top of page

Qtum-ის წარმატებები ივლისში


2017 წლის მარტში, 5 დღის განმავლობაში 15.6 მილიონი დოლარის შემოსავლის შემდეგ, სინგაპურში მყოფ გუნდს რთული სამუშაო წელი ჰქონდა.


საქმის შენელების გარეშე, Qtum-მა 2018 წლის მარტში x86 Virtual Machine დააპატენტა, რომელსაც ყველა ელოდა. ეს მოწყობილობა Qtum-ის პლატფორმაში პროგრამულ ენების გამოყენებას უზრუნველყოფს, რაც ზრდის დეველოპერების რაოდენობას, რომლებიც Qtum-ზე მუშაობენ და აუმჯობესებენ მას.


განახლებები


გუნდი რეგულარულად უშვებს დეტალურ სიახლეებს Qtum-ის ბლოგზე განახლებებთან დაკავშირებით. უფრო შესამჩნევი განახლებები მოხდა ივლისში, როდესაც მოხდა მრავალი საფულის ინტეგრაცია, Google Chrome-ში ჩართვა და Qtum Mainnet V0.15.2-ის გამოშვება.


მათ ასევე გამოაქვეყნეს დეტალები x86 Virtual Machine-ის განახლებასა და ხარვეზების ტესტირებასთან დაკავშირებით.


Qtum-ის მთავარი ქსელი v0.15.2 ვერსიას უშვებს


Qtum-მა 2018 წლის ივლისში Qtum Mainnet V0.15.2-ის გაშვება გამოაცხადა. ახალ ვერსიაში მათ გამოიყენეს ოპტიმიზირებული ქსელის ტოპოლოგია და გაასწორეს რამდენიმე ხარვეზი.


ქვემოთ მოცემულია ზუსტი სია იმისა, თუ რა გაასწორეს მათ. ეს სია გადმოღებულია Qtum-ის ბლოგიდან:


  • თარგმნის შეცდომების გასწორება

  • მხარდაჭერის დამატება openssl 1.1-სთვის

  • CVE-2018-12356-ის გასწორება რეგულარული გამოსახულების გამყარებით

  • პითონის ტესტირების ხარვეზის გასწორება

  • სტატიკური თესლების დამატება

  • Dns-ს ახალი თესლების კვანძების დამატება

  • საავტორო უფლებების განახლება


ასევე გამოაცხადეს საწარმოო გამოშვების, QtumX-ის, განახლების შესახებაც. პირველად ალფა ვერსიის ტესტირების შედეგად v0.15.2 ბეტა ვერსია დამზადდა. ბუნებრივია, აღმოჩნდა და გასწორდა რამდენიმე ხარვეზი. ახლა გუნდი დიზაინზე მუშაობს და შემდეგ განვითარებებსაც დაიწყებენ.


QtumX-ის განვითარების გასაშვებად ჩატარდა კვლევა cross-chain ტექნოლოგიაზე. Cross-chain-ის პროექტის პრობლემის მოსაგვარებლად მიმდინარეობს დებატები Enterprise-ისა და მთავარი ქსელის გამოშვებებს შორის. დეველოპერთა ჯგუფმა ასევე გამოიკვლია, თუ როგორ გადაეჭრათ ჯაჭვზე ვაჭრობის, მოანცემების შენახვისა და მონაცემების გაშიფვრის პრობლემები.


Electrum-ი და მობილური საფულეები


Qtum-მა გააერთიანა თავისი პლატფორმა პოპულარულ ციფრულ საფულესთან, Electrum-თან. 2018 წლის ივლისიდან ისინი ცდილობდნენ გაეუმჯობესებინათ ტრანზაქციების პროცესების სიჩქარე, რათა უკეთ აითვისონ segwit-ს. Segwit-ის ტრანზაქციების მხარდაჭერა ასევე გავრცელდა Trezor-ის საფულეზე. 2018 წლის ივლისის ბოლოს Qtum-მა გამოაცხადა, რომ მათ Electrum-ის კოდების რეორგანიზება მოახდინეს და მონეტების არჩევის პრობლება გამოასწორეს.


ახალი მობილური საფულის პროექტი მზადების პროცესშია. გუნდმა უკვე განახორციელა API, გაასწორა GUI-ს ბაგები და ანდროიდთან შეთანხმების პრობლემა, ასევე გამოასწორეს შესვლისას წარმოქნილი პრობლემები.


Qtum-ი უერთდება Amazon Web Service-ს


2018 წლის ივლისის ბოლოს Qtum-მა გამოაცხადა, რომ მათი პლატფორმის გამოყენება შესაძლებელი იქნება Amazon Web Service-ზეც (AWS).


„Qtum-ის გაშვება AWS-ზე მომხმარებლებისთვის მარტივად გამოყენებად და ძლიერ ქლაუდს აწარმოებს. ყველას, ვისაც მოუნდება DApps-ის შექმნა Qtum-ის პლატფორმის საშუალებით, სარგებებელს მიიღებს ამისგან“ - მიგელ პალენსია, Qtum-ის აღმასრულებელი დირექტორი.


ინტეგრაციის წყალობით კომპანიები შეძლებენ გაუშვან სერვერი რესურსების დახარჯვის გარეშე, რათა განავითარონ ინფრასტუქტურა. მომხმარებლები უფასოდ შეძლებენ Qtum-ის კვანძების გამოეყენებას ან სატექსტო ქსელების დაკავებას AWS-ს პლატფორმის გამოყენებით.



საზოგადოების სიახლეები


ქტუმმა შეაჯამა საზოგადოებრივი და მარკეტინგული ღონისძიებები, რომლებიც ჩატარდა 2018 წლის მარტსა და მაისს შორის, და ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან მომენტებს:

  • Qtum x86 VM-ს განვითარების ღონისძიების გაშვება სეულში

  • კონსენსუსი 2018

  • Qtum-ის ტექნიკური შეხვედრა კოლუმბიაში

  • Qtum-ის ტექნიკური შეხვედრა იალეში

  • CSSA-ის ბლოკჩეინის ფორუმი ჰარვარდის უნივერსიტეტში

  • ღია გაკვეთილი SUSS-ში

  • Penn Wharton China Summit

  • სტენფორდის ბლოკჩეინის კონფერენცია

  • Qtum-ის დეველოპერების შეხვედრა შენჟენში

გამოქვეყნდა Qtum-ის მომავალი შეხვედრებიც მოსკოვსა და ბერლინში.


bottom of page