top of page

ბიტქონექთის ხელმძღვანელი დაპატიმრებულია


რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ დივიეშ დარჯი, ბიტქონექთის მთავარი ხელმძღვანელი დააკავა.


დივიეში შვიდ თვეში დააკავეს მას შემდეგ, რაც ბიტქონექთმა მოულოდნელად დახურა თავისი კრიპტოვალუტების ონლაინ ბირჟა ტეხასიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან უსამართლო მოქმედების გაგრძელების აკრძალვის ბრძანების მიღების გამო. ისინი კომპანიას უსაფრთხოების ზომების დარღვევას აბრალებდნენ.


ამ ყველაფერმა BitConnect coin-ის ფასის ასობით დოლარიდან (3 მილიარდ დოლარიანი ბაზრის მოცულობით) ცენტებამდე დაცემა გამოიწვია. შედეგად, საკმაოდ ბევრი ინვესტორი წაგებული დარჩა.


ბიტქონექთის შესახებ ეჭვები დიდი ხანია არსებობდა და ჩვენც ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ სტატიაში მოვუწოდეთ ჩვენს მომხმარებლებს, ფრთხილად ყოფილიყვნენ. პლატფორმის ფუნციონირების შეწყვეტის შესახებ სტატია კი ამ წლის იანვარში დაიდო ჩვენს ვებ-გვერდზე.


დარჯის დაპატიმრება პოლიციის მიერ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია კრიპტოსამყაროში მრავლად მყოფი თაღლითების შეკავებისკენ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, კარგად გამოიკვლიოთ ნებისმიერი ბირჟა, ბლოკჩეინ პროექტი თუ კრიპტოვალუტა, სანამ რაიმე სახის ინვესტიციას გადაწყვეტდეთ.


წყარო: fortune.com

bottom of page