ბიტკოინ მაინინგი დედამიწას საფრთხეს უქმნის
მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინი საზოგადოებას შესაძლებლობას აძლევს ახალ ტექნოლოგიას გაეცნოს და ისეთი ღირებულება შექმნას, რომელიც სახელმწიფოზე დამუკიდებული არაა, მის გამოშვებას დედამიწაზე ძალიან ცუდი გავლენა აქვს. სამწუხაროდ, ამას ბევრი არ ითვალისწინებს, განსაკუთრებით კი ამ საქმეში ჩართული მსხვილი მოთამაშეები.
დოქტორმა ჯონ ტრუბმა კატარის უნივერსიტეტიდან ისაუბრა გარემოზე ბიტკოინის გავლენაზე. მისი თქმით, ამ კრიპტოვალუტის დიზაინი საერთოდ არ ითვალისწინებს გარემოსდაცვით ფაქტორებს, რის გამოც ის ჩვენს არსებობას საფრთხეს უქმნის. ეს არ ეხება ზოგადად კრიპტოვალუტებს - არსებობს ბევრი „მწვანე“ კრიპტო - საუბარია თავად ბიტკოინზე, რომლის მაინინგიც კარბონით სავსე და საზიანო გზით ხორციელდება. რატომ არ ცდილობენ ადამაიენბი ამის შეჩერებას?
CCN-ის თანახმად, ტრუბიმ განაცხადა, რომ:
„პრობლემა მხოლოდ გაუარესდება. რაც უფრო იზრდება ბიტკოინის ღირებულება, იზრდება მისი მოპოვების ინიციატივაც და ახალი ციფრული ვალუტებიც მსგავსი კარბონიზირებული მოდელებით შემუშავდება. თუმცა, ვინაიდან ვალუტის უკან მდგომ ტექნოლოგიას ბევრი უპირატესობა აქვს, ის აქ დასაღცენად მოვიდა, ასე რომ სამომავლო მოდელები არ უნდა იყოს მათი სოციალური თუ ეკონომიკური უპირატესობების ასე დისპროპორციულად დამოკიდებული ენერგიის ხარჯვაზე.“
დოქტორმა ტრუბიმ რამდენიმე გამოსავალი შემოგვთავაზა, რომლებიც მიზნად ისახავს სტიმული მისცეს ბლოკჩეინ ენთუზიასტებს გარემოსთვის უფრო უსაფრთხო კრიპტოვალუტები და კრიპტო პროექტები გამოიყენონ. ეს ყველაფერი აღწერილია მის ნაშრომში: ბიტკოინის დეკარბონიზება: იურიდიული და პოლიტიკური არჩევანი ბლოკჩეინ ტექნოლოგიისა და ციფრული ვალუტების მიერ ენერგომოხმარების შემცირებისთვის.
წყარო: cryptodaily.co.uk