top of page

რა არის Centrality და რაში შეიძლება გამოვიყენოთ მისი მონეტა CENNZ


Centrality ინოვატორი დეველოპერების გაერთიანება გახლავთ, რომლებიც ცდილობენ შექმნან საბაზრო სივრცე დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის (dApps). აღნიშნული აპლიკაციების მეშვეობით, მომხმარებლებს შეეძლებათ საკუთარი ყოველდღიური საქმიანობა უშუალო პირისპირა ტრანზაქციებით შეასრულონ. Centrality-ს მთავარი ხიბლი იმაშია, რომ მომხმარებლები გამოიყენებენ ერთ ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ინფრასტრუქტურას სხვადასხვა აპლიკაციებისთვის.


Centrality-ს ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ჯგუფია ბლოკჩეინ ინდუსტრიაში.


როგორ იყენებს Centrality ბლოკჩეინს?


თავად Centrality-ს საიტზე ვკითხულობთ, რომ ისინი იყენებენ ე.წ. „ბლოკჩეინ აგნოსტიკ“ მეთოდოლოგიას. ეს კი გულისხმობს რამდენიმე განსხვავებული პროტოკოლის გამოყენებას, მათ შორის ადგილობრივი Centrality-ს პროტოკოლს.


ამასთან, Centrality იყენებს გონიერ კონტრაქტებს, მათ შორის ფართო გამოყენების მქონე კონტრაქტებს. ისინი შესაძლოა გამოყენებულ იქნას მოგების განაწილებისთვის, მონეტების მფლობელების დასაჯილდოებლად, მონეტების გასაცვლელად, იდენტურობის განსასაზღვრად. ყველა გონიერი კონტრაქტი აბსოლუტურად საჯაროა.


რატომ შექმნა ჯგუფმა Centrality?


ჯგუფმა Centrality შექმნა, რადგან მომხმარებლებისთვის თანაბარი, სამართლიანი სივრცის არსებობის საჭიროება იყო. ისინი თვლიან, რომ მსხვილი ინტერნეტ კომპანიების ნაცვლად, რომლებიც ფართო ინფორმაციას ფლობენ, ინტერნეტი უნდა ეკუთვნოდეს მოსახლეობას და თავად აკონტროლებდნენ პირად ინფორმაციას. ასევე, უნდა იყოს ბევრი მცირე კომპანია კონკურენციის და ხარისხის გასაზრდელად.


როგორ მუშაობს Centrality-ს ტექნოლოგია?


Centrality-ს პლატფორმა ქმნის საერთო საბაზრო სივრცის საფუძველს. აპლიკაციებს შემდგომ შეუძლიათ გახდნენ ბაზრის ნაწილი პლატფორმაში გაერთიანებით. როცა მომხმარებელი ერთხელ შევა აპლიკაციაში, მას არ დასჭირდება თავიდან ავტორიზაცია სხვადასხვა სერვისებისთვის, არამედ ექნება წვდომა მთელს ბაზარზე არსებულ აპლიკაციებზე. ყველა აპლიკაციას ექნება შესძლებლობა მაქსიამლუად ფოკუსირდეს საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე და მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნაზე.


რაში შეიძლება გამოვიყენოთ Centrality რეალურ ცხოვრებაში?


ბევრი ბლოკჩეინ-პროექტი გრძელვადიან გეგმებს სახავს და მათ არ აქვთ დასრულებული პროექტი, თუმცა Centrality ამ კუთხით გამონაკლისია. მას უკვე აქვს რეალურ ცხოვრებაში გამოსაყენებელი აპლიკაციები და მზარდი ეკოსისტემა, მომხმარებლების რაოდენობა და შემოსავალი. მეტიც, Centrality-ს ამ დროისთვის აქვს 20-ზე მეტი აპლიკაცია, ყველა მათგანი სრულად ფუნქციონირებს და გამოიმუშავებს მოგებას. მნიშვნელოვანია, რომ აპლიკაციის შემქმნელები ერთად მუშაობენ საერთო ეკოსისტემის გასაუმჯობესებლად.


რა არის CENNZ მონეტა და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?


CENNZ არის მონეტა, რომელიც გამოიყენება Centrality-ს ეკოსისტემაში და აკავშირებს აპლიკაციებს მათ მომხმარებლებთან. აპლიკაციებს შეუძლიათ მონეტის გამოყენებით შეიძინონ მოდულები, რომლებიც საჭიროა მათი აპლიკაციების სწრაფი ინტეგრაციისთვის. CENNZ ასევე გამოიყენება სხვადასხვა აპლიკაციების მხრიდან მონაწილეების დასაჯილდოებლად. მომხმარებლებს შეუძლიათ აღნიშნული მონეტა სხვადასხვა აპლიკაციებიდან მიიღონ და გაამდიდრონ საკუთარი პორტფოლიო.


არსებობს ცალკე CENTRPAY პლატფორმა, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ რეალური პროდუქტები შეიძინონ CENNZ-ის საშუალებით. ამასთან, მონეტები წინასწარ მოპოვებულია და, შესაბამისად, მაინინგი აღარ ხდება. იარსებებს მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც გამოიცა მთავარი გაყიდვების პერიოდში. ეს კი ნიშნავს, რომ Centrality-ზე მოთხოვნის ზრდა გაზრდის მოთხოვნას CENNZ-ზე და შესაბამისად მის ფასსაც.


სტატიის წერის მომენტში CENNZ-ის ღირებულება $0,09-ია. ისტორიულ მაქსიმუმს ფასმა 2018 წლის 25 აპრილს მიაღწია, როცა ის $0,53 ღირდა. ბოლო 1 თვეში მისი ფასი 35%-ით, ბოლო 1 კვირაში კი 4%-ით შემცირდა.


წყარო: blockonomi.com

bottom of page