ვიტალიკ ბუტერინი: „საყოველთაო აღიარება უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ვიდრე ETF”
ეთერიუმის თანადამფუძნებელმა და კრიპტო სივრცეში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა პიროვნებამ, ვიტალიკ ბუტერინმა, განაცხადა, რომ დღესდღეობით ხალხი ETF-ებზე არ უნდა იყოს კონცენტრირებული.
ამჟამად, კრიპტოვალუტების ბაზრები ზრდის ტენდენციას განიცდიან, რასაც ბევრი ანალიტიკოსი ინვესტორების ETF-ის დამტკიცების მოლოდინს მიაწერს - განსაკუთრებით ბიტკოინში.
ბუტერინის აზრით კი ყურადღება სპეკულაციის ნაცვლად მის გავრცელებაზე უნდა იყოს მიმართული.
ის საზოგადოების მოკლევადიანი მნიშვნელობის საკითხებზე კონცენტრირებას აკრიტიკებს. არსებითად მისი ასეთი დამოკიდებულება დასაბუთებულია. მონეტების გავრცელება მეტი მონეტის აუცილებლობას შექმნის, რის შედეგადაც მათი ფასიც აიწევს. სპეკულანტებისთვის ეკონომიკური თვალთახედვიდანაც კი მიმზიდველია ასეთი მიდგომა.
აღსანიშნავია, რომ ზუსტად ბიტკოინისა და ეთერიუმის გავრცელებისა და მიღების შედეგად მათი ფასები საოცარ დონემდე აიწია და ეს ათ წელიწადზე ნაკლებ დროში მოხდა.
ვიტალიკ ბუტერინის სიტყვები ზუსტად აღწერს კრიპტო საზოგადოების დღევანდელ მდგომარეობას. მისი ერთი ნაწილი კრიპტოვალუტებს ქაღალდის ფულის ჩამნაცვლებლად და მომავლის ეკონომიკური ტრანზაქციების განუყოფელ ნაწილად ხედავს, როდესაც მეორე ნაწილი მხოლოდ სპეკულაციებითაა დაინტერესებული.
გაცვლების რიცხვი იმ მომხმარებლების ხარჯზე გაიზარდა, რომლებიც სპეკულაციებით არიან დაინტერესებულნი. ამ ფაქტს ყოველთვის ებრძოდა ვიტალიკ ბუტერინი, პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით. მან რამდენჯერმე მოუწოდა საზოგადოებას გამოფხიზლებისკენ.
არის თუ არა ETF ასეთი მნიშვნელოვანი?
გასულ კვირას, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის მიერ ბიტკოინ ETF-ის უარყოფის შედეგად, ბიტკოინის ფასმა კლება დაიწყო, რაც სხვა კრიპტოვალუტებზეც აისახა.
თუმცა, მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ კომიტეტის წევრის, ესტერ პიერსის, მიერ გამოქვეყნებული წერილის გამო, რომლის მიხედვითაც ის ემიჯნებოდა კომისიის ამ გადაწყვეტილებას, კრიპტოვალუტების ფასი დასტაბილურდა და ბაზარზე ნდობა დაბრუნდა.
დღესდღეობით ამ პრობლემის შესახებ გარკვეული მოლოდინები არსებობს. ცნობილი ინვესტორების აზრით, ადრე თუ გვიან მარეგულირებელი დაწესებულებები დაამტკიცებენ ETF-ს და სხვა სხვა კრიპტოვალუტებზე დაფუძნებულ ფინანსურ ინსტრუმენტებს.
ვიტალიკ ბუტერინს უფრო მასშტაბურობის სწამს ვიდრე სპეკულაციის
ვიტალიკმა ხაზგასმით თქვა, რომ ის თავდაუზოგავად მუშაობს კრიპტოვალუტების მასიურად მიღების საკითხზე. ამის გამო ის ყურადღებას ისეთ თემებზე ამახვილებს, როგორიცაა მოქნილობა და ფუნქციონალური თავსებადობა. ტაილერ კოვენთან ინტერვიუს დროს მან თქვა: „ეთერიუმის ბლოკჩეინის ტევადობა 15 ტრანზაქციაა წამში. თუ თქვენ განიხილავთ ისეთ რამეს, როგორიცაა, მაგალითად, ყველა უბერის მგზავრობის ბლოკჩეინზე განთავსება, ეს უკვე 12 ტრანზაქციაა. მე ვთვლი, რომ საჭიროა წამში წარმოებული ტრანზაქციების რიცხვის გაზრდა, ეს კი შარდინგისა და სხვა საბაზისო შრეების მასშტაბურობის სისტემების გაუმჯობესებით შეიძლება, რომლებზეც ახლა ვმუშაობთ .“
როგორც ჩანს, ბიტკოინი და ეთერიუმი გაცოცხლების ფაზაში შედიან. თუმცა, მათი ცვალებადი ბუნება გვავალდებულებს თვალი ვადევნოთ უახლეს ამბებს. ფუნდამენტური ტექნიკური ანალიზი დღითი დღე უფრო მნიშვნელოვანი ხელსაწყო ხდება კრიპტოვალუტებისთვის.
წყარო: ethereumworldnews.com