რა არის DENT?
კრიპტოვალუტების ზღვაში, რომელიც ყოველდღიურად ფართოვდება, ჩვენ ვინტერესდებით ისეთი მონეტებით, რომლებსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ როგორც ფასის, ასევე ფუნქციების მხრივ. ერთ-ერთი ასეთი მონეტაა Dent.
Dent არის არა ერთი პიროვნების, არამედ კომპანიის შექმნილი მონეტა. კომპანიის სახელია Dent Wireless Limited. აღნიშნული მონეტის შექმნის მიზანი იყო იმ გზების შეცვლა, რითიც ჩვენ დღეს ვინახავთ, ვყიდით, ვცვლით ციფრულ ინფორმაციას. შემქმნელებს იმედი აქვთ, რომ Dent გახდება პირველი მობილური კრიპტოვალუტა, რომლის მეშვეობითაც შეიცვლება ინფორმაციის გაცვლის დღევანდელი მეთოდები უფრო ინოვაციური, სწრაფი და იაფი საშუალებებით.
იდეა არის ინფორმაციის მონეტიზება და არატრადიციული გზებით მათი გაცვლა ან ინფორმაციის სანაცვლოდ მოგების ნახვა. Dent-თან დაკავშირებული ყველა ოპერაცია სრულდება ეთერიუმის ბლოკჩეინის მეშვეობით, რაც საშუალებას აძლევს Dent-ს, რომ მისაღები გახდეს მსხვილი ინვესტორებისთვის.
ეთერიუმის ბლოკჩეინი ცნობილია იმით, რომ სხვადასხვა ვალუტებს თავისი ფუნქციების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, შეგვიძლია თითქმის დარწმუნებით ვთქვათ, რომ ეთერიუმი მხოლოდ სანდო და პერსპექტიულ ვალუტებს მისცემს ამის ნებას, რათა არ გაიფუჭოს რეპუტაცია და ამასთან კომერციული მოგებაც ნახოს. ამრიგად, Dent ინვესტორების ყურადღებას ეთერიუმის მხრიდან გამოცხადებული ნდობის გამოც იწვევს.
Dent ეთერიუმს იყენებს მონაცემების გაყიდვისთვის, გაცვლისთვის და შემოწირულობის გასაკეთებლადაც. Dent-ის ინოვაციურობას უზრუნველყოფს ის, რომ ორგანიზაცია ცდილობს ფულადი ტრანზაქციები მთლიანად მობილური გახადოს და ხალხმა თანხის და ინფორმაციის ოპერაციების შესრულება სრულყოფილად შეძლონ მობილური ტელეფონების გამოყენებით.
ამრიგად, გამოიკვეთა Dent-ის ორი დადებითი მახასიათებელი:
ნდობა ეთერიუმის მხრიდან, რომელიც მეორე ყველაზე დიდი კრიპტოვალუტაა.
მობილურ ტელეფონებზე ადაპტირებული.
ჩნდება კითხვა: რამდენად პრაქტიკულია Dent და ის სერვისები, რომელსაც ის გვთავაზობს?
Dent-ის პროგრესზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ნელა, თუმცა მყარად ვითარდება. ყველაზე დიდი კავშირები მას ინდოეთსა და ბრაზილიაში აქვს. ამ ქვეყნებში მომხმარებლების რაოდენობა 40 მილიონს აჭარბებს. ორგანიზაცია ნელ-ნელა უშვებს უფრო და უფრო მეტ Dent მონეტას ბრუნვაში.
Dent ფეხს მყარად იკიდებს აშშ-სა და მექსიკაშიც და იმედოვნებენ, რომ მომხმარებლების რაოდენობას მილიონებიდან მილიარდებამდე გაზრდიან. ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია Dent მონეტის ფასის საგრძნობი ზრდაც.
რაც შეეხება ფასის ამჟამინდელ მდგომარეობას, 1 Dent $0,002 ღირს. ბოლო 1 თვის მანძილზე მისი ფასი თითქმის 40%-ით შემცირდა. მისი პიკი კი 2018 წლის იანვრის შუა რიცხვები იყო, როცა მან %0,08-ს მიაღწია, თუმცა მას შემდეგ საგრძნობლად დაიკლო.
Dent-ის მონეტის მაინინგი არ ხდება. მისი ყიდვა რამდენიმე ბირჟაზეა შესაძლებელი.
ამასთან, გთავაზობთ იმ ონლაინ საფულეების სიას, რომლებზეც შეგიძლიათ
შეინაოხთ თქვენი მონეტა:
MyEtherWallet
Ledger Wallet
Trezor
Ethereum Mist DApp
MetaMask
Parity