top of page

კრიპტო ბაზრის ღირებულების დაცემის მიუხედავად ბიტკოინის ფასი სტაბილურობას ინარჩუნებს


შენიშვნა: სტატია აღებულია ccn.com-დან და არ წარმოადგენს საინვესტიციო რჩევას. ჩვენი რეკომენდაციაა ინვესტიციაზე გადაწყვეტილება მიიღოთ მხოლოდ თქვენს კვლევებზე დაფუძნებით.


იმისდა მიუხედავად, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტო ბაზრის ღირებულება 2$ მილიარდით, 215$-დან 213$ მილიარდამდე, დაეცა, ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასები სტაბილურობას ინარჩუნებენ.


ბიტკოინ ქეშის, რიპლის, EOS-ის და ეთერიუმის მსგავსი უმსხვილესი კრიპტოვალუტების ღირებულება 1-5% პროცენტით გაიზარდა.


გუშინდელ დანაკარგთან გასამკლავლებლად იმ მონეტებმა, რომლებმაც 18 აგვისტოს ამერიკული დოლარის მიმართ 20%-იანი კლება განიცადეს, მაგალითად ვიჩეინი, ონტოლოგი და DigixDAO, სწრაფი, 15%-იანი, ზრდის მაჩვენებელი დააფიქსირეს.


მონეტები მასიურ არასტაბილურობას განიცდიან


გასულ კვირაში, 17 აგვისტოს, ვიჩეინმა, ონტოლოგიმ, DigixDAO-მ, ნანომ, 0x-მა, BAT-მა და სხვა მონეტებმა ბიტკოინის მიმართ ზრდის დიდი ტემპი აჩვენეს. კონკრეტულად კი, ვიჩეინისა და ონტოლოგის ღირებულება ამერიკული დოლარის მიმართ 70%-ით, ბიტკოინისა და ეთერიუმის მიმართ კი 30-60%-ით გაიზარდა.


თუმცა, 18 აგვისტოს, მონეტების ფასი დაეცა. ამის მიზეზი შესაძლოა ბაზარზე მომხდარი მცირედი გაუმჯობესების შედეგად გამოწვეული ინვესტორების გადამეტებული რეაგირება ყოფილიყო, რამაც ბიტკოინის ფასი 5,850$-დან 6,400$-მდე აწია.


კრიპტოვალუტებითა და FX ბაზარზე მოვაჭრე ანალიტიკოსის, ალექს კრიუგერის, თქმით, ბაზრის მოკლევადიანი გაუმჯობესების ნახვაზე, რომელიც კრიპტო ბაზარზე არსებული გადაყიდული სიტუაციით იყო გამოწვეული, ინვესტორებმა ზედმეტად ოპტიმისტურად იმოქმედეს.


მისი აზრით, იმისდა მიუხედავად, რომ ბიტკოინის ფასის აწევა დიდად მომგებიანი იყო კრიპტო ბაზრისთვის, რადგან ამან სხვა მონეტებსა და კრიპტოვალუტებს საარსებო სივრცე გამოუთავისუფლა, 6,000$-ის დონის გადაკვეთა ბიტკოინის გრძელვადიან გაუმჯობესებას არ მოწმობს.


„ბიტკოინი 6,600$-იან მაჩვენებელზე გაჩერდა, რის შედეგადაც, ამ დილით, მთელი კრიპტო კომპლექსი ბანქოს სახლივით დაიშალა (-10%/20%). მასიურად გადაყიდულ დონეებზე ასეთი დიდი ნახტომი გრძელვადიანი ზრდის ტენდენციის მაჩვენებელი არაა.“


წინათ, როდესაც ბიტკოინის ღირებულება 6,000$-ზე დაბლა დაეცა, ის წარმატებით წამოდგა ფეხზე და 10,000$-მდე ავიდა. ბოლო რვა თვის განმავლობაში მისმა ფასმა სამჯერ დაიწია 6,000$-ზე ქვემოთ, თუმცა მან ამდენჯერვე მოახერხა მიეღწია 10,000$-იანი მაჩვენებლისთვის.


ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ბიტკოინისა და მთლიანად ბაზრის ღირებულების ზრდამ შესაძლოა ახლო მომავალში დომინანტი კრიპტოვალუტის (ბიტკოინის) ფასის 9,000$-მდე აწევა გამოიწვიოს.


თუმცა, ბაზრისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ მონეტებმა და კრიპტოვალუტებმა ვიჩეინის ზრდის ტემპის (80%-იანი ზრდა ამერიკული დოლარის მიმართ) მსგავსი აბსურდული მაჩვენებელი არ აჩვენოს, რადგან სტაბილურობისა და შეზღუდული ცვალებადობის გარეშე შესაძლოა ბიტკოინის ფასის ზრდა შეჩერდეს.


ინსტიტუციონალური მოთხოვნა


CCN-ის თანახმად, პანტერა კაპიტალმა, კრიპტო ბაზარზე არსებულმა ორი მილიარდი დოლარის ღირებულების ორ ჰეჯ ფონდს შორის ერთ-ერთმა (მეორეა- Digital Currency Group’s Grayscale), 90 ინვესტორისგან 71.445$ მილიონი დოლარი მოიზიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის 175$ მილიონიანი მესამე გადამყიდველი ბირჟის დაარსებას მიუახლოვდა.


ორივემ, გრეისქეილმა და პანტერა კაპიტალმა, თავიანთ ანგარიშებში აღნიშნეს, რომ ბაზარზე კლებითი ტენდენციის არსებობის განმავლობაში ინსტიტუციონალური და საცალო ვაჭრობის მოთხოვნა არ დაცემულა. ეს, წლის მეოთხე კვარტალში ბაზრის ფუნქციონირების გაუმჯობესებაში დიდ როლს ითამაშებს.


წყარო: www.ccn.com

bottom of page