ჩარლზ ჰოკინსონი ალტერნატიული ეკონომიკის შესაძლო მომავლის სურათს ხატავს
11 აგვისტოს, მეცნიერებისა და ინჟინერიის ფირმის, InputOutput-ის, აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩარლზ ჰოსკინსონმა ტვიტერზე კითხვებზე პასუხის გაცემა (AMA – Ask Me Anything) მოულოდნელად მოაწყო. მან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას უპასუხა, ეს კითხვა შემდეგი იყო: „ფიქრობთ თუ არა, რომ საზოგადოებრივი ბლოკჩეინის სივრცე მრავალი ძლიერი და სანდო კრიპტოვალუტის შერწყმას მანამ საჭიროებს, სანამ რომელიმე მათგანი ქაღალდის ფულის ჩანაცვლებას არ მოახერხებს?“
ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ჰოსკინსონმა თავისი აზრი დამსწრეებს გაუზიარა და თქვა, რომ ის არ ფიქრობს, რომ ქაღალდის ფული შეიძლება ჩანაცვლდეს, თუმცა მისი პოპულარობის ვარდნას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ეს ყველაფერი მობილური ტელეფონების გამოჩენის შედეგად შექმნილ სიტუაციასთან ძალიან ახლოს დგას, მობილურებმა სატელეფონო კომპანიების ჩაძირვის ნაცვლად მათი ბიზნეს მოდელი შეცვალეს: „ჩვენ დავკარგეთ ტელეფონი-ავტომატები და მრავალი სტაციონალური ტელეფონების ბიზნესიც იძირება, თუმცა ბიზნეს მოდელი კიდევ არსებობს. ანალოგიურად, ეს ინოვაციაც არ გააქრობს ცენტრალურ ბანკს“.
ჰოსკინსონმა ისიც დაამატა, რომ პირველად ისტორიაში იქნება კონკურენცია. პირად და საზოგადოებრივ ფულს ერთი და იგივე პირობები ექნებათ. ჩარლზმა ასევე ისაუბრა იმ სავარაუდო მომავლის შესახებ, სადაც ადამიანებს უნივერსალური საფულე ექნებათ, სადაც ისინი უძრავ ქონებასა და სამოგზაურო ქულებს შეინახავენ, ყავის საფასურს კრიპტოვალუტებით გადაიხდიან და სხვა მრავალ მოსახერხებელ ქმედებას განახორციელებენ.
ამასთან ერთად, მან აღნიშნა, რომ მთლიანი პროცესი დეცენტრალიზებული გახდება. ზუსტად ეს იდეა დაეხმარა უნივერსალურ საფულეებს, გამხდარიყვნენ ადამიანის სიმდიდრის ფორტფოლიო. სიმდიდრე კი მხოლოდ ფულის რაოდენობის აღმნიშვნელი რიცხვებით, მაგალითად - 10$ მილიონით, არ გაიზომება, არამედ პორტფორლიო მრავალმხრივი იქნება. ჰოსკინსონმა დაამატა: „შესაძლოა სიმდიდრის გაზომვის ახალი გზაც შემოვიღოთ, ისეთ გზა, რომელიც ნაკლებად დაექვემდებარება ინფლაციას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ იმ ქვეყანაში ცხოვრობთ, რომელიც მწვავე ინფლაციას განიცდის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის მიმართულება, საითაც ეს ინოვაცია წავა“.
ჰოსკინსონმა ბოლოს დაამატა, რომ კრიპტოვალუტების დანიშნულება ქაღალდის ფულის ჩანაცვლება კი არა, არამედ გარკვეული ფილოსოფიის წარმოჩენა და დამკვიდრებაა, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა.
წყარო: ambcrypto.com