top of page

“ბიტკოინის დრო დასრულდა“


შენიშვნა: ეს სტატია არ წარმოადგენს საინვესტიციო რჩევას და აღებულია ccn.com-დან. ჩვენი რჩევაა, საინვესტიციო გადაწყვეტილება მიიღოთ მხოლოდ საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით.


Renaissance Macro Research-ის აზრით, თუ ბიტკოინის ფასი წლიურ მინიმუმზე დაბლა დაეცემა, ის გამოუსწორებელ ზარალს განიცდის ბაზარზე.


„ბიტკოინს შესაძლოა პერმანენტული ზიანი მიადგეს“


ფინანსური ანალიტიკური ფირმის მიხედვით, ის, რასაც ბიტკოინი დღესდღეობით ებრძვის, სავარაუდოდ, დროებით გაუფასურებაზე მეტად მნიშვნელოვანია. კრიპტოვალუტა შესაძლოა ეგზისტენციალურ კრიზისსაც კი განიცდიდეს. ის მხოლოდ სარეზერვო მარაგების მეშვეობით ახერხებს წლიური მინიმუმის ზღვარის ზემოთ დარჩენას და უფრო დიდი ზარალის თავიდან აცილებას. „როდესაც კი ეს წინაღობა დაეცემა, ბიტკოინი პერმანენტულად დაზიანდება“ - ამბობს Renaissance Macro Research-ი.


ბიტკოინის ფასმა სწრაფი ზრდის შემდეგ, მას შემდეგ, რაც 8000$-ს გადააჭარბა, კლება დაიწყო და 7000$-ზე დაბლა დაეცა. დღეს მისი ფასი 14%-ით ნაკლებია ვიდრე ერთი კვირის წინ იყო. შვიდ აგვისტოს, ოთხშაბათს, ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) მიერ ბირჟაზე ბიტკოინით მოვაჭრე ფონდის (ETF) შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების გადავადების შედეგად, კრიპტოვალუტის ღირებულება 6%-ით დაეცა.


თუმცა, ჯეფ დეგრაფის, რენესანსის ტექნიკური კვლევის დირექტორის, თანახმად, ის რაც ინვესტორებმა განიცადეს, მხოლოდ აისბერგის წვერი იყო.


CNBC-თან საუბრისას, მან განაცხადა, რომ ფასის წლიური მინიმუმის დონე, რომელიც ფსიქოლოგიურად ძალზედ მნიშვნელოვანია, უკვე გარღვეულია. მეტიც, მისი აზრით, ბიტკოინის ფასი კვლავ განაგრძობს კლებას.


ხუთშაბათს კლიენტებთან საუბრისას, დეგრაფმა თქვა: „მოკლე ვადებში მოვაჭრეთათვის ფასის ასეთი პარაბოლური მოძრაობები განსაკუთრებით საშიშია. ჩვეულებრივ მწვერვალზე ჩნდება ერთგვარი სამკუთხედი, რომელიც მცირედი ცვალებადობით იწყებს ქვემოთ მოძრაობას. მას შემდეგ, რაც ეს სამკუთხედი ფორმირებას დაასრულებს, შეიძლება ითქვას, რომ უსაფრთხოება პერმანენტულად დაზიანდება ან მეტიც - „მისი დრო დასრულდება“. რაღა თქმა უნდა, დღევანდელ ბაზარზე ამის უპირველესი მაგალითი ბიტკოინია.“


ცუდი ამბები


დეგრაფი ის ადამიანია, რომლის სიტყვებსაც ბაზრები არ უგულებელყოფენ, ამიტომ მისი ეს განცხადებაც დიდ გავლენას იქონიებს კრიპტოვალუტების ინვესტორებზე. ის, როგორც ვოლ სტრიტის 21-ე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო პროგნოზიორი, მრავალჯერ აღიარეს სწორი ვარაუდებისა და უნაკლო ანალიზისთვის. მთელი ათი წლის განმავლობაში ის საუკეთესო ტექნიკურ ანალიტიკოსად მოიხსენიება Investor Magazine-ის მიერ. 2014 წელს კი მას ოფიციალური თანამდებობა მისცეს ინსტიტუციური ინვესტორების კვლევის დიდების დარბაზში.


ეს ინვესტორისთვის შემდეგს ნიშნავს - ვოლ სტრიტის ერთ-ერთმა საუკეთესო ანალიტიკოსმა ისეთი სცენარი აღწერა, სადაც ბიტკოინი, რომლის ფასიც 50%-ით დაეცა 2018 წელს, თავისი ღირებულების დაბრუნების ნაცვლად აქტივების პერმანენტული დაზიანებისკენ მიემართება.


ამ კვირის დასაწყისში, CCN-მა განაცხადა, რომ დან მორჰედმა, პანტერა კაპიტალის აღმასრულებელმა დირექტორმა, ინვესტორებს SEC-ის მიერ ETF-ის საქმის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით ზედმეტად მწვავე რეაგირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, რადგანაც ამით ისევ ბიტკოინი ზიანდება.


წყარო: www.ccn.com

bottom of page