კრიპტომონსტრები - პირველი თამაში ლაითკოინის ბლოკჩეინზე
ბლოკჩეინ ენთუზიასტებსა და თამაშის მოყვარულებს ლაითკოინმა სასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთა: ამ კვირის დასაწყისში კრიპტომონსტრები წარმატებით გაეშვა.
ეს აპლიკაცია მომხმარებლებს საკოლექციო ფიგურების დიდ არჩევანს სთავაზობს ისევე, როგორც ყველასათვის ცნობილი კრიპტოკატების აპლიკაცია ეთერიუმის ბლოკჩეინზე. განსხვავება ისაა, რომ თამაში ეთერიუმის მაგივრად ლაითკოინის ბლოკჩეინზე ფუნქციონირებს.
თამაში მდგომარეობს მონსტრების სხვადასხვა ქმედებების მეშვეობით განვითარებაში. ყველაფერი ეს, მონსტრის დაბადებიდან სიკვდილამდე, ბლოკჩეინზე აისახება. თამაშის ოფიციალური ვებ გვერდი მარტივ განმარტებას გვთავაზობს:
„ეს თამაშის ახალი ტიპია, რომელიც ლაითკოინის ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ეფუძნება. ის ასახავს კრიპტომონსტრების ვირტუალურ სამყაროს, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან და ერთმანეთთან ურთიერთობენ!“
თავდაპირველად, მომხმარებლები უფასოდ იღებდნენ მონსტრებს, თუმცა თამაშის გაშვებისას უფასო მონსტრები ამოიწურა. მომხმარებლებმა ისინი ბაზარზე უნდა შეიძინონ საშუალოდ 500$-ად. ფასი ცვალებადია მონსტრების რაოდენობის სიხშირის, სიძლიერისა და სხვა ფაქტორების შესაბამისად.
მათი განვითარების საფეხურები 1-დან 200-მდეა. ამჟამად, არ არსებობს მაღალ საფეხურზე მყოფი მონსტრი, რადგან თამაში სულ ახლახანს შეიქმნა, თუმცა დიდი დრო არ დასჭირდება სანამ უმაღლეს საფეხურზე მდგომ მონსტრს ვიხილავთ.
მოთამაშეებს შეუძლიათ თავიანთი მონსტრი ორადაც გაყონ (რის შემდეგაც ორივე უფრო დაბალ საფეხურზე იქნება), ან გააგრძელონ მისი განვითარება, სანამ ის ახალ საფეხურს არ მიაღწევს.
განვითარება ისეთ სარისკო დავალებებსაც გულისხმობს, როგორიცაა სხვა მონსტრებთან შერკინება. თუ ის ბრძოლას მოიგებს, ახალ ეტაპზე გადავა, წაგების შემთხვევაში კი ჩამოქვეითდება. როდესაც მონსტრი 0.2 საფეხურს ჩამოსცდება, ნადგურდება, ან როგორც თამაში ამბობს: „კრიპტო მონსტრების სამოთხეში წავა“ მისი შემქმნელის, კრიპტოღმერთის სანახავად.
თამაში ნამდვილად წარმატებული გამოდგა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათ ტვიტერის ანგარიშზე დაიდო პოსტი, რომლის თანახმადაც ისინი ამხელა ინტერესს არ ელოდნენ. მათი თქმით, ანგარიშების დარეგისტრირება შენელებულია, მაგრამ ამ ხარვეზს მალე გამოასწორებენ:
წყარო: ethereumworldnews.com