ახლა უკვე კრიპტოვალუტების 300-ზე მეტი ფონდი არსებობს
ბიტკოინის ფასის დაცემამ საგრძნობლად დააზიანა ფონდების, რომლებმაც ინვესტიცია კრიპტო აქტივებში ჩადეს, მოგების მიღების პერსპექტივა, თუმცა ამას არ შეუმცირებია კრიპტოვალუტების ფონდების რიცხვი და არც მათი აქტივების ზომა.
კრიპტოვალუტების ფონდების რიცხვი სხვა საკვანძო მოვლენებს ფარავს
Autonomous Next-ის, კრიპტოვალუტების ანალიტიკური ცენტრის, ახალი კვლევის თანახმად, 2018 წელს კრიპტოვალუტების ფონდების რიცხვმა 300-ს გადააჭარბა. ამ კვლევის გამოქვეყნების დროს 312 აქტიური ფონდი არსებობდა.
წლის დასაწყისში არსებული ფონდების რიცხვთან შედარებით, როდესაც 251 ფონდი არსებობდა, სახეზეა 24%-იანი ზრდა, რაც თავის მხრივ 2016 წელს არსებული 56 აქტიური ფონდის 457%-ს შეადგენს.
ფონდების უმეტესობა წლის მეორე კვარტალში დაარსდა. CNN-ის თანახმად, პირველ კვარტალში მხოლოდ 20 ახალი ფირმა ჩამოყალიბდა, ბაზარზე არსებული სიტუაციის გამო კი, რომელიც აძნელებდა ახალი ინვესტორების მოზიდვას, 9 ფონდმა კრახი განიცადა.
მეტი ფონდები, ინვესტირების მეტი სტრატეგიები
არ არის გასაკვირი, რომ მკვლევრები ფონდების რიცხვის ზრდას ბიტკოინის დაფასებას უკავშირებენ. თუმცა, ფონდების რიცხვის ზრდა არც ამ წლის იმ ნაწილში შენელებულა, როდესაც კრიპტოვალუტების ფასებმა დაცემა დაიწყეს. ამის მთავარ მიზეზს მონეტის თავდაპირველი შეთავაზებების გარშემო არსებული აქტივობების კორიანტელი წარმოადგენს.
ეს 312 ფონდი მთლიანობაში განკარგავს 7.5$ და 10$ მილიარდის აქტივებს, თუმცა კაპიტალი ძირითადად მსხვილ ფონდებს შორისაა განაწილებული. ანგარიშის თანახმად, 10 უმსხვილეს ფონდს ინდუსტრიის ინვესტირების კაპიტალის 43% ეკუთვნის, მაშინ როდესაც ტოპ 50-ს - 80%.
მაშინაც კი, როდესაც ბაზარზე კლებითი ტენდენციები აღინიშნება, ამ მსხვილ ფონდებს გააჩნიათ განვითარებისთვის - ყოველ შემთხვევაში გადარჩენისთვის მაინც - აუცილებელი კაპიტალი და რესურსები. 25$ მილიონზე ნაკლები ღირებულების აქტივების მქონე ფირმებს კი დიდად გაუჭირდებათ მსგავსი ტენდენციების გადატანა.
აღსანიშნავია, რომ ფონდების რიცხვის ასეთი ზრდა დაკავშირებულია ამ ფონდების მიერ ინვესტირების ახალი სტრატეგიების შემუშავებასთან. ეს არა მხოლოდ ინვესტორის არჩევნის სიმრავლეს ზრდის, არამედ ეს ასევე შეიძლება ინდუსტრიის მომწიფების მომასწავებელიც იყოს.
წყარო: www.ccn.com