top of page

სტელარის პლატფორმაზე არსებული 8 საინტერესო პროექტი


ბოლო დროის განმავლობაში სტელარის პლატფორმა დიდ ყურადღებას იქცევს. ბაზრის უკუსვლის პერიოდშიც კი მან შეძლო ბიტკოინის მიმართ მყარი კოეფიციენტი შეენარჩუნებინა. ერთ-ერთი მთავარი მიზანი იმისა, თუ რატომაა სტელარი ყურადღების ცენტრში, ამ პლატფორმაზე არსებული პროექტებია.


ეთერიუმმა სახელი ყველა სახის ბლოკჩეინის აპლიკაციებისთვის ახალი ჰორიზონტის გახსნით მოიხვეჭა, სტელარმა კი დაფასება ქვემოთ ჩამოთვლილი პროექტებით დაიმსახურა. ამან მას კრიპტო სივრცეში ძლიერი მოთამაშის სახელი შეუნარჩუნა.



ტექნოლოგიური გიგანტი IBM-ი სტელარის ქსელს თავისი გადახდის სისტემისთვის უფრო მეტი გამჭვირვალობის მისაცემად იყენებს. იმისდა მიუხედავად, რომ კომპანია მრავალ ბანკთან თანამშრომლობს, განსაკუთრებით აზიის წყნარი ოკეანის რეგიონში, იქნება ეს კერძო, სახელმწიფო თუ ცენტრალური ბანკი, მას მაინც სურს იმის ნახვა, თუ რის გაკეთებას შეძლებს სტელარი.


ფირმის ბლოკჩეინ ტექნოლოგიის უფროსის, ჯეზ ლანდის, თანახმად ახლო მომავალში კომპანია ცენტრალური ბანკის დახმარებას გეგმავს ქაღალდის ფულის სტელარის ბლოკჩეინის ქსელში გადმოსატანად.


ანალიტიკოსების აზრით, სტელარისა და IBM-ის თანამშრომლობამ შესაძლოა საბოლოოდ SWIFT/IBAN-ის გადახდის ინფრასტრუქტურა, როგორც გლობალური სტანდარტი, ჩაანაცვლოს. წარმატების შემთხვევაში, ამას ძალიან დიდი და დადებითი ეფექტი ექნება სტელარის კრიპტოვალუტაზე.



ვერიდიუმი ნახშირის ბაზრის გლობალური მონეტიზაციისთვის თანამშრომლობს როგორც სტელართან, ასევე IBM-თან. ისინი ნახშირის გადაზიდვის პროცესის ავტომატიზირების მიზნით თავიანთი მონეტა VERDE-ის და გაზისა და ნავთობის ვაჭრობისთვის განკუთვნილი პლატფორმების გაერთიანებას ცდილობენ.


მსხვილი კორპორაციებისა და დაწესებულებებისთვის, ეს ნახშირის ბაზარზე ნეიტრალობის მიღწევის ბაზისი იქნება. ხსენებული ინოვაცია ასევე გარემოზე პასუხისმგებლობის სხვადასხვა პირებს შორის გადანაწილებას შეუწყობს ხელს.



სტელარ იქსი დეცენტრალიზებული ფონდების (DEX) ინდუსტრიაში მთავარი მოთამაშის ტიტულისა და ავტორიტეტის მოპოვებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს, ამჯერად ის ყველაფერს აკეთებს, რომ მომსახურების ხარისხი გააუმჯობესოს. ის ფაქტი, რომ მის უკან სტელარი დგას, ოდნავ ეჭვქვეშ აყენებს „დეცენტრალიზების“ ასპექტს, თუმცა თუ ის მსხვილ ბირჟად ქცევას შეძლებს, ის სტელარისა და DEX-ის მომსახურების არეალსაც გაზრდის.


მისი მთავარი მახასიათებელი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს სხვა DEX პლატფორმებთან კონკურენციისას, რადგან სტელარ იქსმა შეძლო და მთლიანად გამოიყენა სტელარის ფიქსირებული ქსელი.


N:4 – Open Garden.


Open Garden-ი თავის მომხმარებლებს მათივე ტელეფონებით ინტერნეტის გავრცელებასა და სხვების მიერ ამ ინტერნეტის მოხმარებაში ლუმენებს უხდის.


ეს შესაძლოა არც თუ ისე პოპულარული იყოს ამერიკასა და ევროპაში, თუმცა ის იდეალურად მუშაობს სტელარის საბაზრო შტაბში, რადგანაც მისი სამიზნე ძირითადად ისეთი ადგილებია, სადაც ინტერნეტთან კავშირი ჭირს.



პლატფორმა სტელარის ქსელზე წმინდა სისხლის შენაძენების ღირებულების ადგილზე გადახდის სერვისის ჩამოყალიბებას გეგმავს. ეს საკრედიტო, სადებეტო ბარათებთან და Apple pay-თან შედარებით გაცილებით უფრო იაფი საშუალება იქნება, თანაც ის ავტომატურად ითვლის ერთგულების ქულებს. კომპანიას ქაღალდის ქვითრების მოშორებაც სურს და ამიტომ მის ციფრულ ალტერნატივაზე მუშაობს.



უძრავი ქონებით მრავალი ტიპის ინვესტორია დაინტერესებული. რადგანაც უცხო ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენა რისკიანია და უამრავ რეგულაციებსა და წესებთანაა დაკავშირებული, სლაისი უძრავი ქონების მონეტიზაციას ახდენს, რისი პრეროგატივაც აქამდე მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ დაწესებულებებს ჰქონდათ.


იმისდა მიუხედავად რომ კონკურენცია ამ და ზოგადად უძრავი ქონების ბაზრებზე დიდია, სლაისი დარწმუნებულია, რომ წარმატებას მიაღწევს.


N:7 – Sure Remit.


აფრიკა დიდი ბაზარია, აფრიკელების უცხოეთში დიდი რაოდენობით ყოფნა კი იმას ნიშნავს, რომ ისინი სახლში ფულს აგზავნიან. ყოველწლიურად მილიარდობით დოლარი იგზავნება აფრიკაში უცხოეთში მომუშავე აფრიკელების მიერ. Sure Remit-ი გადარიცხვის ქსელია, რომელიც აფრიკელებს ფულის სახლში გაგზავნის საშუალებას აძლევს. ის თავისი დანაყოფებით, კენიაში, რუანდაში და აფრიკის სხვა ქვეყნებში, სტელართან პარტნიორობს.


მისი მეშვეობით კომუნალური გადასახადების გადახდა და ელექტრონულ მაღაზიებში ვაჭრობაც კი შეიძლება.



სმარტლენდსი სტელარის ქსელზე სასოფლო მიწების მონეტიზაციას ახდენს. ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, რადგან კრიპტოვალუტა ნელ-ნელა ქაღალდის ფულს ანაცვლებს. ეს მყიდველებს მიწის კრიპტოვალუტებით შეძენის საშუალებას აძლევს. ეს მართლად მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება, თუ კრიპტოვალუტების მნიშვნელობა იმდენად გაიზრდება, რომ საქალაქო და სასოფლო ინვესტიციებსა და განვითარებაში ჩაერევა.


წყარო: usethebitcoin.com

bottom of page