საგანგებო ამბები კრიპტოვალუტების შესახებ: ბიტკოინი, ლაითკოინი, ტრონი, კარდანო, ნეო, ეოსი
კრიპტოვალუტების სამყაროში საკმაოდ ბევრი და საინტერესო სიახლეები მიმდინარეობს. აქ წარმოგიდგენთ რამდენიმე გამორჩეულ მათგანს:
ბიტკოინი (BTC)
ტაილანდის კინოთეატრების უდიდესი ქსელი ამბობს, რომ ის ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტებს მიიღებს. ქსელის პარტნიორობას გაუწევს და გაყიდვის მექანიზმებს დაუყენებს ფინტექის შვედი დეველოპერი, Rapidzpay.
ლაითკოინი (LTC)
HTC-ს ეგზოდუს ბლოკჩეინის მობილური ლაითკოინსაც დაუჭერს მხარს. მობილური მიძღვნილი იქნება დეცენტრალიზებული აპლიკაციებისა და უსაფრთხოებისთვის.
კარდანო (ADA)
კარდანომ თავისი ვირტუალური დანადგარისთვის, IELE-თვის, სატესტო ქსელი გამოუშვა, რომელიც დეველოპერებს პლატფორმაზე გონიერი კონტრაქტების გაშვების საშუალებას მისცემს. მისი გამოშვება დეველოპერებს „გონიერი კონტრაქტების ტექნოლოგიის გარშემო თამაშისა და მათგან ფიდბექის მიღების საშუალებას აძლევს, რომელიც საბოლოოდ კორდანოს ნაწილი გახდება“.
ნეო
ნეოს კვლევისა და განვითარების დირექტორი პლატფორმაზე ტრანზაქციების გადასახადების დაწესებას უწევს რეკომენდაციას. პიტერ ლინმა განიხილა Medium-ის შესახებ მისი არსებული ეჭვები და თქვა: „მთლიანობაში, 1 სატოში გაზი საკმარისი იქნება“.
ტრონი (TRX)
ტრონის დამაარსებელმა, ჯასტინ სანმა, თქვა, რომ ის ინდოეთში პლათფორმის სიდიდის გაზრდას აპირებს. South China Morning Post-ის თანახმად, კომპანია ბეიჯინგში გავრცელების კვალდაკვალ ინდოეთში ოფისის გასახსნელად ემზადება.
EOS
კრიპტო ბირჟა პოლენიქსი EOS-ის დასამატებლად ემზადება. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული პლატფორმა ამბობს, რომ EOS-ის დეპოზიტები და გამოტანები უკვე შესაძლებელია. ვაჭრობა პირველ აგვისტოსაა დაგეგმილი.
წყარო: dailyhodl.com