top of page

„მონეტარული პოლიტიკის მართვა ციფრული ვალუტებით უფრო მარტივია“


ესპანეთის ცენტრალურმა ფინანსურმა დაწესებულებამ, ცენტრალურმა ბანკმა (Banco de España (BDE)), ახლახანს გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წერია, რომ შესაძლოა კრიპტოვალუტებმა ბანკის ინფრასტრუქტურა გააუმჯობესოს და მას ფინანსური პოლიტიკის მართვაში დაეხმაროს.


გალო ნუნომ, ცენტრალური ბანკის ეკონომიკის განყოფილების მთავარმა დირექტორმა, ანგარიშში თქვა, რომ შესაძლოა ტრანზაქციების ციფრული ვალუტებით წარმართვამ ესპანეთის ეკონომიკაზე პოზიტიური გავლენა იქონიოს. თუმცა, დოკუმენტში ასევე წერია, რომ მხოლოდ ცენტრალური ბანკის მიერ გამოცემული ციფრული ვალუტები იქონიებენ მონეტარულ პოლიტიკაზე პოზიტიურ ეფექტს.


ციფრული ვალუტების შემოღების „პოტენციური შედეგები“


აღსანიშნავია, რომ ნუნოს იმ მოტივაციის გამოკვლევა დაევალა, რომლის ბიძგითაც რამდენიმე ცენტრალური ბანკი მსგავსი ინსტრუმენტების შემოღების შედეგებს იკვლევს. აქედან გამომდინარე, BDE-ს დოკუმენტი კრიპტოვალუტებისა და ესპანეთის ეკონომიკაზე მათი გავლენის არასრულყოფილი მიმოხილვაა.


ნუნოს მიერ დაწერილი დოკუმენტი მხოლოდ ბლოკჩეინზე დაფუძნებული ციფრული ვალუტებით ფინანსური სტაბილურობისა და ბანკის რეზერვებისა და მონეტარული პოლიტიკის მართვის პოტენციურ შედეგებს ეხება.


ანგარიშის მიხედვით, კრიპტოვალუტებით ქვეყნის ფულადი მარაგების კონტროლი უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ფიზიკური ვალუტებით. ამასთან დაკავშირებით, ნუნო ამბობს, რომ ცენტრალური ბანკი ვერ ახერხებს ცირკულაციაში მყოფი ყოველი ქაღალდის ფულის სრულყოფილ კონტროლს.


ბლოკჩეინის გამოყენებით საპროცენტო განაკვეთის მართვა


დოკუმენტის მეცხრე გვერდზე წერია, რომ ცენტრალური ბანკი რეგულარულად ბეჭდავს ახალ ფულს, თუმცა, იშვიათად კონცენტრირდება მსგავსი მოვლენის შემზღუდველი წესების შემუშავებაზე. ბლოკჩეინის დახმარებით კი, ბანკი უკეთესად მოახერხებდა საპროცენტო განაკვეთის მართვას.


ციფრული ვალუტების გამოყენების პოტენციური სარგებლის მიუხედავად, ნუნო ფიქრობს, რომ მიღებამდე აუცილებელია მათი უკეთ შესწავლა. ის ამბობს, რომ კრიპტოვალუტები ახალი ფინანსური კონცეპციაა, რომელიც ტრადიციულ ბანკებს ბოლომდე არ ესმით.


მაისში, ლუი მარია ლინდმა, ესპანეთის ცენტრალური ბანკის გამგებელმა, თქვა, რომ ციფრული ვალუტები მეტი რისკის მატარებელნი არიან ვიდრე სარგებლის. ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისას, მან აღნიშნა:


„კრიპტოვალუტები, როგორც გადახდის საშუალება, არ არის საჯაროდ მიღებული, ისინი დიდად ცვალებადია, შეიცავს რამდენიმე ოპერაციულ სისუსტეს და ბევრჯერ ყოფილა თაღლითურ და არაკანონიერ აქტივობებთან დაკავშირებული“.


ამისდა მიუხედავად, ლინდმა დოლიეტის მიერ გამართულ წვეულებაზე ისიც თქვა, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიამ ოპერაციული დანახარჯების შემცირების ხარჯზე შესაძლოა ფინანსური სისტემების ეფექტურობა გაზარდოს.


ივნისის ბოლოს, ესპანეთის კანონმდებელმა ორგანომ ახალი ბილი წარადგინა, რომლითაც ესპანეთის საჯარო ადმინისტრაციული დეპარტამენტის გაუმჯობესებისთვის ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებას გაუწია რეკომენდაცია.


სავარაუდოდ იმიტომ, რომ ბლოკჩეინს შეუძლია თავიდან აირიდოს ხარჯიანი და გამოუსადეგარი ხელის სამუშაო, რასაც ტრადიციული სისტემები ითხოვენ.


წყარო: www.cryptoglobe.com

bottom of page