Genesis Mining-ის შეთავაზება უკმაყოფილო მომხმარებლებს
ბიტკოინის მაინინგის ჯილდოების შემცირების ფონზე, Genesis Mining-მა ბლოგში გამოაქვეყნა, რომ თავის მომხმარებლებს ფასდაკლებას შესთავაზებს, რათა მიმდინარე კრიზისის გადატანა შეძლონ.
კომპანიამ აღიარა, რომ მომხმარებლები არ იღებდნენ მოსალოდნელ ჯილდოს, ამიტომ მათ შანსს აძლევს განაახლონ მაინინგ კონტრაქტები Radiant-ის ხელშეკრულების პირობების მიხედვით პრემიუმ ფასდაკლებით.
ბიტკონის ფასის კლებამ მაინინგის ჯილდოები შეამცირა, რამაც ზოგიერთი მომხმარებლის კონტრაქტების მხრიდან მაინინგის საჭირო ყოველდღიურ მოთხოვნაზე ქვემოთ დაწევა გამოიწვია, რაც მათ 60 დღიან საშეღავათო პერიოდში ახვედრებს, რის შემდეგაც ხელშეკრულება უქმდება.
დეტალების განახლება
კომპანიის Radiant ბიტკოინ მაინინგის განახლებული ფასი ერთ 1 TH/s-ზე 285 დოლარიდან დან 180 დოლარამდე შემცირდა. ოპერაციული დრო ხუთ წლამდე დაწესდა და მისი გაუქმება შეუძლებელია. გარდა ამისა, ყოველდღიური სარემონტო საფასური $ 0.14-მდე შემცირდა.
განახლების დასაყენებლად მომხმარებელი თავის ანგარიშზე უნდა შევიდეს, დააჭიროს ღილაკს "upgrade to Radiant", აირჩიოს სასურველი კონტრაქტი და დაამატოს კალათაში.
Radiant-ის ფასი შემუშავდა იმ მიზნით, რომ მომხმარებლების hashpower ყველაზე რთული ბაზრის პირობებშიც კი მოქმედი იყოს.
მოსალოდნელია ბაზრის აღდგენა
Genesis Mining-ს, როგორც hashpower-ის ჰოსტინგის სერვისის შემთავაზებელს, მხოლოდ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც მაინინგის ჯილდოებზეა პასუხისმგებელი, შეუძლია იქონიოს გავლენა და არა მაინინგ სირთულეზე ან ბიტკოინის საბაზრო ფასზე.
Genesis Mining-ს მიაჩნია, რომ კრიპტო ბაზარი გაუმჯობესდება. მანამდე კი მას სურს, რომ მომხმარებლებმა განაგრძონ მაინინგი.
წყარო: www.ccn.com