top of page

არის თუ არა ტეზერი კრიპტო ვაჭრობის ცენტრალური ბანკი?


ქაღალდის ფულით გამყარებული კრიპტოვალუტა ტეზერი კრიპტო ვაჭრობის ზრდაში უდიდეს როლს თამაშობს. ზოგიერთი მას კრიპტო ვაჭრობის ცენტრალურ ბანკსაც კი უწოდებს. აღსანიშნავია, რომ იმისდა მიუხედავად, რომ ხშირად შეცდომით ერთ ტეზერს ერთ ამერიკულ დოლარს უტოლებენ, ტეზერის პლატფორმა არაა მხოლოდ ამერიკულ დოლართან დაკავშირებული. ტეზერის გუნდის თანახმად: "მონეტა მხარს უჭერს ამერიკულ დოლარს (USD), ევროსა (EUR) და მალე იაპონურ იენასაც (JPY). შემდეგი ინიციალით წარმოდგენილი - ₮- ტეზერის პლატფორმაზე კრიპტოვალუტები დატანილია როგორც USD₮, EUR₮, და JPY₮."


თუმცა, ცირკულაციაში მყოფი მონეტების უმეტესობა ამერიკული დოლარითაა გამყარებული. პრეს-თაიმის დროს, ტეზერის ოფიციალური საიტის „გამჭვირვალე" გვერდის თანახმად, ტეზერის პლატფორმაზე 2.5$ მილიარდი ამერიკული დოლარი და მხოლოდ 40$ მილიონი ევროა ცირკულაციაში. ამიტომ, არაა გასაკვირი, რომ ხშირად ტვიტერზე დისკუსიებში ტეზერს ერთ ამერიკულ დოლარს უტოლებენ.


WSJ-ის ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილები


თორმეტ აგვისტოს, კვირა დღეს, ვოლ სტრიტის ჟურნალში ტეზერის შესახებ ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც ძირითადად ხალხის მიერ რეზერვში არსებული ანაბრების რიცხვის არცოდნით გამოწვეულ მღელვარებას ეხებოდა. ქვემოთ წარმოგიდგენთ ამ ანგარიშის მნიშვნელოვან ნაწილებს:


⦁ "ტეზერი, რომელსაც ძირითადი სავაჭრო კავშირი ამერიკულ დოლართან აქვს, ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. მისი დღიური ვაჭრობის მოცულობა (3$ მილიარდი) მხოლოდ ბოტკოინისას (5$ მილიარდი) ჩამოუვარდება."


⦁ "ბლოკჩეინის კვლევის ფირმის, ჩეინანალიზის, თანახმად, ტეზერი, ლიკვიდურობისა და აქტივების შენახვის უზრუნველყოფის მეშვეობით, კრიპტო ბანკი გახდა იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ რეალური საბანკო ურთიერთობების შენარჩუნებას."


⦁ "ტეზერს არასდროს გაუმართავს აუდიტი, რომელიც მის რეზერვებს გამოამჟღავნებდა. კომპანია, რომელიც ტეზერს აკონტროლებს, აცხადებს რომ მას აქვს რეზერვები, თუმცა მას არასდროს დაუსახელებია იმ ბანკების სახელები, სადაც ამ ფულს ინახავს. არც ის უთქვამს თუ სად იმყოფება და რეგულირდება ეს ფული." (ტეზერის საიტის თანახმად, მისი რეზერვები "ხშირად ექვემდებარება პროფესიონალურ აუდიტს").


⦁ "გასულ წელს, ტეზერმა რეზერვების აუდიტისთვის Friedman LLP-ს ბუღალტრები დაიქირავა. ფირმამ წინასწარი ანგარიში გასულ წელსვე გამოაქვეყნა, თუმცა ტეზერის თანახმად მათ ზემოთ ხსენებული ბუღალტრები საბოლოო აუდიტის ჩატარებამდე გაუშვეს."


⦁ "ლეონარდო რეალმა, ტეზერის დრეკადობის მთავარმა ოფიცერმა თქვა: "ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი. არანაირ ბნელ სარდაფში სამი მენეჯერი არ ზის და ფულს არ ბეჭდავს"."


⦁ "ივნისის თვეში ტეზერმა იურიდიული ფირმა Freeh Sporkin & Sullivan LLP დაიქირავა, რომლის თანადამაარსებელი გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი ლუის ფრეჰია. ფრეჰმა ანგარიშში განაცხადა, რომ ტეზერს ამერიკული დოლარის სრული უზრუნველყოფა ჰქონდა."


⦁ "თეორიულად, მოთხოვნის ზრდა დაზღვევის განახლებას იწვევს. ორივე კომპანიის, კრიპტოვალუტური ბირჟის, ბიტფინექსისა და ტეზერის თანახმად, ბირჟა ტეზერს ახალ მონეტებს უკვეთავს და დოლარებსა და ევროებს კომპანიის საბანკო ანგარიშს უკავშირებს. ტეზერი ახალ მონეტებს ბიტფინექსს უგზავნის, რომელიც შემდგომ მათ ინვესტორებს უნაწილებს."



⦁ "ინვესტორებისთვის ზემოთ ხსენებული პროცესისთვის თვალის დევნება ნაკლებად ხელმისაწვდომია. ბიტფინექსი მენეჯმენტსა და მესაკუთრეობას ტეზერს უზიარებს. ის ერთადერთი ფირმაა რომლისთვისაც ტეზერი ახალ მონეტებს ქმნის."


⦁ "წიგნის "50 ფუტის სიგრძის ბლოკჩეინის შეტევა" ავტორი, დევიდ გერარდი, ამბობს: "იმისდა მიუხედავად, რომ ტეზერი ისე არ იქცევა, როგორც პასუხისმგებლიანი და საზრიანი ფინანსური დაწესებულება მოიქცეოდა, ის კრიპტო ვაჭრობისთვის მაინც ცენტრალური ბანკივითაა."


⦁ "2017 წლის დასაწყისში არსებული 10$ მილიონიდან ტეზერის საბაზრო ღირებულება 18 თვის მანძილზე 2.4$ მილიარდით გაიზარდა. ამან ტეზერის უფრო ფართო კირპტოვალუტურ ბაზარზე გადანაცვლებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა."


⦁ "ჩეინანალიზის თანახმად, ტეზერზე ვაჭრობა 15-ჯერ გაიზარდა 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მარტამდე. ამერიკულ დოლარზე დაფუძნებული ვაჭრობის მასშტაბი კი ამავე პერიოდში გასამმაგდა."


⦁ "ტეზერი ლიკვიდურობის მთავარი წყარო გახდა. კვლევითი საიტის CryptoCompare თანახმად ტეზერმა ბიტკოინის ვაჭრობის მოცულობის 80% შეადგინა, მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში ის მხოლოდ 10%-ს შეადგენდა."


⦁ "დინგ'ან ფეის, ციფრული აქტივების წამყვანი და ლეჯერ კაპიტალის პარტნიორი ფირმის, თქმით: "ბაზარზე რამდენიმე ისეთი ძალა არსებობს, რომელთა ჩავარდნაც კატასტროფულ შედეგს გამოიღებს. ტეზერი ერთ-ერთი მათგანია.""


⦁ "ჩეინანალიზმა აღმოაჩინა, რომ ტეზერის ვაჭრობა სულ უფრო და უფრო კონცენტრირებული ხდება მცირე ზომის, უფრო სპეკულაციური ციფრული ვალუტების გარშემო. ეს შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ მას “pump-and-dump” მაქინაციების განსახორციელებლად იყენებენ. ეს მაქინაციები აქტივის წახალისებას და შემდგომ მისგან მოგების გამოწურვას გულისხმობს, რის შედეგადაც მისი ფასი იწევს.


ახალი ამბები


ომნიექსპლორერის თანახმად, 2018 წლის 11 აგვისტოს ტეზერმა 50$ მილიონის ღირებულების მონეტები გამოუშვა.


26 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ, 92 გვერდიან დოკუმენტში, სადაც ვინკელვოსის ბიტკოინ EFT-ის უარყოფის მიზეზებს ასახელებდა, ახსენა მღელვარება იმის შესახებ, რომ შესაძლოა ტეზერი ბიტკოინის ბაზარზე გარკვეული მანიპულაციების უკან იდგეს. ტეხასის უნივერსიტეტის ფინანსების პროფესორის, ჯონ გრიფინისა, და დოქტურანტურის სტუდენტის, ამინ შამსის, თანახმად: "სავარაუდოდ, ტეზერი გამოიყენება, როგორც ბიტკოინის ფასის დასტაბილურების, ასევე მისი მანიპულირებისთვის."


გასულ თვეში, 2018 წლის კორეის ბლოკჩეინის თათბირზე, CNBC-ს კრიპტო ვაჭართან, რან ნეუ-ერთან, ინტერვიუს დროს, ბინანსის აღმასრულებელ დირექტორს, ჩანგპენ "CZ" ჟაოს, ბინანსზე ტეზერის ჩაძირვის შედეგების შესახებ ჰკითხეს. მან ასე უპასუხა: "ისტორიის განმავლობაში მრავალი ქაღალდის ფულის ჩაძირვა გვინახავს. სავარაუდოდ, იმაზე მეტი, ვიდრე კრიპტოვალუტების. ასე რომ, დიახ, ყოველთვის არსებობს მღელვარება, ამიტომ ჩვენ სხვა მყარ მონეტებსაც, როგორიცაა USD და სხვა, ვამატებთ და ვახალისებთ... მე პირადად მათი (ტეზერის) საბანკო ანგარიშები არ მინახავს, თუმცა, ლოგიკურად, მათ იმხელა შემოსავალი აქვთ თავიანთი რეგულარული გაცვლის ბიზნესისგან, რომ მათ არ სჭირდებათ ტეზერინგთან დაკავშირებით რაიმე გიჟურის გაკეთება. ჩემი აზრით, ისინი მხოლოდ იმიტომ არ აქვეყნებენ თავიან საბანკო დეტალებს, რომ თუ გამოაქვეყნებენ მათი საბანკო ანგარიშები დაიხურება."


წყარო: www.cryptoglobe.com

bottom of page