top of page

აშშ დოლარის გამყარებამ კრიპტოვალუტის ბაზრის გაუარესება გამოიწვია


კრიპტოვალუტის ბაზარმა ხუთშაბათს მცირედი კლება განიცადა, მაგრამ მეტ-ნაკლებად მოახერხა შუა კვირაში გაუმჯობესება ორშაბათის მასიური გაყიდვების შემდეგ.


როგორც CCN იტყობინება, ზოგიერთი ანალიტიკოსი შემცირებას, რომელსაც ეთერიუმზე უფრო დიდი ზეგავლენა ჰქონდა, ვიდრე ბიტკოინზე, ICO-თი დაფინანსებულ სტარტაპებს მიაწერს, რაც კაპიტალის განაღდებითაა გამოწვეული. არტურ ჰეისმა, BitMEX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ მას სჯერა, ნერვიული ვენჩურ კაპიტალისტები მალე დაიწყებენ მათი ICO მონეტებისა და ეთერის მფლობელობის მოშორებას, რაც საბოლოო ჯამში ეთერიუმის ფასს 100 დოლარის ქვემოთ დასწევს.


თუმცა, EToro-ს უფროსი ბაზრის ანალიტიკოსი, მატი გრინსპანი, მიიჩნევს, რომ სხვა ფაქტორებიცაა სათვალავში ჩასაგდები. CCN-ის მიერ გამოქვეყნებულ საბაზრო კომენტარში, გრინსპანმა განაცხადა, რომ ამ კვირაში კრიპტო ბაზრის მოძრაობა კორელაციაში იყო ადგილობრივი ვალუტის ღირებულებებთან ამომავალ ბაზრებზე, რომლებიც საწინააღმდეგოდ პასუხობენ აშშ-ს დოლარის გამყარებას.


აშშ დოლარის ვალუტის ცვლილებამ გამოიწვია ამომავალი ბაზრების ვალუტების ღირებულების დაცემა და გრინსპანის თქმით, ეს შემცირება შესაძლოა კრიპტოვალუტებზეც აისახა. მართალია, რომ ამ ბაზრებზე ინვესტორები ხშირად ზრდიან კრიპტოვალუტის მფლობელობას, როდესაც მათი ადგილობრივი ვალუტები სუსტდებიან, მაგრამ დოლარი მსოფლიოს ინვესტორებისთვის კვლავ სარეზერვო ვალუტად რჩება.


„იმის გამო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ძლიერი ინფლაციის თავიდან აცილება სურს, ისინი გარკვეულ ზომებს იღებენ დოლარის გასამყარებლად. იმის გამო, რომ აშშ დოლარი გლობალური სარეზერვო ვალუტაა, ბევრი პატარა ეკონომიკები დიდწილად მის სტაბილურ გაცვლით კურსზე არიან დამყარებულნი“ - წერს გრინსპანი. „ასე რომ, როდესაც დოლარი განიხილება, როგორც ამჟამად ღირებულების სტაბილური შემნახველი, ეს არაა დიდი სტიმული იმისა, რომ ხალხმა ფული ციფრულ აქტივებში შეინახოს“.


გრინსპანმა CCN-თან წერილობით განცხადებაში დასძინა, რომ „ამ კვირის განმავლობაში, როგორც ჩანს, კრიპტოვალუტები ნეგატიურად რეაგირებენ აღმავალ აშშ დოლარზე. ამ გაგებით, ისინი უფრო მეტად ისე იქცეოდნენ, როგორც ტრადიციული ფართო მოხმარების საქონლები. როგორც წესი, როდესაც დოლარი იწევს, აქტივების ფასი, როგორიცაა ოქროსა და ნავთობის, შესაბამისად ქვემოთ მიდის. უკანასკნელი კვირის განმავლობაში როგორც ციფრულმა ოქრომ, ისე ნამდვილმა ოქრომ განიცადა მკვეთრი დაცემა დოლარის სწრაფ ზრდასთან მიმართებაში“.


თუმცა, დოლარის სწრაფი სიჩქარით ზრდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შეჩერდა, რამაც საშუალება მისცა ლირას, რადსა და პესოს ვალუტას, გარკვეული დანაკარგები აენაზღაურებინათ.


ასე რომ, აშშ დოლარის შემცირება შესაძლოა არც ისე შემთხვევით დაემთხვა კრიპტოს შუა კვირის აღორძინებას, რამაც კრიპტოვალუტის ბაზრის მოცულობას $ 20 მილიარდით გაზრდის საშუალება მისცა მას შემდეგ, რაც ორშაბათს 190 მილიარდი დოლარით დაეცა.


წყარო: www.ccn.com

bottom of page