard Extensions (SGX).
კონცენტი მესამე მხარეა, რომელიც ადასტურებს მონაცემთა გამომუშავებასა და ფინანსურ ტრანზაქციებს. ეს კონცენტები სანდო პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერები არიან, რომელთაც აქვთ ცოდნა დადებითი შედეგების დასადასტურებლად. მათ შეუძლიათ ტრანზაქციის ხელშეწყობა რა ნაბიჯზეც არ უნდა იყოს გაჩერებული პროტოკოლის დისპუტის ან ქსელის გათიშვის დროს. კონცენტის გამოყენება სურვილისამებრ შეგიძლია და დამატებით საფასურს მოითხოვს.
SGX Intel-ის შემუშავებული ტექნოლოგიაა, რომელიც დაცულ აღსრულების ზონას ქმნის მეხსიერებაში. ამ უსაფრთხო პირისპირა ჩარჩოს გამოყენებით, ამოცანები გაყოფილია ბევრ ქვეამოცანად, სადაც მრავალ კომპიუტერულ ბექენდს შეუძლია მათთვის დახმარების გაწევა ოპერაციული სისტემისა და აპარატურის კონფიგურაციის საფუძველზე. ქვეამოცანები შემდგომ ერთმანეთს უერთდება და დასრულებული ამოცანის ფორმას იღებს.
ამასთან ერთად, ეს ამოცანები არ საჭიროებენ ინტერნეტს პროვაიდერების ბოტნეტის თავდასხმებში გამოყენებისგან დასაცავად.
როდესაც პროვაიდერი ამოცანებს სწრაფად და მაღალი სიზუსტით ასრულებს, მისი ნდობა იზრდება. ამოცანის შესასრულებლად, პროვაიდერს ესაჭიროება პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც შეეძლება საჭირო მონაცემების დამუშავება. ეს მოითხოვს დეველოპერებს და ამ დეველოპერების პლატფორმაზე მოზიდვით იქმნება სამ მხრივი ბაზარი, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას ქმნის Golem-ის წარმატებისთვის. პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებს მოუწევთ თავიანთ აპლიკაციებში Golem-ის თავსებადობის დაპროგრამება, რათა ის გამოყენებადი იყოს.
შეუძლებელი არაა, მაგრამ რთულია ასეთი ბაზრის შექმნა, მაგრამ Golem-ს რამდენიმე ქმედება უკვე დაგეგმილი აქვს.
შეჯამება
Golem ამბიციური პროექტია, რომელიც იყენებს განაწილებულ ქლაუდ კომპიუტინგს, რათა სუპერკომპიუტინგის სიმძლავრე ხელმისაწვდომი გახადოს მასებისთვის. ეს ჯერჯერობით მხოლოდ CPU CGI- სთვის მუშაობს, მაგრამ გუნდი ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ უფრო მეტი გამოყენების შემთხვევა შექმნას. Golem-ის წარმატება ამ ფაქტორებზეა დამოკიდებული.
სუპერკომპიუტერული სიმძლავრისადმი წვდომა გრაფიკულ დიზაინერებს, სამეცნიერო კვლევით გუნდებს, ვიდეო თამაშების დეველოპერებს თუ კინომწარმოებლებს საშუალებას აძლევს გააკეთონ ის, რაც ადრე მხოლოდ მდიდარ და კორპორატიულ კონგლომერატებს შეეძლოთ.