top of page

ნასდაქის კონფიდენციალური შეხვედრა კრიპტო რეგულაციებთან დაკავშირებით


დიდი ხანია კრიპტოვალუტებს რეგულაციებთან კავშირი აქვთ და საერთაშორისო რეგულაციებს სხვადასხვა შეხედულებები აქვთ ამ ახალ ინდუსტრიასთან დაკავშირებით. საქმე ეხება გაყალბებას, კიბერკრიმინალსა და დიდ ფინანსურ რისკებს, სადაც რეგულატორებს ხშირად გზა ებნევათ.


ფირმების უმრავლესობა ნასდაქის კრიპტო შეხვედრას დაესწრო


ინდივიდუალებს სჯერათ, რომ მათ შეუძლიათ უფრო მაღალი დონის უსაფრთხოების შექმნა და კრიპტო სავაჭრო ბაზარზე რეგულაციების ლეგიტიმაცია.


ამ საკითხთან დაკავშირებით, ნასდაქმა რამდენიმე კომპანიასთან ერთად დახურული შეხვედრა ჩაატარა, სადაც იმსჯელეს, თუ როგორ უნდა შეექმნათ საზოგადოებისთვის ნათელი სურათი ამ ინდუსტრიაზე და როგორ გაეერთიანებინათ კრიპტოები გლობალურ სავაჭრო ბაზარზე. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, რომელთა ფირმებიც დაკავშირებულია კრიპტოვალუტასთან და შედის სავაჭრო ეკონომიკაში, მაგალითად: ვინკელვოსების მფლობელობაში მყოფი Gemini-ს ბირჟა.


მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ბლუმბერგმა გემინისა და ნასდაქის ორგანიზაციებთან დაკავშირება სცადა, თუმცა ეს თითქმის უშედეგო მცდელობა გამოდგა, რადგან ნასდაქის წარმომადგენელმა მხოლოდ ის დაადასტურა, რომ შეხვედრა შედგა და სხვა რაიმე სახის ინფორმაცია იქ მიღებული დასკვნების შესახებ არ მოუცია. გემინის ბირჟისგან კი პასუხი არ მიგვიღია.


ერთ-ერთ იქ მყოფთაგან გავიგეთ, რომ ძირითადად განიხილეს კრიპტოვალუტის მომავალი რეგულაციები და ხერხები, თუ როგორ უნდა განვითარდეს კრიპტო აქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს არ იქნება ბოლო შეხვედრა და ამ კვირაში კიდევ გაგრძელდება დიალოგი მოცემულ საკითხზე.


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ადენა ფრიდმანი, ნასდაქის უფროსი აღმასრულებელი ხელმძღვანელი (CEO), ერთ დროს როგორც კრიპტოვალუტის რეგულაციების, ასევე კრიპტოვალუტების დამცველი და მხარდამჭერი იყო. ივნისში გამართულ ბლუმბერგის შეხვედრაზე, ფრიდმანმა თქვა, რომ მსოფლიო სავაჭრო ბაზარი საბოლოოდ იპოვის ადგილს კრიპტოვალუტისთვის. დამატებით უნდა ითქვას ისიც, რომ CNN-ის პოდკასტის ერთ ეპიზოდში, ფრიდმანმა კრიპტოვალუტების უკან არსებულ ტექნოლოგიას შთამბეჭდავი’ უწოდა.


ორგანიზატორებისთვის გემინის ბირჟის კონფერენციაზე გამოჩენა იმის მაჩვენებელი იყო, რომ ნიუ-იორკის ბირჟა ნასდაქის შიდა სისტემებთან გაერთიანებას აპირებს. ეთერეუმის მსოფლიო ნიუსის განცხადებით კი, გემინიმ თავისი ყოფილი უოლ-სტრიტის ოფიცერი დაიქირივა, რომ ფირმის ტექნოლოგიურ ჯგუფს სათავეში ჩაუდგეს ნასდაქის სავაჭრო მონიტორინგის ტექნოლოგიის ასათვისებლად.


საკმაოდ უცნაურია ტყუპი ვინკელვოსების ნასდაქის კონფერენციაზე გამოჩენა მას შემდეგ, რაც მათი შესწორებული ETF შეთავაზება უსაფრთხოებისა და გაცვლის კომისიამ (SEC) უარყო. ფაქტია, რომ კრიპტო რეგულაციები მთავარი თემა გახდა ინდუსტრიაში, რადგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ გარეშე არ ხდება არანაირი საცალო ვაჭრობა ან სხვა ტიპის გარიგების წარმოება.


წყარო: ethereumworldnews.com


bottom of page