ტრონს ამ წლის მეოთხე კვარტლისთვის დიდი გეგმები აქვს
ფორბსთან (Forbes) ინტერვიუში, ტრონის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯასტინ სანმა, პროექტ ატლასზე, მისი მისიისა და ტრონის განვითარებისთვის მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, თავდაპირველად, ამ პროექტის მიზანი მონაცემების ონლაინ ქსელზე ატვირთვა იყო. თუმცა, რადგან ტრონმა ერთ-ერთი წამყვანი საყოველთაო ქსელის შექმნა შეძლო, პროექტმაც წინ გადადგა ნაბიჯი და ახლა მონაცემების წახალისების ნაცვლად, ქსელის დეცენტრალიზებაზეა მომართული.
მეტიც, ტრონი თავისი მომსახურების უმაღლეს დონეზე აყვანას ცდილობს. პროექტის კიდევ ერთი მიზანი სწრაფი, სანდო და უსაფრთხო დესკტოპ და მობილური აპლიკაციების შექმნაა.
ჯასტინ სანმა პროექტ ატლასის შესახებ განაცხადა: "ამჟამად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პროექტ ატლასზე, რომელიც უფრო სამართლიანი ინტერნეტისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია. პროექტზე ჩვენ ბიტტორენტთან ერთად ვმუშაობთ. შესაბამისად, ის ტორენტის განვითარებასაც შეუწყობს ხელს."
სანის თქმით, ეს პროექტი მონაცემთა გაზიარებისა და მიღების მთლიან სისტემას გადაატრიალებს და ინდუსტრიას უკეთესობისკენ შეცვლის.
მან ბიტტორენტთან დეცენტრალიზებული სერვისების მიერთების გეგმაზეც ისაუბრა. ტრონმა ბიტტორენტი, ტორენტის მომსახურების უმსხვილესი მიმწოდებელი, ივლისში შეიძინა. ეს იმის კიდევ ერთი ნიშანია, რომ ტრონი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უმსხვილესი დეცენტრალიზებული ინტერნეტ ეკოსისტემა ხდება. ქსელს დღესდღეობით დაახლოებით ასი მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
ჯასტინ სანის თანახმად, პროექტ ატლასის მეშვეობით, ისინი TRX-ის შეთავაზებით ბიტტორენტის მომხმარებლებს ტრონის ქსელზე მონაწილეობის მიღებისკენ უბიძგებენ. მეტიც, ახლახანს ბიტტორენტი და uტორენტი ტრონის მთავარი წარმომადგენლის არჩევნებზე წარადგინეს. სანმა თქვა: "ჩვენ მეოთხე კვარტლისთვის მეტ, უფრო მნიშვნელოვან სიახლეებს ვგეგმავთ".
ამ საიდუმლო პროექტის, პროექტ ატლასის, გასაჯაროებისას, ჯასტინ სანმა განაცხადა, რომ პროექტის დეტალები აგვისტოს ბოლოს, ტრონის ვირტუალური დანადგარის გამოშვების დროს, გახდება ცნობილი.
მიხეილ ზღულაძე.
წყარო: ambcrypto.com