top of page

რატომ უარყვეს ბიტკოინ ETF-ი


ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) განაცხადა, რომ ტყუპი ვინკელვოსების მიერ შეთავაზებულ ბიტკოინ ETF-ებზე უარის თქმის შემდეგ, ბიტკოინის ფასი $8,000-იან ნიშნულს დაუბრუნდა და ისევ მერყეობს. CCN-მა ETF-ის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.


ETF-ის შესახებ


SEC-ის მიერ, განაცხადის კიდევ ერთხელ განხილვისა და Gemini-ს თანადამფუძნებლების, კამერონ და ტაილერ ვინკლევოსების, აპელაციის გაცნობის შემდგომ, CCN-მა განცხადება გააკეთა. აღსანიშნავია, რომ SEC-მა, მეორე განხილვისას ხალხსაც მისცა აზრის გამოთქმის უფლება. თავდაპირველი განცხადება კი 2017 წლის 10 მარტს უარყვეს.


პირველ განხილვაზე, ვინკლევოსების მიერ აპლიკაციისთვის შეცვლილი ნაწილები პრობლემატურად დასახელდა. კიდევ ერთხელ შეცვლილი აპლიკაცია კი, რეგულატორებმა ისე შეამოწმეს, როგორც სრულიად ახალი.


უარყოფის მიზეზები


SEC-ის მიერ განხილული ერთ-ერთი პირველი აპლიკაცია იყო The Bats Exchange ETF, ინიციალებით BXZ. თუმცა, გადაწყვეტილების მიღებისას, ახალი ETF-ის მაგივრად SEC-მა Exchange Act Section 6(b)(5) აირჩია.


SEC-მა BXZ ETF-ზე გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, რომ ბირჟას არც გაყალბებისა და მანიპულირებისგან თავის დაცვა შეეძლო და არც ინვესტორებისა თუ დაინტერესებული პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.


CCN-მა განაცხადა, რომ მაისის თვეში, რეგულატორები ბიტკოინის ფასის მანიპულირებასთან დაკავშირებით კვლევებს ატარებდნენ.


SEC-ის მიხედვით, მთავარი კრიტიკის საგანი იყო ის, რომ ბიტკოინი ვერ ახერხებდა ზემოქმედებისგან თავის დაცვას და ტექნოლოგიას არ ჰქონდა შესაბამისი თვისებები თაღლითობისა და ფულის გაყალბებისგან თავის დასაცავად. Securities Exchange Act-ში, ბლოკჩეინ ტექნოლოგია შეიცავდა მოდიფიცირებულ ხელსაწყოებს.


ვინკელვოსების არგუმენტები


პირველად დაწუნებულ აპლიკაციასთან დაკავშირებით, მათ შემდეგი კომენტარი გააკეთეს:

"ბიტკოინ ვაჭრობის გეოგრაფიულად სხვადასხვა და მზარდი ინდუსტრია შეუძლებელს ხდის მისი მანიპულირების შესაძლებლობას" - შესაბამისად, მისი მანიპულირება ნაკლებად სავარაუდოა სამართლიანობას, ფიქსირებულ შემოსავალსა და ვადიან გარიგებებთან შედარებით."

აპლიკანტებმა ასევე თქვეს, რომ SEC ზედმეტად ენდობოდა წარსულში დამტკიცებულ ETF-ის სამეთვალყურეო სისტემას.


თუმცა, მათ ეს სამეთვალყურეო შეთანხმებები არ უყიდიათ. ისინი აცხადებდნენ, რომ ეს აუცილებელი იყო სიყალბისა და მანიპულაციების თავიდან ასარიდებლად. ბიტკოინს, როგორც ძირითად აქტივს, თაღლითებისგან თავის დასაცავად საკმარისი სამეთვალყურეო სისტემა არ აქვს ჩაშენებული. მაგრამ, SEC-ს ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია.


მიუხედავად ამისა, SEC-ი იმედიან ტონუსზეა გაჭედილი, ისინი აცხადებენ, რომ ბიტკოინის ბაზრის რეგულაციები ჯერ კიდევ დამწყებ საფეხურზეა და პოპულარობის შესანარჩუნებლად, სავაჭრო ბაზარზე ბიტკოინის სიახლეებს თვალყურს ადევნებენ.


განცხადებაში ნახსენებია, რომ SEC-ი მხარს დაუჭერს ისეთ აპლიკაციებს, რომლებსაც შესაბამისი მოდიფიკაციები ექნებათ სამეთვალყურეო სისტემების მხარდაჭერით. როგორც ССN-მა განაცხადა, თვის დასაწყისში СBOE ბირჟამ მათ ახალი აპლიკაცია შესთავაზა, რომელსაც ჯერ კიდევ განიხილავენ. რადგან CBOE ძლიერი მოთამაშეა მომავლის ბირჟების სისტემაში და რეგულაციებსაც საკმაო ყურადღებას აქცევს, უნდა ვივარაუდოთ, რომ აპლიკაცია მზად იქნება თაღლითობასთან გასამკლავებლად.


წყარო: www.ccn.com


bottom of page