top of page

რატომაა ნეოს მომავალი ნათელი?


ნეომ, რომელსაც ხშირად ჩინეთის ბიტკოინს უწოდებენ, უდიდესი პოტენციალის მატარებელი კრიპტო პროექტი წამოიწყო. იმისდა მიუხედავად, რომ ნეო დღესდღეობით წინ ვერ მიიწევს და არც ფასის მხრივ აქვს სახარბიელო მდგომარეობა, მისი მომავალი ნათელია.


ამ მომენტში მისი ღირებულება 19.94%-ითაა დაცემული და 15.11$-ს შეადგენს, რაც კრიპტო ბაზარზე არსებული კლებითი ტენდენციის შედეგია. ნეოს "მეზობლების", დეშისა და ეთერიუმ კლასიკის, ფასებიც დაცემულია, 17.06%-თა და 17.71%-ით შესაბამისად.


კატერინა ჟანგმა, ნეოს მარკეტინგისა და საზოგადოებრივი ოპერაციების ხელმძღვანელმა, AMB კრიპტოსთან ექსკლუზიური ინტერვიუს დროს ნეოს სამომავლო გეგმები, მათ შორის ნეოს დრეკადობისა და ტრანზაქციების განხორციელების სისწრაფის გაზრდა, განიხილა.


AMB კრიპტოს თანახმად, ჟანგმა ნეო 3.0-ის შესახებ განაცხადა: "ნეოს ეს ახალი ვერსია ტრანზაქციის სიჩქარეს გაზრდის, სტაბილურობას გააუმჯობესებს და პლატფორმას რეალური სამეწარმეო გამოყენებისთვის მოამზადებს.


მეტიც: "რაც შეეხება საცავის მოცულობას, ნეო FS-ზე, ფაილების დეცენტრალიზებულ საცავზე, ვმუშაობთ. ჩვენი სამომავლო გეგმის განხორციელებისას ნეოX პროტოკოლს ვიყენებთ, რომელიც ჯაჭვებს შორის ფუნქციონალურ თავსებადობას უზრუნველყოფს."


ნეო 3.0-ის საბოლოო მიზანი 2020 წლისთვის ტრანზაქციების სიჩქარის 100 000 TPS-მდე (წამში განხორციელებული ტრანზაქცია) აწევაა. დღესდღეობით ნეოს ქსელის სიჩქარე 100 TPS-ია.


ინტერვიუში, ჟანგმა სპამური ტრანზაქციების პრობლემის შესახებაც ისაუბრა და თქვა, თუ როგორ გამოასწორებს ამას ნეო 3.0 :


„როდესაც ბირჟები გადარიცხვების მოზღვავებას განიცდიან, მათ კონკრეტული ტრანზაქციების პრიორიტეტულობის ასაწევად სპეციალური GAS გადასახადების დაწესება შეუძლიათ. თუ სპამებს არ ჩავთვლით, ქსელი გამართულად მუშაობს, ჩვენ კი მის გაუმჯობესებაზე სისტემატიურად ვმუშაობთ. სპამური გადარიცხვების შემოტევა ვერ შეაჩერებს ნეოს განვითარებას."


ნეოს მომავალი ნათელია. ნეო 3.0-ის კონცეფცია მისი პროგრესის მხოლოდ დასაწყისია. 2020 წლისთვის ჩვენ 100 000 TPS-ს უნდა ველოდეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნეო აქ გაჩერდება. ეს ამბიციური პროექტია და ნეოს მართლაც აქვს დიდი წარმატების შანსი გასცდეს ჩინეთის საზღვრებს და მოედოს მთელს მსოფლიოს.


წყარო: cryptodaily.co.uk

bottom of page