„ბიტკოინი „მეორე ტალღის“ შუაშია“
ხშირმა რეკლამირებამ და ინსტიტუციალურმა ინვესტორებმა ბიტკოინზე მოთხოვნა გაზარდეს
ტექნიკური ინვესტორი და მეწარმე კინ-ვაი ლაუ თვლის, რომ ბიტკოინი ენთუზიაზმის ახალ ტალღას ამზადებს. CNCB-სთან ლაპარაკისას Fatfish Internet Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაზრის ახლანდელ მდგომარეობაზე - „BTC ETF-ს საგაზე“ და წლის ბოლოსთვის ამ აქტივის ყველაზე მოსალოდნელ ფასზე ისაუბრა. ლაუს თქმით, ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები კონკურენციის მეორე ტალღას განიცდიან. ლაუმ ასევე განმარტა ეს ტალღა, როგორც „ძლიერი“ დიდი რაოდენობით საბაზრო პროცენტითა და სავაჭრო რაოდენობის გაზრდით.
Fatfish Internet Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დაასკვნა, რომ გაზრდილი რეკლამირება და ინსტიტუციონალური ფულის შემოდინება ბაზრის აღორძინების მნიშვნელოვანი მიზეზია. ლაუს თქმით, ბაზრის მოცულობა მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც 2018 წლის გვიანი ინვისისთვის ფასი ახალ მინიმუმამდე დაეცა.
Bitcoin ETF-ის გამოჩენის შესაძლებლობა
ლაუმ ასევე ამერიკის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა. ამ გადაწყვეტილების მიხედვით კომისიამ უარყო Winklevoss twins-ის Bitcoin ETF-ის განაცხადი. როდესაც ლაუს ჰკითხეს BTC ETF-ს განაცხადის დადასტურების შესაძლებლობაზე SEC-ის მხრიდან, მან უპასუხა: „მე ვთვლი, რომ დროის საკითხია, სანამ SEC დაადასტურებს ETF-ს განაცხადს. ამის საშუალებით ორგანიზაციას შესაბამისი ხელსაწყეობი ექნება შემოწმებისთვის, მონიტორინგისთვის და შეძლება ლიკვიდურობის შექმნის შესაძლებლობაც ჰქონდეს“.
ხელსაწყოების ხელმისაწვდომობის გარდა, ლაუს სჯერა, რომ ბაზრის მზადყოფნის ხარისხი BTC ETF-ის ინიცირებაზეა დამოკიდებული. Winklevoss-ის განცხადის უარყოფამდე SEC-მა გადადო გადაწყვეტილების მიღება Direxon Investiment-ისგან მიღებულ განცხადებაზე.
ბიტკოინის ბაზრის სტაბილიზაცია
ფასის არასტაბილურობასთან დაკავშირებით, ლაუმ თქვა, რომ ათვისება მნიშვნელოვანი გამწევი ძალა იყო საბაზრო მოთხოვნისთვის, რომელიც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს აქტივის ფასზე. 2018 წლის 19 ივლისს ჩინური ფულის შემოდინებამ სწრაფად გაზარდა ფასი. ჩინელმა ზეგავლენიანმა ხალხმა, რომელიც მიზნად ისახავდა ბიტკოინის აღიარებას, როგორც მათი ჯანმრთელობის თავშესაფარი, ფასის გაზრდა გამოიწვია.
ფასის ექპერტის, ლაუს, თქმით, ბიტკოინის ღირებულება წლის ბოლომდე 10,000-15,000 დოლარიან ნიშნულებს შორის იქნება. Fatfish-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კონსენსუსი ფასის საზღვრების შესახებ ბევრ ექსპერტს შორის იყო. ლაუს სჯერა, რომ ბიტკოინის უფრო მეტ ქვეყანაში გამოყენება და ბაზრის კარგად დარეგულირება საშუალებას მოგვცემს მივაღწიოთ ფასის სტაბილურობას კრიპტოვალუტისთვის.
წყარო: bitcoinist.com