არანაირი ყავა ბიტკოინს: სტარბაქსმა მედიაში გაჟღერებული ჭორები გააქარწყლა
სტარბაქსის კრიპტოვალუტურ სექტორში შესვლისადმი მედიის დიდი ყურადღების მიუხედავად, ყავის მიმწოდებელი გიგანტი ტექნოლოგიური ჟურნალის, Motherboard-ის, მიმართ მიმართვაში მსგავს ამბებს განმარტავს.
მედიის სენსაციური განცხადებები
2018 წლის სამ აგვისტოს, სტარბაქსმა უარყო ის ფაქტი, რომ ის ახლო მომავალში ბიტკოინისა თუ სხვა კრიპტოვალუტების, როგორც ყავისა თუ სხვა პროდუქტებისთვის გადახდის საშუალების, მიღებას აპირებდა. თუმცა, Cryptoslate-ს 2018 წლის ოთხი აგვისტოს ინფორმაციის მიხედვით სტარბაქსმა საკონტინენტთაშორისო ბირჟის (ICE) ახალ „Bakkt” წამოწყებასთან ურთიერთობა შეინარჩუნა.
ეს განცხადება მალევე აიტაცეს ისეთმა მედია საშუალებებმა როგორებიცაა, CNBC და Bloomberg-ი, რომლებმაც განაცხადეს, რომ სტარბაქსი ახლა უკვე ბიტკოინს იღებს. სიმართლე ამ სენსაციისგან საკმაოდ შორსაა.
ანგარიშის თანახმად, სტარბაქსის წარმომადგენელმა ხაზგასმით თქვა, რომ კლიენტი ფრაპუჩინოსთვის ბიტკოინით ვერ გადაიხდის. ამის მაგივრად, კომპანია ციფრული აქტივების უფრო ფართო გამოყენების გზებზე მუშაობს, რომლებიც მომხმარებელს ბიტკოინის ქაღალდის ფულში გადაცვლის საშუალებას მისცემენ.
ზემოთ ნახსენები სტარბაქსს ისეთი ეკოსისტემის შექმნაში დაეხმარება, სადაც შესაძლებელი იქნება ბიტკოინის არაპირდაპირი, არა როგორც გაცვლის საშუალების, გამოყენება.
სტარბაქსის წარმომადგენელმა თქვა: „ამჟამად ჩვენ ბიტკოინის გადაცვლისა და ვაჭრობის დაწყების შესახებ ვაცხადებთ. თუმცა, ჩვენ მომხმარებლებთან და მარეგულირებლებთან საუბარს სივრცის განვითარების პარალელურად გავაგრძელებთ“.
ICE რევოლუციურ განცხადებას აკეთებს
წინა კვირაში, საკონტინენტთაშორისო ბირჟამ გლობალური გადამყიდველებისა და გამყიდველებისთვის კრიპტო პლატფორმების გაშვების შესახებ არსებული ამბიციები გაამჟღავნა. „Baakt“-ად წოდებულ წამოწყებაში ისეთი სახელები ფიგურირებს, როგორებიცაა, სტარბაქსი, მაიკროსოფტი, რომელიც მოგვიანებით ქლაუდ სერვისით უზრუნველყოფს ამ წამოწყებას, და BCG.
წყარო: cryptoslate.com