top of page

გერმანიის მეორე ყველაზე დიდი ბირჟა ციფრული აქტივებისთვის საბოლოო ინფრასტრუქტურას ქმნის


2018 წლის ორ აგვისტოს, ხუთშაბათს, შტუტგარტის ბირჟამ, გერმანიის მეორე ყველაზე დიდმა სავაჭრო კომპანიამ, განაცხადა, რომ მათ მიერ კრიპტოვალუტების სივრცის მიმართ მხარდაჭერა მასიურად იზრდება.


შტუტგარტის ბირჟის კრიპტოვალუტებით დაინტერესების შესახებ პირველად 2018 წლის 13 აპრილს გახდა ცნობილი. იმ დროს, Boerse Stuttgart Digital Ventures-მა, შტუტგარტის შვილობილმა კომპანიამ, განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი შვილობილი დაწესებულება, Sowa Labs-ი, კრიპტოვალუტებით ვაჭრობის აპლიკაციაზე, BISON-ზე, მუშაობდა, რომელიც საკომისიო გადასახებისგან თავისუფალი იქნებოდა. Sowa Labs-ის დირექტორმა ახსნა, თუ რა იყო BISON-ის შესახებ ასეთი მნიშვნელოვანი: „ეს პირველი კიპტო აპლიკაციაა, რომლის უკანაც ტრადიციული საფონდო ბირჟა დგას.“ BISON-ის ვებ-გვერდის თანახმად აპლიკაციის საწყისი ვერსია მხარს უჭერს ბიტკოინს (BTC), ეთერიუმს (ETH), ლაითკოინსა (LTC) და XRP-ს, თუმცა სამომავლოდ სხვა აქტივებიც დაემატება. შემდეგი ფოტო გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით იმის შესახებ თუ როგორი იქნება აპლიკაცია:


შტუტგარტის ბირჟის გუნდი ამბობს, რომ ახლა მას უფრო მეტად ამბიციური გეგმები აქვს, ვიდრე დასაწყისში ჰქონდა: „შტუტგარტის ბირჟის გუნდი ციფრული აქტივების საბოლოო ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობს. BIOSON-ის მეშვეობით კრიპტოვალუტებით ვაჭრობის დაწყების შემდეგ, მალევე შეიქმნება მონეტის თავდაპირველი შეთავაზებების (ICO) პლატფორმა, მრავალმხრივი სავაჭრო სივრცე და აქტივების დაცულობის უზრუნველყოფის სხვადასხვა გზები. შტუტგარტის ბირჟის გუნდი აგრძელებს თავის „გაციფრულების“ სტრატეგიას და ფინანსური ბაზრებისა და პროტუქტების ციფრული ტრანსფორმაციის მეთავე ხდება.“


შტუტგარტის ბირჟის ტექნოლოგიური სფეროების, რეგულაციებისა და ვაჭრობის მოდელების ცოდნაზე დაფუძნებით, ალექსანდერ ჰოპტნერი, შტუტგარტის ბირჟის აღმასრულებელი დირექტორი, ხსნის, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს გერმანულმა ბირჟამ: „...ჩვენ შეგვიძლია ძირითად მომსახურებებთან ერთად ციფრულ აქტივებზე ღირებულების დარიცხვის ჯაჭვიც შემოგთავაზოთ და ეს ყველაფერი ერთი ჭერის ქვეშ. ინვესტორებმა და ბაზრის მონაწილეებმა იციან, რომ შტუტგარტის ბირჟის ხარისხს, გამჭვირვალობასა და სანდოობას ყველაფერზე წინ აყენებს. ჩვენ, როგორც, გერმანიაში დაფუძნებულმა პროვაიდერმა, გვინდა ეს სტანდარტი ციფრულ სამყაროშიც გადავიტანოთ. ჩვენ ხელს შევუწყობთ ციფრული აქტივების საყოველთაო მიღების პროცესს.“


კომპანიას სამ პუნქტიანი სტრატეგია აქვს:


  • მონეტის თავდაპირველი შეთავაზებების (ICO) პლატფორმა, რომელიც ციფრული მონეტების, საერთო დაფინანსებისა თუ უფლებებისა და აქტივების წარმომადგენლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

  • მრავალმხრივი და რეგულირებული კრიპტოვალუტებისთვის განკუთვნილი სავაჭრო სივრცე რომელიც, ICO პლატფორმაზე გამოცემული მონეტის მეორე ბაზარზე გაყიდვის საშუალებასა და ბიტკოინისა და ეთერიუმის მსგავსი კრიპტოვალუტებით ვაჭრობის საშუალებას იძლევა.

  • აქტივების დაცულობის უზრუნველყოფის სხვადასხვა გზები - მომსახურება ციფრული აქტივებისთვის უსაფრთხოების დიფერენცირებულ კონცეფციებს, რომლებიც BISON-ის გამოშვების თანავე იქნება ხელმისაწვდომი, შეიცავს. თუმცა, მოგვიანებით, სავარაუდოდ შესაძლებელი იქნება შენახვის სერვისის მთელ ღირებულების დარიცხვის ჯაჭვზე გამოყენება.


შტუტგარტის ბირჟის კრიპტოვალუტების ბაზარში ასეთი სერიული ჩარევა ევროპაში კრიპტოვალუტების ინსტიტუციურ მიღებას შეუწყობს ხელს. როგორც ჩანს ეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საკონტინენტთაშორისო ბირჟის (იმავე მიზნის მქონე, მხოლოდ ამერიკაში), ბაკკტის პროქტი.


წყარო: www.cryptoglobe.com


bottom of page