გამოიწვიეს თუ არა ICO-ებმა ეთერიუმის 44%-ით დაცემა?
მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში, პირველიდან 14 აგვისტომდე, ეთერის, ეთერიუმის ქსელის კუთვნილი კრიპტოვალუტის, ფასი 44%-ით დაეცა 470$-დან 260$-მდე. ამით ის თავისი ღირებულების წლიურ მინიმუმზე, 300$-ზე, დაბლა დავიდა, რაც 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ არ მომხდარა.
მთლიანად კრიპტო ბაზარმა მკვეთრი ვარდნა განიცადა და 150$ მილიარდი დაკარგა. თუმცა, ეთერი, რომელიც სხვა კრიპტოვალუტებთან შედარებით უკეთესად უმკლავდებოდა დოლარს, აგვისტოში ძალიან სწრაფად დაეცა და ერთ-ერთი ყველაზე ცუდად ფუნქციონირებადი ციფრული აქტივი გახდა.
რამ გამოიწვია ეთერის ფასის ვარდნა?
14 აგვისტოს, ფასის ასეთი რადიკალური ვარდნის შემდეგ, ეთერის ფასი კიდევ 18%-ით, 300$-დან 260$-მდე მხოლოდ 12 საათის განმავლობაში დაეცა.
იმისდა მიუხედავად, რომ სხვა კრიპტოვალუტებმაც დიდი ვარდნა განიცადეს, ბიტკოინი დოლართან მიმართებით მხოლოდ 6%-ით დაეცა.
ამ კვირის განმავლობაში ბევრმა ანალიტიკოსმა, მათ შორის ერიკ ვოლმა, ფინტექის კომპანია Cinober-ის კრიპტოვალუტების კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თქვა, რომ იმ ბლოკჩეინ პროექტებმა, რომლებმაც ბოლო 12 თვის განმავლობაში მილიონობით დოლარი მოუტანეს ეთერიუმს, ბაზარი გადატვირთეს, რამაც დომინოს ეფექტით სხვა ბირჟებზეც იქონია გავლენა.
"კონკურენტებისთვის მილიონობით ეთერის გადაცემა პრობლემა იმიტომაა, რომ მათ ამ ეთერის საქონლის რეალურ ბაზარზე, ხოლო მოკლე ვადებში გაყიდვის მიზნით ფიუჩერსების ბაზარზე გატანა შეუძლიათ. ამით ისინი არა მხოლოდ აზღვევენ დაფინანსების პროცესს, არამედ თავიანთი გაყიდვების სასარგებლოდაც მანიპულირებენ სასაქონლო ბაზრით." - ერიკ ვოლი.
საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ არაა აუცილებელი მონეტის პირველადი შეთავაზებების შედეგად მიღებული ფული ბაზარზე ახალი კაპიტალის შემოსვლას ნიშნავდეს. ეს შესაძლოა მხოლოდ ბიტკოინისა და ეთერის მსგავსი მსხვილი კრიპტოვალუტების კაპიტალის ICO-ებში გადასვლის მაჩვენებელი იყოს.
ამიტომ, თუ ICO-ს მონაწილეები მილიონობით დოლარის ეთერს მონეტების გაყიდვაში ჩადებენ და დეველოპერები კი, რომლებიც ამ მონეტების გაყიდვას აწარმოებენ, მთლიან მოგებას კრიპტო ბაზარზე გაიტანენ, მაშინ ის არაპირდაპირი გზით რეალიზების მასიურ დაკვეთად იქცევა.
ბაზარზე ბოლო სამი თვის განმავლობაში, მონეტების თავდაპირველი შეთავაზებების მიერ დიდი რაოდენობით ეთერის გატანამ საგრძნობლად დააზიანა ეთერიუმი.
ბიტმექსის მოკლევადიანი გაყიდვების რიცხვმა ყოველი დროის მაჩვენებელს გაასწრო
ამ კვირაში, კრიპტოვალუტების ბირჟის, ბიტმექსის, აღმასრულებელმა დირექტორმა, არტურ ჰაისმა, აღნიშნა, რომ სულ რაღაც ერთი კვირის განმავლობაში ბიტმექსი ETH-USD ვაჭრობისთვის უმსხვილესი ბირჟა გახდა. მისი ETH-USD გაცვლა 50-ჯერ გაიზარდა, რის შედეგადაც გლობალურ ბაზარზე ეთერიუმის გაცვლის ეს საშუალება ყველაზე ლიკვიდურად იქცა.
ეთერისა და მთლიანად ბაზრის დაცემის ტენდენციის გათვალისცინებით, აშკარაა, რომ ბიტმექსის მიერ უზრუნველყოფილი ETH-USD გაცვლის პოპულარობის ზრდა მოკლევადიან პერიოდში ეთერის წინსვლაში იმედდაკარგული ინვესტორების მიერ წამოწყებული მოკლევადიანი გაყიდვების რიცხვის ზრდას მოასწავებს.
იმისდა მიუხედავად, რომ ძნელია ეთერიუმის ღირებულების დაცემაში მხოლოდ ICO-ების დადანაშაულება, აშკარაა, რომ მონეტების გაყიდვით მიღებული მოგების ლიკვიდაციამ ეთერის ფასის კლებაში დიდი როლი ითამაშა.
წყარო: www.ccn.com