ციფრული მაინინგის მსოფლიო სამიტი 2018 საქართველოში
ციფრული მაინინგის სამიტი მალე განხორციელდება!
ბიტმეინი და ბიტკანი თანამშრომლობენ მაინინგის ახალი ერის დასაწყებად.
დღესდღეობით კრიპტოვალუტების მაინინგის გლობალურ ინდუსტრიაში ჩინეთის ბიტკოინ ქსელის კომპიუტერული სიმძლავრე პირველ ადგილზეა და მთლიანი სიმძლავრის ნახევარს ფლობს. თუმცა, ვინაიდან კრიპტოვალუტების მაინინგი მზარდ ინტერესს იწვევს სხვა ქვენყებშიც, როგორებიცაა იაპონია, ვიეტნამი, რუსეთი და სხვ., ჩინეთი საერთაშორისო ძალებისგან ბევრ გამოწვევას გადააწყდა. გარდა ამისა, მაინინგში კონკურენციის გამწვავებასთან ერთად კრიპტოვალუტების მაინინგის სამომავლო განვითარება უფრო გაურკვეველი ხდება. ეს შემდეგ კითხვას ბადებს: სად იქნება შემდგომი დიდი მიღწევა გლობალური მაინინგის განვითარებაში?
ყველა კითხვაზე პასუხს სასწრაფოდ ელიან კრიპტოვალუტების მაინინგ ინდუსტრიის ექსპერტებისგან.
21-დან 23 სექტემბრამდე ციფრული მაინინგის მსოფლიო სამიტი 2018, რომელსაც ბიტმეინი და ბიტკანი ერთობლივად მასპინძლობენ, საქართველოში, თბილისში ჩატარდება. მოწვეულია 100-ზე მეტი ტოპ ექსპერტი ჩინეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, ევროპის და სხვა 30-ზე მეტი ქვეყნიდან. სამიტს 1,000-ზე მეტი მონაწილე დაესწრება წამყვანი მაინერების, მაინინგ მოწყობილობების შემქმნელების და სამომპოვებლო ბრიგადებისა და ჰაშსიმძლავრის მფლობელების ჩათვლით. გლობალური მაინინგ ინდუსტრიის ინოვაციების ლიდერები შეიკრიბებიან კრიპტოვალუტების მაინინგის განვითარებისა და იმ გამოწვევებისა თუ შესაძლებლობების განსახილველად, რომლის წინაშეც დგას დღეს ეს ინდუსტრია.
ციფრული მაინინგის მსოფლიო სამიტი (2018) ძირითადად იწვევს კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის ექსპერტებს მსოფლიო მასშტაბით, რომელთა შორისაც არიან:
ჯიჰან ვუ, აღმასრულებელი დირექტორი, BITMAIN
როჯერ ვერი, აღმასრულებელი დირექტორი, Bitcoin.com
იუ ფანგი, აღმასრულებელი დირექტორი, BITKAN
ჯეისონ ჟუანგი, პროექტის დირექტორი, BTC.com
ლინგჩაო ქსუ, პროექტის დირექტორი, AntPool
იუან ჟანგი, თანადამფუძნებელი, DEx.top
ოსლენ სუ, ვიცე პრეზიდენტი და გლობალური მაინინგ ფერმის მთავარი, Bitmain
მარკო სტრენგი, აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი, Genesis Mining
სინ უალში, აღმასრულებელი დირექტორი, HyperBlock
ბატირ ჰიდიროვი, აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი, Uminers
დმიტრი ოზერსკი, მმართველი პარტნიორი, Electro.Farm
ელოდეთ კრიპტოვალუტების მაინინგ ინდუსტრიაზე სრულიად ახალი ხედვის აღმოჩენას ინდუსტრიის წამყვან ფიგურებთან ერთად მათ მიერ კრიპტო მაინინგის უახლესი ამბების განხილვისას.
1) მილიარდ დოლარიანი მოცულობის მქონე ბაზრის მომავალი განვითარებისას გამოწვებები და შესაძლებლობები თანაარსებობენ.
კრიპტო მაინინგის გადასვლით კომპიუტერული სიმძლავრის (CPU) ერიდან, GPU ერიდან, FPGU ერიდან ASIC ერამდე ჩვენ შევესწარით მაინინგ მოწყობილობებისთვის საჭირო ჩიპების გენერირებას თაობიდან თაობამდე. კრიპტოვალუტების სტრატეგიული ღირებულება ყოველგვარ წარმოსახვას გასცდა და გლობალური მაინინგ კონკურენციაც მწვავე ფაზაში გადავიდა. თუმცა, კრიპტოვალუტების ფასების მერყეობასთან ერთად ჯერჯერობით ბაზარიც საკმაოდ მერყევია და კრიპტოვალუტების გლობალურ მაინინგ ინდუსტრიაზე ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება.
სტატისტიკების თანახმად, კრიპტოვალუტების მაინინგ ინდუსტრიამ 100 მილიარდი ჩინური იანის ბაზრის მოცულობას მიაღწია მსოფლიო მასშტაბით. მსხვილი საერთაშორისო მოთამაშეების აღზევება დაიწყო. არის ეს ურთიერთმომგებიანი სიტუაცია? ეს მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტია კრიპტო მაინინგის გლობალური ინდუსტრიისთვის და, ამასთან, ეს მაინერებს შორის კოოპერაციის შესაძლებლობაცაა.
2) ძლიერი კომუნიკაცია და გაცვლები მაინინგის გლობალური ინდუსტრიის ყველაზე ძლიერი მამოძრავებელი ძალაა
კიდევ ერთი თანაორგანიზატორი, ბიტკანი, მსოფლიოს წამყვანი პროვაიდერია ბლოკჩეინსა და ციფრული აქტივების სერვისებში. 2012 წლიდან ბიტკანმა ინდუსტრიის მილიონობით მომხმარებელს ინდუსტრიის შესახებ სტაბილური ინფორმაცია, მიმდინარე დროის ბაზარი, მაინინგ მონიტორინგი, ციფრული საფულის სერვისები და სხვა ფუნქციები შესთავაზა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს სამიტი (ციფრული მაინინგის მსოფლიო სამიტი 2018) საქართველოს დექალაქში, მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრში და ყველაზე დიდ ქალაქში - თბილისში გაიმართება. როგორც ყველამ ვიცით, საქართველო რეგიონის ლიდერი გახდა ბიტკოინისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მოხმარებაში და სწორედ თბილისში გაჩნდა კრიპტოვალუტის მსოფლიოს პირველი ტერმინალიც, რომელიც ქართული ლარის ბიტკოინსა და ლაითკოინში გადაცვლის შესაძლებლობას იძლევა. მრავალი ინდუსტრიის საერთო ძალისხმევით ამ გლობალურ მაინინგ სამიტს მართლაც ახალი ელფერი მიეცემა.
ბაზარი წინასწარმეტყველებს, რომ მაინინგ ინდუსტრიის მთავარი ინოვაციები და გამოწვევები გააგრძელებს გამწვავებას შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში. მაკრო საფეხურისგან ძლიერ მხარდაჭერასთან ერთად, მრავალი ახალი ნიჭი მუდმივად ვითარდება და ძლიერდება. გლობალურ მაინინგ ინდუსტრიას ინტეგრაცია და განვითარება სჭირდება. ციფრული მაინინგის მსოფლიო სამიტი (2018) 3 დღე გრძელდება და ყველა მონაწილეს გაუზიარებს ახალ შეხედულებებს. მაინინგის ამჟამინდელ მდგომარეობასთან ერთად ინდუსტრიის ლიდერები და ექსპერტები მაღალი შედეგების მიღწევის გზებსა და ინდუსტრიის განვითარების ახალ შესაძლებლობებს განიხილავენ.
მეტი ინფორმაციისათვის ჩაწერეთ “World Digital Mining Summit 2018” გუგლში ან გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე.
Summit Name: World Digital Mining Summit 2018
Summit Time: September 21st to 23rd, 2018
Summit Location: Tbilisi, Georgia
Summit Official Website: https://www.miningconf.org/?=cryptoz.ge