top of page

კრიპტო ეარდროფები: რა უნდა იცოდე


პოლიმათის შესახებ რაიმე გსმენიათ? პოლიმათი კირპტოვალუტაა, რომელმაც 2018 წლის დასაწყისში მონეტის თავდაპირველი შეთავაზების ნაცვლად ეარდროფის გამართვა გადაწყვიტა. მათ ყოველ მონაწილეს 250 POLY მონეტა, რომელიც იმ დროს 250$-ს უდრიდა, მისცეს.


PiedPiper-ის შესახებ თუ გაგიგიათ? იმისდა მიუხედავად, რომ ის ფაქტობრივად "მიმი მონეტაა", მათაც გადაწყვიტეს ეარდროფის გამართვა და 750 PPI მონეტა გასცეს, რაც დაახლოებით 75$-ს უდრიდა. იმის გათვალისწინებით, რომ ამას უფასოდ იღებდნენ მომხმარებლები, ეს საკმაოდ კარგი თანხაა.


ეს 2018 წელს გამართულ ეარდროფებს შორის მხოლოდ ორი შემთხვევაა. ახლაც კი, ასობით, თუ ათასობით არა, ეარდროფი იმართება. სტანდარტული კრიპტო ინვესტორისთვის ეს ფულის ადვილად და ურისკოდ შოვნის ფანტასტიური საშუალებაა.


თუმცა, სანამ ეარდროფებში მონაწილეობაზე ვისაუბრებთ, მოდით ჯერ ზუსტად გავარკვიოთ თუ რა არის ის.


რა არის ეარდროფი?


მარტივად რომ ვთქვათ, ეარდროფი ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით მონეტების გაცემაა.


ასე შეხედეთ ამ პროცესს: თქვენ ახლახანს შექმენით კრიპტო პროექტი და გსურთ ხალხს მის შესახებ გააგებინოთ. მაგრამ, ტრადიციული რეკლამებისთვის საჭირო ფული არ გაქვთ. ამიტომ, თქვენ თქვენი პროექტის მონეტების 10%-ს უფასოდ გასცემთ.


მას შემდეგ, რაც რამდენიმე ათასი ადამიანი დარეგისტრირდება თქვენს ეარდროფზე, თქვენ ხურავთ რეგისტრაციის პროცესს და მონეტების დარიგებას იწყებთ. ახლა კი უკვე ათასობით ადამიანი ფლობს, ვაჭრობს და ხმას ავრცელებს თქვენი მონეტების შესახებ, მეტიც, მათ, ვინც მონეტები მიიღეს, შეუძლიათ ეს მონეტები მცირე ფასად გაყიდონ. ყველა მოგებული რჩება.


როგორ მივიღო ეარდროფში მონაწილეობა?


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ახლაც კი ათასობით ეარდროფი მიმდინარეობს, თითოეულ მათგანს შესაძლოა განსხვავებული მოთხოვნილებები ჰქონდეს, თუმცა ეარდროფების უმეტესობა ძირითადად მაინც სტანდარტულ სისტემას მიჰყვება და შემდეგ მოქმედებებს მოითხოვს:


1 - გადადით კონკრეტული ეარდროფის ლინკზე.

2 - შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტა, სახელი, გვარი და შექმენით პაროლი.

3 - შეასრულეთ რაიმე დავალება სოციალურ მედიაზე (პოსტის გაზიარება, ტვიტერის გვერდის გამოწერა, ტელეგრამის არხში გაწევრიანება და ა.შ.).

4 - შეიყვანეთ თქვენი ეთერიუმის მისამართი (ეარდროფების უმეტესობა ეთერიუმის ბლოკჩეინს იყენებს).

5 - დაელოდეთ, სანამ მონეტები თქვენი ეთერიუმის მისამართზე არ დაირიცხება!


ზოგიერთი ეარდროფი მხოლოდ თქვენი ეთერიუმის მისამართს მოითხოვს, სხვები კი თქვენი პასპორტის სკანირებულ ვერსიას. ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება, თუ რას გთხოვთ ეარდროფი, რადგან ისინი ერთმანეთისგან მცირედით ყოველთვის განსხვავდება.


არსებობს თუ არა თაღლითური ეარდროფები?


რა თქმა უნდა, არსებობს! კრიპტო სამყარო სავსეა თაღლითებით, ქურდებით, მატყუარებით და უარესებით. რაც იმას ნიშნავს, რომ ეარდროფის არჩევისას დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.


გაძლევთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ეარდროფში მონაწილეობის მიღებისას:


  • არასდროს მისცეთ ეარდროფს თქვენი პირადი გასაღები.

  • თუ ეარდროფი წარმოუდგენლად კარგ პირობებს გთავაზობთ, მაშინ დიდი ალბათობით ეს თაღლითური ეარდროფია.

  • არ ენდოთ იმ ეარდროფს რომელიც ეთერის გადარიცხვას გთხოვთ.

  • დარწმუნდით, რომ პროექტს, რომელიც ეარდროფს გთავაზობთ, აქვს whitepaper-ი, ლეგიტიმური საიტი და არსებობის მიზეზი.


სად ვიპოვო ეარდროფები?


ეარდროფების პოვნა ინტერნეტში ყველგან შეიძლება. საუკეთესო გზები კი ფეისბუკის ჯგუფები, ტვიტერი, რედიტი და Bicointalk ფორუმებია. ასევე არსებობს ვებ-გვერდი airdropalert.com, რომელიც ეარდოფებზე კონცენტრირდება.


სავარაუდოდ, ეარდროფის პოვნის საუკეთესო გზა ეარდროფ აგრეგატორის გამოყენებაა. ეს საიტები მთელი ინტერნეტის მასშტაბით ეძებენ კრიპტო ეარდროფებს. ერთად ერთი რისი გაკეთებაც თქვენ გევალებათ, რამდენიმე დღის შემდეგ მისი შემოწმება და იმდენ ეარდროფში მონაწილეობაა, რამდენშიც მოგესურვებათ.


წყარო: www.cryptocoindude.com

bottom of page