top of page

Coinbase-ის ქსელი მილიონობით ვებ-მაღაზიას კრიპტოს აღიარების შესაძლებლობას აძლევს


კრიპტო ბაზრის წამყვანი კომპანია, Coinbase, ამ კვირაში ლიდერობს. ჯერ კიდევ გუშინ გამოაცხადეს, რომ დიდი ბრიტანეთის მომხარებლებს მიაწოდეს GBP მხარდაჭერა, ხოლო დღეს კიდევ შექმნეს ელექტრო გადახდის ახალი აპლიკაცია ვებ-მაღაზიებისთვის.


Coinbase-ის ბლოგის მიხედვით, ისინი მსოფლიოს მასშტაბით ვაჭრებს კრიპტოვალუტით გადახდის ახალ მეთოდს სთავაზობენ. „ჩვენ ვმუშაობდით რამდენიმე კვირის განმავლობაში და მოხარულები ვართ გამოვაცხადოთ WooCommerce ქსელი და სხვა რამდენიმე ფუნქციაც“ -აღნიშნეს მათ.


WooCommerce არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინტერნეტ კომერციის პლატფორმა. ის გაერთიანებულია WordPress-თან, რომელიც აკონტროლებს ვებ-გვერდების 30%-ს. ბლოგის მიხედვით, ინტერნეტ კომერცია მუშაობს მაღაზიებში 28%-ზე, თუმცა სხვა სტატისტიკების მიხედვით ეს რიცხვი 37%-მდეც ადის. პლატფორმის საკუთარი ვებ-გვერდი აჩვენებს, რომ ეს აპლიკაცია იყო 50 მილიონჯერ გადმოწერილი. ეს ძალიან დიდი რიცხვია ახლად გახსნილი კრიპტო ბირჟისთვის. Coinbase-მა დაამატა: „ასეთი გაზრდილი შესაძლებლობები მიგვიყვანს მასიურ აღიარებამდე და უფრო ახლოს ჩვენს მიზნამდე - ღია საფინანსო სისტემამდე“.


აპლიკაცია დაემატა Coinbase Github-ზე ინსტრუქციებით, თუ როგორ დაამატო იგი WordPress-ზე. ელოდებიან, რომ ვებ-მაღაზიების უმეტესობას შეეძლებათ კრიპტო გადახდების მიღება, რაც მასიურ აღიარებას მოუტანს მას. ვებგვერდზე პატარა ღილაკია დასამატებელი, რათა შესაძლებელი იყოს გადახდები, დანარჩენს აპლიკაცია გააკეთებს. ამ მომენტისთვის აპლიკაციები სხვა ბაზრებიდან თანაბრად მიდის Coinbase-თან ერთად.


კომპანიამ ასევე დაამატა დამატებითი ფუქნცია, რათა შესაძლებელი იყოს ბიტკოინისა და ლაითკოინის პირდაპირ გადაგზავნა ახალი ინტერნეტ კომერციიდან, სახელად Coinbase Commerce. იმედი აქვთ, რომ ასევე დაამატებენ ეთერიუმსა და ბიტკოინ ქეშს.


წყარო: ethereumworldnews.com

bottom of page