კიმ კარდაშიანმა თავისი პირველი ბიტკოინი საჯაროდ მიიღო
შეუწყობს თუ არა სოციალური მედიის დედოფალი, კიმ კარდაშიანი, ბიტკონისკენ მეტი ხალხის მიზიდვას ხელს?
მეთიუ როზაკი, ბლოქისა და სვხა კრიპტოვალუტური ინიციატივების დამფუძნებელი, აშკარად ასე ფიქრობდა, როდესაც “If Only’ Texas Hold’Em Charity Poker Tournament”-ის დროს სოციალური მედიის ტიტანს ფიზიკური ბიტკოინი გადასცა.
კიმ კარდაშიანი იმ ცნობილ ადამიანთა რიცხვში შედიოდა, რომლებიც ამ ივენთზე მაგიდებს მასპინძლობდნენ.
არც თუ ისე დიდი ხნის შემდგომ კიმ კარდაშიანმა ორი ფიზიკური ბიტკოინის სურათის თანხლებით შემდეგი სიტყვები დაპოსტა: „ჩვენ ბიტკოინზე გადავედით.“
Reddit-ზე ზოგიერთის თქმით, კიმ კარდაშიანი კრიპტოვალუტის კატალიზატორი იქნება, რადგან მას 114 მილიონი სუბსქრაიბერი ჰყავს.
კარდაშიანის მონეტა?
როზაკმა კარდაშიანები TedX სან ფრანცისკოში კონფერენციაზე გამოსვლისას ახსენა. კონფერენცია ტექნოლოგიას, დიზაინსა და გართობას ეხებოდა.
როზაკმა KardashianCoin-ის პრეზენტაციისას თქვა: „კარდაშიანებს საკუთარი ეკონომიკის მონეტიზაცია და შექმნა შეუძლიათ. ყოველ ბრენდს, ყოველ მსახიობს, ყოველ ტომს შეუძლია თავისი ეკონომიკის მონეტიზაცია.“ მან ამას „სტეროიდებზე მყოფი სასაჩუქრე ქულები“ უწოდა.
ის აგრძელებს: „მონეტები ახლად მოსულების სტიმულირებისთვის გამოიყენება და ასევე, ისინი მონაწილეობის უფლებების ახალ პროტოკოლს და ინტერნეტის ახალ ფენებს წარმოადგენს. ინვესტორებისთვის, დეველოპერებისთვისა და მონაწილეთათვის, რომლებსაც ინტერნეტის კონკრეტული ფენების ხელახალი ინტერპრეტირება სურთ, ეს დიდი შანსია.
„ბიტკოინი ჩვენი დროის უდიდესი გამოგონებაა“ - თქვა როზიკმა და აღნიშნა, რომ ეს თამამი განცხადებაა იმ ტექნოლოგიის შესახებ, რომელიც სულ ათ წელზე ნაკლებია, რაც არსებობს. რკინიგზის ანალოგიის გამოყენებით, მან თქვა, რომ ბლოკჩეინი წარმოადგენს ლიანდაგებს, მონეტები კი მასზე მოძრავი ვაგონებია.
სატოშის მიერ გაცემული საჩუქარი ადამიანებს პიროვნებისა და ინსტიტუციის ფაქტორის გვერდზე გადადებისა და მათემატიკაზე კონცენტრირების საშუალებას აძლევს.
როზაკი თქვლის, რომ მონეტებს ზრდის ტენდენცია გააჩნიათ
„ტრადიციული აქტივები მონეტიზირებული გახდება. მომხმარებლის კრიპტოვალუტის ინტერფეისი ბოლო წლებში დაიხვეწა. ეს მომხმარებელთა რიცხვს გაზრდის.“ - თქვა როზაკმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ არსებული ბაზრიდან ტრილიონ დოლარიანი ქსელები აღმოცენდება, თუმცა იქნება რისკიც - „ეს ყველაფერი იმ შესაძლებლობად გადაიქცევა, რომელის მიღების საშუალებაც ცხოვრებაში ერთხელ გვეძლევა. ჩვენ სანების მონეტიზაციას მოვესწარით.“
წყარო: www.ccn.com