როგორ მუშაობენ კრიპტოვალუტების სამომპოვებლო ბრიგადები (mining pools)
მათთვის, ვისაც კრიპტოვალუტების მაინინგითაა დაინტერესებული, ორი ძირითადი ალტერნატივა არსებობს. ინდივიდუალური მაინინგი, ან ე.წ. სამომპოვებლო ბრიგადა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში მომხმარებელი უერთდება უკევ არსებულ სამომპოვებლო ბრიგადას სხვა მომხმარებლებთან ერთად, რაც აუმჯობესებს და ზრდის კრიპტოვალუტების მოპოვების საერთო სიმძლავრეს.
რაც უფრო მეტი კომპიუტერული სიმძლავრეა ჩართული სამომპოვებლო ბრიგადაში, მით მეტი შანსია, რომ მაინერებმა ბიტკოინი ან სხვა ვალუტა მოიპოვონ. ინდივიდუალური მაინინგის დროს კი შანსი საგრძნობლად მცირეა.
სიმარტივისთვის, რომ ავიღოთ 9 მაინინგ დანადგარი, თითოეული 335 მეგაასი წამის სიმძლავრით, ჯამში ვიღებთ 3 გიგაჰაშს, რაც უკეთეს მდგომარეობაში აყენებს დანადგარების მფლობელებს, ვიდრე ინდივიდუალური მაინერის მფლობელს.
ბუნებრივია, არსებობს მეორე მხარეც. ბრიგადაში მოპოვებული კრიპტოვალუტები იყოფა წილის მფლობელებს შორის. ინდივიდუალური მაინინგის შემთხვევაში კი მოპოვებული ვალუტები მთლიანად კონკრეტული მაინერის მფლობელთან მიდის.
სამომპოვებლო ბრიგადის ფუნქციები
მთავარი ფუნქცია, რაც სამომპოვებლო ბრიგადის მფლობელ კომპანიას ეკისრება, არის თითოეული მეწილეს მაინინგ დანადგარის მიერ გაწეული სამუშაოს ანალიზი, აღწერა და მოგების შესაბამისი გადანაწილება პროპორციულად.
ძირითად შემთხვევაში, თითოეულ მაინერზე არსებობს დამატებითი გადასახადი, რათა ის სისტემის ნაწილი გახდეს.
როგორ ნაწილდება მიღებულ შემოსავალი?
თითოეულ სამომპოვებლო ბრიგადას აქვს მოგების გადანაწილების საკუთარი სისტემა, რომელზეც ყველა წევრი თანხმდება. ძირითადად ეს არის იმის შეფასება, თუ რამხელა სამუშაო გაწია თითოეული წევრის მაინერმა.
არსებობს ორი სახის წილი - მიღებული და უარყოფილი. მიღებული მიანიშნებს, რომ მაინერის მიერ გაწეული სამუშაო გამოიხატა ახალი კრიპტოვალუტის აღმოჩენაში. უარყოფილი კი ნიშნავს, რომ მაინერს არ მიუღია მონაწილეობა ბლოკჩეინზე ახალი ბლოკის დამატებაში. მხოლოდ მიღებული წილი ჯილდოვდება თანხით. ბუნებრივია, თითოეულ მომხამრებელს სურს, რომ მათი კომპიუტერის მიერ გაწეული სამუშაო ბლოკჩეინზეც აისახოს და სათანადო ჯილდოც მოიპოვონ, თუმცა უარყოფილი და ფუჭად დახარჯული კომპიუტერული ძალაც ხშირია, როცა ქსელში მილიონობით კომპიუტერია ჩართული.
რაც უფრო იზრდება სამომპოვებლო ბრიგადების პოპულარობა და რაც მეტი კომპიუტერი ერთვება მაინინგის პროცესში, მით უფრო მცირდება ინდივიდუალური მაინერების მიერ წარმატების მიღწევის შანსი.
მსოფლიოში არსებული ტოპ 5 ბიტკოინის სამომპოვებლო ბრიგადების რეიტინგი ასე გამოიყურება:
AntPool
BTC.com
BTC.TOP
ViaBTC
Slush
წყარო: www.investopedia.com